დავლოცოთ ერთმანეთი, პატრიარქის კურთხევა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დავლოცოთ ერთმანეთი, პატრიარქის კურთხევა |
კანონისტი |
Dec 4 2006, 12:09 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ქრისტეს მიერ ძმებო და დებო,
ყველას გვახსოვს ალბათ უწმიდესის კურთხევა, დავლოცოთ ერთმანეთი. ურთიერთლოცვა გარდამოგვივლენს საღვთო მადლს, კიდევ უფრო დაგვაახლოვებს, ხოლო დამლოცავს ასწილად დაუბრუნდება მისი ლოცვა. გუშინდელმა დღემ დააჩქარა ჩემში ამ იდეის თქვენთვის შემოთავაზება. მოდით ამ თემაში დავლოცოთ ერთმანეთი, როგორც ერთობლივად, ისე პირადად, ვუსურვოთ სიკეთენი და წყალობა ღვთისა. განსაკუთრებით გთხოვთ შეძლებისდაგვარად შევზღუდოთ ოფტოპიკები მაშ, ასე პირველ მაგალითს მე მოგცემთ და დავლოცავ ფორუმის ყველა წევრს და ადმინისტრატორ გიორგის ჰოი, ყოვლადწმიდაო სამებაო, უფალო უფლებათაო, შემოქმედო ცათა და ქუეყანისაო, მამაო ძეო და წმიდაო სულო, მოვიკრებ ყოველსა აზრსა და გონებასა ჩემსა, ლმობიერად შეგივრდები შენ ჭეშმარიტსა ერთსა უფალსა, ჩვენთა წინაპარათა ღმერთსა და გევედრები, მარადჟამს დაიფარე, დალოცე და აკურთხე წ ე ვ რ ნ ი ა მ ი ს ა ფ ო რ უ მ ი ს ა ნ ი, თანამავალ ექმენ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა, მოგვმადლე სული ლმობიერი, გული კეთილი, ურთიერთსიყვარული და ურთიერთპატივისცემა, იყავნ ჩვენ შორის უფალო, სიტყვისაებრ შენისა, ვითარმედ "სადა ორი გინა სამი შეკრბეს სახელითა ჩემითა, მე მუნვე ვარ", გარდამოგვივლინე მადლი სულისა წმიდისა შენისა, რათა მისითა მეოხებითა განცხოველებულნი და განბრძნობილი უკუნისამდე აღვიარებდეთ პატიოსანსა და დიდად შუენიერსა სახელსა შენსა, მოგვეც უფალო ერთობა და ღირს გვყავ, რათა ოდეს ინებო განსლვაი ჩუენი ამიერ სოფლითგან, ესე ერთობით განგადიდოთ შენ, შემოქმედი ჩვენი საყოფელსა ყოვლადწმიდასა და სასურველსა შენსა საშუებელთა შინა სამოთხისათა, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთათა. ამინ! ჰოი, წმიდაო ძლევაშემოსილო გიორგი, უფლისა მიერ ქუეყანისა ჩუენისა მფარველად დადგინებულო, მე უღირსი და უხმარო მონაი ღმრთისა, ვითარცა შვილი შენ მიერ საკვირველად დაცულისა ქართუელთა ერისა, გევედრები რათა მფარველ ექმნა მოსახელესა შენსა გ ი ო რ გ ი ს, დამილოცე იგი ვითარცა ძმაი ჩემი, დაიცევ იგი ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, აკურთხე ყოველნი საქმენი მისნი, დაულოცე მოყვარულნი და უმრავლე იგინი, მტერნი მოკეთედ უქციე, ჩემ მიერ აღვლენილი ყოველნი სიტყუანი ლოცვათა ჩემთანი, დაღაცათუ გაფანტულითა გონებითა, გარნა გულითა ჩემითა აღმოთქმულნი, შესწირე უფალსა გიორგისათვის, რათა შენ თანა ადიდებდეს შენ მიერ ბარბაროზთა წინაშე უშიშრად აღსარებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ! -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
.ნინო |
Jan 30 2007, 11:53 AM
პოსტი
#2
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
ციტატა ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ყველა ჩვენი თანამემამულე, სიკეთე უმრავლოს, ჭირი აშოროს, ძალა მისცეს განსაცდელის დათმენისა, ბოროტზე გამარჯვებისა, ღვთის დიდებისა, მადლი მოსცეს ურთიერთსიყვარულისა, მიტევებისა, შენდობისა, უნარი ლხინში სიხარულისა, ჭირში ურვისა, კეთილი საქმის კეთებისა და უფლის სასოებისა, ვაჟებს მიმადლოს სარწმუნოება წმინდა გიორგისა, შორსმჭვრეტელობა დიდი დავითისა, მამულის სიყვარული ილია მართლისა, გამბედაობა თორნიკე ერისთავისა და ღვაწლი გრიგოლ ხანძთელისა, გოგონებს უბოძოს უმანკოება წმინდა ნინოსი, მშვენიერება ქალწულ ბარბარესი, სიბრძნე თამარისა და სიმტკიცე ქეთევან დედოფლისა უფალო, იყავნ! იყავნ! დავით გაიხარე, რასაც ჩვენ შენი დალოცვების კითხვით სითბოს და სიხარულს ვიღებთ ერთი ასად დაგიბრუნოს უფალმა იხარეთ ორსავ სოფელსა შინა -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი