ევთანაზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ევთანაზია |
თათი87 |
Jan 19 2007, 11:28 PM
პოსტი
#1
|
თამარი ჯგუფი: Members პოსტები: 4,290 რეგისტრ.: 13-January 07 მდებარ.: sul axlos წევრი № 852 |
ადამიანს სულს უფალი შთაბერავს... ჩვენი სიცოცხლე უზენაესის საჩუქარია. არავის აქვს უფლება განკარგოს სხვისი სიცოცხლე, განსაზღვროს მისი ხანგრძლივობა! 1997 წლის 11 ნოემბერს სახელმწიფომ მიიღო კანონისიკვდილით დასჯის საბოლოოდ გააუქმების შესახებ. რითაც თავის მხრივ აღიარა სიცოცხლის უფლების უზენაესობა! მაგრამ, როგორც ყოველთვის, აქაც ვაწყდებით სირთულეებს და ერთ-ერთი ასეთია ევთანაზიის პრობლემა. ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და სიტყვასიტყვითი თარგმანის მიხედვით ასე ჟღერს : კეთილი სიკვდილი (!) ("ეუ" - კეთილი და "თანატოს" - სიკვდილი). თვითონ ევთანაზია დასჯადია და ამაში გაურკვეველი არაფერია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა უნდა აირჩიო ან ევთანაზია ან თვითმკვლელობა! წარმოვიდგინოთ ასეთი შემთხვევა : პირი , რომელის იტანჯება თავისი ავადმყოფობით. რომელიც ყოველ დღე ოცნებობს სიკვდილზე... ვისაც ეს ცხოვრება უკვე აღარაფრად უღირს და მხოლოდ ერთ რამეს ნატრობს , ვეღარასოდეს ნახოს მზე ...
და ამ დროს იგი ითხოვს : " მომკალით " და თუ მას არ აუსრულებენ ამ თხოვნას მაშინ თავს მოიკლავს და ამით სამუდამოდ დაღუპავს სულს! სასწორის პინაზე ორი არჩევანია... ან უნდა დაეხმარო სიკვდილში ან უნდა გაწირო იგი სამუდამო ტანჯვისათვის! ეკლესიისთვის თვითმკვლელობაც და მკვლელობაც მიუღებელია. მაგრამ მე მაინტერესებს თქვენი ჰუმანური აზრი და არა მოსაზრებები გამომდირე დოგმებიდან! -------------------- - ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ! დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება, ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება. მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო ფსალმ. 142,8 |
მხევალი ნინო |
Jan 30 2007, 10:50 AM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
კანუდოსელისაც გავიგე და სოლომონისაც მადლოთ. მე ერთ ამბავს მოგიყვებით. სამედიცინო ისნტიტუტში ვსწავლობდი და ხშირი პრაქტიკები გვქონდა რეანიმაციის განყოფილებაში. ერთი ბიჭი იწვა, რომელსაც საძილე არტერიაში მეგობარმა სრულიად შემთხვევით ტყვია მოარტყა. სრულიად უიმედო იყო. მაგრამ მოხდა სასწაული, სწორედ სასწაული სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ტავისი გამოცხადებით და ყველა ნიშნით, რაც სასწაულს ახასიათებს. ბიჭი გადარჩა და ნათლობის სახელიც შეიცვალა დღესი ის გიორგია. ცოლ-შვილიც ჰყავს. კიდევ სხვას გეტყვით, კომატოზურ დგომარეობაში ბიჭი იწვა რეანიმაციაში. კომის დროს კონტაქტი არ არის. როცა ის ამქვეყნად დაბრუნდა, ანუ გადარცა ყვებოდა, რომ ყველაფერი ესმოდა, რასაც მის შესახებ საუბრობდნენ, განსაკუთრებით დედის ფეხის მას ცნობდა დერეფანში და ელოდა მის მოსვლას. თუ ვინმეს შეხება გქონიათ ასეთ ავადმყოფთან, ნახავთ, რომ ექიმები, კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთანაც კი არაფერს არ ამბობენ ცუდს ხმამაღლა მის შესახებ, პირიქით ყოველთვის ხმამაღლა ამბობენ, რომ ის უკეთაა, ყველაფერი კარგად ექნება და აშ.
წარმოპიდგინეთ, ადამიანის მდგომარეობა თუ მას ესმის, რომ მოკლვალს უპირებენ, -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 02:12 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი