იმაზე,რაშიც ვერ ვთანხმდებით!, გულღიად... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
იმაზე,რაშიც ვერ ვთანხმდებით!, გულღიად... |
KAIROS |
Jan 30 2007, 01:01 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
აქ ბევრი თოფიქია გახსნილი, სადაც ხალხი ერთმანეთს ეფერება, ერთმანეთს პატიობს, რაც მე ძალიან მომწონს, მაგრამ ვფიქრობ ასეთი თოფიქი გვიჭრდება, ანუ ის, რაშიც ერთმანეთს არ ვეთანხმებით. არ მოგვწონს, ანუ რაც გვინდა გამოსწორდეს... ხანდახან ჩემი, ან კანუდოსელის, ან რომელიმე სხვის აზრი იწვევს გაურკვევლობებს, არ გვეთანხმებიან, ადრე რაღაც აგრესიაც შევნიშნე, ამიტომ შემოდით აქ, დაწერეთ რას ვერ გებულობთ, რა არ მოგწონთ, იქნებ ( მეც ადამიანი ვარ და ყველა ცოდვილები ვართ ) რაღაც შეგვეშალა, ჰოდა დაგვიწერეთ, იქნებ რა ვიგულისხმე? აბა ვამხილოთ ერთმანეთი და ვიყოთ გულღიანი და სიყვარულით, სიმშვიდით სავსენი, ასე უფრო შევიცნობთ ჭეშმარიტებას! იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Jan 30 2007, 03:18 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ასე არ სჯობია?
ხედავთ რამდენი გვქონია თურმე უთქმელი და სათქმელი? დიალოგი ყველგან აუცილებელია, მცდელობა მაინც! თემა საჭიროა, ჩემო ლეონტი, და ახლა წაოფთოფიქობაც შეიძლება, არ არის ეს პატროლოგიის ან დოგმატიკის თემა, ამიტომ საუბარს ნუ აავკრძალავთ, დამიჯერე ხანდახან უბრალო საუბარში და იმ "ოფთოფიქსაც" ძალიან დადებითი შედეგები მოაქვს, ვიყოთ ახალ თემებში თავისუფლები, ასე სჯობია, ხანდახან გავიცინოთ კიდეც, წავისაუბროთ, მთავარია არ იყოს შეურაცხყოფა, დანარჩენი მოსულა, და ფორუმის ეს განყოფილებაც ამას ემსახურება, შევთანხმდით? ციტატა არასდროს მონაწილეობას არ ღებულობ ასეთ თემებში აი ნათელი მაგალითი, თუ რატომაა ეს თემაც საჭირო, თურმე რადგანაც იქ არ ვწერ, რომ მიყვარხართ და მიგეჩვიეთ, ასე არ არის არადა... არადა, რომ იცოდეთ, ახლაც ამ წუთშიც წამები მაქვს გათვლილი, უნდა გავიქცე, უამრავი საქმე მაქვს, მაგრამ ჩემი დროის დიდ ნაწილს თქვენ გითმობთ, მარიამმა რომ დაწერა ვიღაცას გაუჭირდაო, ძალიან შევწუხდი და ლოცვაშიც მოვიხსენეთ, მნათე, კატო, ლილიანა, გლახა, დათიკო... და სხვები, ეს ადამიანები არასოდეს მინახავს და ძალიან მიყვარან, და იმედია გავიცნობ კიდეც,ამიტომ იქ დაწერა-არ დაწერით ვერ შეაფასებ შიგა გრძნობებს ... აი ხომ დავწერე? იმედია აწი ასე აღარ იფიქრებ ჩემზე ციტატა ზოგადად მოვერიდოთ კატეგორიულ აზროვნებას და მთლად ნუ ვენდობით საკუთარ თავს აი, სოლომონიც სწორს ამბობს, ამიტომაა დიალოგი საჭირო, როცა რაიმეს ვიტყვით, უნდა დავამტკიცოთ კიდეც მამებიდან, ან უნდა ვთქვათ, რომ ჩემი აზრია და შეიძლება ვცდებოდე, მე ამ წესს ვცდილობ ყოველთვის მივდიო... ეს აზრთა გაცვლაში დიდად წაგვადგება... მოკლედ, შეიძლება იყოს კამათი, მაგრამ მთავარია არ იყოს შეურაცხყოფა! აი რატომაა საჭირო კამათი, საღი ოღონდ და დადასტურებული, ნახეთ როგორ ხსნის ნინო ( მხევალი ) ციტატა თქვენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. შეიზლება თქვენი აზრის მერე მე შევიცვალო აზრი, ან პირიქით უფრო დავრწმუნდე, რომ მართალი ვარ აი კიდევ ერთი პრობლემა: ციტატა უფრო სწორედ ამბობთ ხშირად, რომ გვამხელთ ამაზე უკვე გაგცა პასუხი კანუდოსელმა,ჩემო იოანა, მაჩვენე თუნდაც ერთი ადგილი სადაც ვწერ, რომ "გამხელთ", არ არის ესეთი ... უბრალოდ, ციტატა აი ესა და ეს ქმედება არაა მართლმადიდებლური-მე არასოდეს არ ვამბობ: ესა და ეს ადამანი მოიქცა არამართლმადიდებლურად მეც ასე ვფიქრობ!კაი ახლა გლახა ციტატა უნდა ვთქვა კაიროსზე... რაღაც იდუმალებასთან გვაქვს საქმე.. კაიროს...გვითხარი შენზე ცოტა მეტი რა მაპატიე ეს "იდუმალება", დამიჯერე არანაერი "ბნელი და ჩუმ-ჩუმა" იდეები არ მამოძრავებს, უბრალოდ ასეა საჭირო, რიგი მიზეზების გამო, და რა ვქნა ახლა წავიდე ფორუმიდან იმისათვის, რომ სახელი და გვარი არ იცი ჩემი? მე ვარ მართლმადიდებელი, ქართველი და მიყვარს სიყვარული, მწამს რწმენა და ვიმედოვნებ იმედით ... მინდა რომ ჩვენს რწმენას ცოდნაც შევმატოთ, სულ ესაა, დავიჯერო არ კმარა? ციტატა ამბობენ მუტაცია განიცადაო გენეტიკური ანომალიაა შენა., გენა ხვრელებს მიხედე სჯობია ციტატა ეგებ კაიროსი უფლისგან მოვლენილი ადამიანია ყველა ასე არ ვართ? ციტატა და გვამოწმებს ოოოო, ღმერთმა დამიფაროს, არავის არ ვამოწმებ, ვინაა ჩემი შესამოწმებელი, უბრალოდ რწმენაზე ვსაუბრობთ და ეგაა სულ ... იმედია, პირველი დავალება თემამ შეასრულა, დიალოგის დაწყება უკვე დიალოგია მეგობრებო! იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2024 - 03:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი