ველო-მომლოცველთა საძმო, წმინდა ადგილების მოლოცვა ველოსიპედით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ველო-მომლოცველთა საძმო, წმინდა ადგილების მოლოცვა ველოსიპედით |
Dato-2 |
Nov 7 2008, 01:02 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 7-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,903 |
რა თქმა უნდა ფეხით მოლოცვა ყველაზე მადლიანია, მაგრამ დროის სიმცირის გამო ველოსიპედი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ჩემი აზრით, შრომა-ღვაწლიც არის და სულიერი დატვირთვაც...
ველომომლოცველთა აქტიური სეზონი იწყება მარტში და გრძელდება ნოემბრამდე, თუმცა ჩვენს კლიმატურ პირობებში შესაძლებელია მოგზაურობა მთელი წლის მანძილზე. აქტიურ სეზონამდე დარჩენილი არის 3 თვე, ასე რომ ამ ხნის განმავლობაში შეიძლება ველოსიპედის შეძენაც (ამ პერიოდში 100-200 ლარით იაფია ველოსიპედი ), მარშრუტის დასახვაც და ა.შ. პირველ ეტაპზე მოვილოცავთ თბილისის და ახლო მდებარე ეკლესია-მონასტრებს, შემდეგ ვიფიქრებთ შორეულ მანძილებზეც... თუ იქნება დაინტერესება გაუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებები... |
Dato-2 |
Nov 10 2008, 11:33 AM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 7-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,903 |
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მოლოცვაზე, იგულიცხმება მხოლოდ მ ო ლ ო ც ვ ა , ანუ პიროვნება უნდა იყოს მართლმადიდებელი, ეკლესიური, აღმასარებელი, მლოცველი და უნდა ჰყავდეს მოძღვარი, რათა მისგან აიღოს კურთხევა...
მოლოცვა გულისხმობს კურთხევით წასვლას, გზაში ლოცვას, წმინდა ადგილებზე დაუჯდომელის და სხვა ლოცვების კითხვას, შესაწირის გაღებას და სხვა, რათა ადამიანი გაძლიერდეს რწმენაში და ღვთისგან შემწეობა ჰქონდეს... ვისაც უნდა შეძენა ველოსიპედის შემიძლია კონსულტაცია გაუწიო შერჩევაში და შეძენაში... ველოსიპედი უნდა იყოს მთის, ანუ მაუნტინბაიკი, წინა ამორტიზატორით. შეძენა შეიძლება ველოტრეკზე, ველობაზარზე დიდუბეში და ინტერნეტით. ფასი დაახლოებით 500-600 ლარი, მარტიდან ფასი გაიზრდება. ვინც ფორმაში არ არის, ჩვენ მას დავეხმარებით, მათ შეუძლიათ ივარჯიშონ კვირაში 1-2 ჯერ ჩვენთან ერთად სანაპიროზე ან იპოდრომზე ან სხვა ადგილას, გასვლა ანჩისხატის ეკლესიიდან საღამოობით, ან შაბათ-კვირას. რაც შეეხება გოგონებს, თუ მათ აქვთ დიდი სურვილი სიამოვნებით მივიღებთ და დავეხმარებით კიდეც, მაგრამ მხოლოდ მოძღვრის კურთხევა აიღონ, როგორც ის აკურთხევს ისე მოიქცნენ. თუ პირადად ჩემთან გექნებათ კითხვები შეგიძლიათ შეტყობინება გამომიგზავნოთ, ან ფოსტით შემომეხმიანოთ, ან სკაიპით: david112262 გისურვებთ წარმატებებს! ღმერთი იყოს თქვენი და საქართველოს მფარველი. ამინ! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 07:17 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი