ვიკითხოთ წმ. წერილი, დეტალები და სისავსე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვიკითხოთ წმ. წერილი, დეტალები და სისავსე |
KAIROS |
Nov 7 2008, 04:02 AM
პოსტი
#21
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ერთის მხრივ იყო კურთხევა ახალი თემა გახსენითო, მეორეს მხრივ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ არ ვიცნობთ წმ. წერილს, ფაქტობრივად რიგითი სექტანტი ხშირად წლობით ეკლესიურს სჯობს ახალი აღთქმის ცოდნაში, ვგულისხმობ სად რა წერია და ა.შ. რათქმაუნდა სექტანტური ცოდნა, და ციტატებზე ხტუნაობა ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ აქ ისიცაა დასანახი, მათ შესწავლილი აქვთ წმიდა წერილი... ჩვენს წმიდა მამებსაც ასევე გაშინაგანებული ქონდათ წმ. წერილი, ამიტომ ძალიან მისასლამებელია ის თუ ვინმე კანონს მიყვება და კითხულობს წმ. წერილს, ვიცი ხალხი, ვინც ყოველდღე თითო თავს კითხულობს სახარებიდან და თითო თავს სამოციქულოდან...
ეს ძალიან კარგი წესია, მე სამწუხაროდ ვერ ვახერხებ, მაგრამ წესად მაქვს, რომ ხშირად გადავშალო წმ. წერილი და შემთხვევითი ადგილი რაც შემხვდება ის წავიკითხო, და შემდეგ მასზე ვიფიქრო, მამების განმარტებაც მოვიძიო საჭიროების მიხედვით, ჩვენშიც იქნება ბევრი, ვისაც ყოველდღიურად ან კვირაში რამოდენიმეჯერ უწევს შეხება წმ. წერილთან, კითხვებისათვის აქვეა ცალკე თემა და სჯობს იქ დასვათ კითხვები,აქ დაწერეთ რა წაიკითხეთ, რა მოგეწონათ, რა აღმოაჩინეთ... წმ.წერილის მადლი გეწეოდეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
იოანა |
Nov 9 2008, 04:54 PM
პოსტი
#22
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
ყველაზე მეტად ეს მეტკბილება სახარებიდან:
(ლუკა I, 39-49, 56) და აღდგა მარიამ მათ დღეთა შინა და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაჲსა. და შევიდა სახლსა ზაქარიაჲსსა და მოიკითხა ელისაბედ. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაჲ მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაჲ იგი მუცელსა მისსა. და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ. და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ! და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა? რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ჴმაჲ მოკითხვისა შენისაჲ ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაჲ ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაჲ თქუმულთაჲ მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი; რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა; ყო სიმტკიცე მკლავითა თჳსითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა; დაამჴუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა დაბალნი; მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი; შეეწია ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, მოჴსენებად წყალობისა. ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა საუკუნოდ. -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი