ვიკითხოთ წმ. წერილი, დეტალები და სისავსე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვიკითხოთ წმ. წერილი, დეტალები და სისავსე |
KAIROS |
Nov 7 2008, 04:02 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ერთის მხრივ იყო კურთხევა ახალი თემა გახსენითო, მეორეს მხრივ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ არ ვიცნობთ წმ. წერილს, ფაქტობრივად რიგითი სექტანტი ხშირად წლობით ეკლესიურს სჯობს ახალი აღთქმის ცოდნაში, ვგულისხმობ სად რა წერია და ა.შ. რათქმაუნდა სექტანტური ცოდნა, და ციტატებზე ხტუნაობა ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ აქ ისიცაა დასანახი, მათ შესწავლილი აქვთ წმიდა წერილი... ჩვენს წმიდა მამებსაც ასევე გაშინაგანებული ქონდათ წმ. წერილი, ამიტომ ძალიან მისასლამებელია ის თუ ვინმე კანონს მიყვება და კითხულობს წმ. წერილს, ვიცი ხალხი, ვინც ყოველდღე თითო თავს კითხულობს სახარებიდან და თითო თავს სამოციქულოდან...
ეს ძალიან კარგი წესია, მე სამწუხაროდ ვერ ვახერხებ, მაგრამ წესად მაქვს, რომ ხშირად გადავშალო წმ. წერილი და შემთხვევითი ადგილი რაც შემხვდება ის წავიკითხო, და შემდეგ მასზე ვიფიქრო, მამების განმარტებაც მოვიძიო საჭიროების მიხედვით, ჩვენშიც იქნება ბევრი, ვისაც ყოველდღიურად ან კვირაში რამოდენიმეჯერ უწევს შეხება წმ. წერილთან, კითხვებისათვის აქვეა ცალკე თემა და სჯობს იქ დასვათ კითხვები,აქ დაწერეთ რა წაიკითხეთ, რა მოგეწონათ, რა აღმოაჩინეთ... წმ.წერილის მადლი გეწეოდეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Nov 8 2008, 04:32 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა შენ წარმოიდგინე და ყველა განმმარტებელი შენნაირად მარტავს მაგ ადგილს არა კაცო, პირიქით მე ვიმეორებ მათ ნათქვამს, გამომიყვანა ახალი განმარტებელი ახალ გენესის, აშკარად თემას აფუჭებ პირველი და სრულიად ცდები მეორე, აი რატომ, ის რომ ეკლესიაში განკვეთა სრულიად მიღებული მოვლენაა, ეს სამოთხიდან ეშმაკის განდევნით დადასტურდა და ეს სწორედ სიყვარულით ნაკარნახებია და ახლა აქ ციტატა ქრისტეს უზიარებელთან არ ულოცია? ან ღვმთისმსახურება არ ჩაუტარებია? კანონი კი გვეუბნება, ვინც უზიარებელთან ილოცებს და ღმრთისმსახურებას გადაიხდის უზიარებლობით დაისაჯოს... ასეთი რამეები არ ღირს, პირველი იმიტომ, რომ ძალიან შორს ხარ ეკლესიის აზრიდან და მეორე არ ხარ მზად მიიღო იგი, ამიტომ გვაცადე აქ მშვიდად ვილაპარაკოთ წმ. წერილზე და შენი ანტიკლერიკალური იდეები შეგიძლია სადმე გახსნა ახალი თემა და იქ ვიმსჯელოთ, არაფერი მაქვს შენთან კამათის საწინააღმდეგო, მაგრამ აქ არც ამის ადგილია და თემასაც არ შეესაბამება, ამიტომ მოდი შენს საკმაოდ სუსტ არგუმენტებს აქ უპასუხოდ დავტოვებ, გახსენი ახალი თემა გადაიტანე იქ ეს პოსტები და იქ ვიმსჯელოთ შევთანხმდით?ლელუკა შენი ნაწერი იყო კითხვა და მე გთხოვთ კითხვები "გამარკვიეთ"-ში დაწერე, აქ: ციტატა კითხვებისათვის აქვეა ცალკე თემა და სჯობს იქ დასვათ კითხვები,აქ დაწერეთ რა წაიკითხეთ, რა მოგეწონათ, რა აღმოაჩინეთ... დავით მიასუფთავე ერთი ეგ თემა კარგი თემაა და არ ღირს ჩავარდნად და გადახვევად -------- დღეს მაგალითად მე წავიკითხე ერთი ციტატა, იქ ეწერა მათეზე, როგორი ერთი მოწოდებით ადგა არა? რა უცნაურია, რამდენ ხანს ელოდა ნეტავი გულში უფალს? ჰოდა მივიდე, და ღმერთამ და მხოლოდ მათემ იცის მხოლოდ რა იგრძნო მაშინ, ქრისტემ რომ მოუწოდა და ეგრევე გაყვა... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 11:05 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი