ქართული წირვა-ლოცვები, კალენდარი ევროპაში... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული წირვა-ლოცვები, კალენდარი ევროპაში... |
k@the |
Feb 16 2008, 12:44 AM
პოსტი
#1
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ამ თემის გახსნის მიზანი, არის თავი მოვუყაროთ, საზღვარგარეთ ქართულ ენაზე აღვლენილ წირვა-ლოცვათა შესახებ ინფორმაციას.
მინდა, რომ თითოეულმა ჩვენთაგანმა შეიტანოს ამ საქმეში წვილილი. თუკი ვინმეს აქვს ინფორმაცია, თუ სად აღევლინება უახლოეს მომავალში ქართული წირვა-ლოცვა, გავუზიაროთ ერთმანეთს. ბევრი ქართველი ცხოვრობს უცხოეთში ისე, რომ არც კი იცის თუ მის ქალაქში, ან მის მახლობელ ქალაქში ქართულ წირვა-ლოცვაზე დასწრების საშუალება აქვს. ღმერთს ებარებოდეთ! პ.ს. მადლობა KAIROS-ს -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
Bodbeli |
Nov 8 2008, 02:02 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 142 რეგისტრ.: 15-April 08 წევრი № 4,565 |
ღვთისმსახურებანი ბერლინში 8-9 ნოემბერს
8 ნოემბერს, შაბათს 10:00 საათზე ბერლინის რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში წირვას აღავლენს ბათუმისა და ქობულეთის მთავარეპისკოპოსი დიმიტრი (შიოლაშვილი), მისამართზე: Hohenzollerndamm 166 10713 Berlin (Wilmersdorf). ხოლო 9 ნოემბერს, კვირას 10:00 საათზე მეუფე დიმიტრი წირვას აღავლენს ბერლინის სერბულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მისამართზე: Holzmanstrasse 34, Berlin-Tempelhof -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 8 ნოემბერს, შაბათს ჩატარდება წირვა ქ. ფრანკფურტში 8 ნოემბერს, შაბათს ქ. ფრანკფურტის წმ. ნიკოლოზის სახ. ქართულ სამრევლოში ჩატარდება ღვთისმსახურება. წირვა დაიწყება 09:30 საათზე მისამართზე: Solmstrasse 3, Frankfurt/Main. აღსარების მსურველებს შეუძლიათ 08:30 სთ-დან მიმართონ მოძღვარს. წირვის შემდეგ გაიმართება საერთო ტრაპეზი. წირვას აღავლენს მღვდელი თამაზი (ლომიძე). -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 15 ნოემბერს, შაბათს ჩატარდება წირვა ქ. ბერლინში 15 ნოემბერს, შაბათს ქ. ბერლინის წმ. მღვდელმოწამე კირიონის სახ. ქართულ სამრევლოში ჩატარდება ღვთისმსახურება. წირვა დაიწყება სერბულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში 09:30 საათზე მისამართზე: Holzmanstrasse 34, Berlin-Tempelhof. აღსარების მსურველებს შეუძლიათ 08:30 სთ-დან მიმართონ მოძღვარს. წირვას აღავლენს მღვდელი თამაზი (ლომიძე). წირვის შემდეგ ჩატარდება ბერლინის ქართული ეკლესიის მრევლის კრება, რომელზეც განხილული იქნება ბერლინში ქართული ეკლესიის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საკითხები. სასურველია ყველას დასწრება. დასასრულს გაიმართება საერთო ტრაპეზი. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი