მართლმადიდებლობა,როგორც სახელმწიფო რელიგია, გვინდა თუ არა და რატომ? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მართლმადიდებლობა,როგორც სახელმწიფო რელიგია, გვინდა თუ არა და რატომ? |
inaina |
Nov 10 2008, 12:40 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,525 რეგისტრ.: 22-October 08 წევრი № 5,839 |
ამ ბოლო დროს ხშირად ისმის განცხადებები (ოპოზიციის მხრიდან განსაკუთრებით), ქულების დაწერის მიზნით და ხალხის თვალში ნდობის მანდატის ასამაღლებლად თუ გულწრფელი სურვილით ეგ აღარ ვიცი,რომ მართლმადიდებლობა უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო რელიგიად.
მაინტერესებს,ჩვენი ფორუმის აქტიური საზოგადოება რას ფიქრობს ამაზე,რას ნიშნავს თქვენთვის მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება და აქვს თუ არა დადებითი თუ უარყოფითი მხარეები? ველი პასუხებს თუ მსგავსი თემა გახსნილია,მოდერატორს ვთხოვ გააერთიანოს -------------------- 16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
|
ვეშაპო |
Nov 10 2008, 01:55 AM
პოსტი
#2
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
inaina
ეხლა, შენ როგორ ფიქრობ, ამ ორიდან: ციტატა ხალხის თვალში ნდობის მანდატის ასამაღლებლად თუ გულწრფელი სურვილით ეგ აღარ ვიცი რომელი იქნება? ციტატა მაინტერესებს,ჩვენი ფორუმის აქტიური საზოგადოება რას ფიქრობს ამაზე,რას ნიშნავს თქვენთვის მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება და აქვს თუ არა დადებითი თუ უარყოფითი მხარეები? ძალიან ბევრს წარმოუდგენია, რომ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ხალხი ეგრევე ეკლესიებს მიაწყდება და ა.შ. არაფერი მაგის მსგავსი არ არის. მე როგორც ვიცი ეკლესიას რაღაც მატერიალური ვალდებულებებიც კი ეკისრება სახელმწიფოს წინაშე. უბრალოდ, რელიგიური დღესასწაულები გამოცხადდება დასვენების დღეებად და ჯვრისწერის მოწმობას ექნება იურიდიული ძალა. სხვას არაფერს არ წარმოადგენს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება. საბერძნეთშია ეგერ მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგია , მაგრამ მაგაზე გახრწნილი მართლმადიდებლური ქვეყანა "რაზვე ჩტო" რუსეთი მაქვს მარტო ნანახი. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 8th June 2024 - 10:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი