![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
დამლოცეთ მამაო!
ერთერთმა გვერდითა თემამ, რომელიც "ბედისწერას" ეხება, გამიჩინა შეკითხვა. ეს შეკითხვა ხშირად მომსვლია თავში, მაგრამ ჩემს მოძღვართან არასოდეს გამირკვევია. ალბათ იმიტომ, რომ არ გამხსენებია მასთან ურთიერთობისას. თქვენ შეგეკითხებით. მამაო, ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და მან თავისი ქმედებით თითონ უნდა მოიპოვოს სასუფეველის და ცხონების შანსი. ხოლო, უფალმა ამ პიროვნების საბოლოო დანიშნულება უკვე იცის. ანუ, იცის უკვე ეს ადამიანი ამ შანსს მოიპოვებს, თუ არა. რა აზრი აქვს მაშინ ადამიანისთვის თავისუფალი ნების მინიჭებას, თუკი უფალმა უკვე უწყის, თუ სად გამწესდება მისი სული? უფალმა ისიც უწყის, თუ რა ცხოვრებით იცხოვრებს ეს ადამიანი. იცის ავაზაკი იქნება, მეძავი, თუ პატიოსანი და შრომისმოყვარე. ისიც იცის, რომ ავაზაკი თუა და შემდგომ გამოსწორდება, ან პატიოსანია და შემდგომ გაავაზაკდება. მან ყველაფერი წინდაწინ იცის. იცის, რამდენი ბოროტება მოხდება, რამდენი მკვლელობა, რამდენი წამება, რამდენი ავკაცობა და ა.შ. ისიც იცის, ვინ ვის მოაკვდინებს. ხანდისხან რომ ვფიქრობ ხოლმე, მსოფლიოს არსებობის უაზრობამდე მივდივარ. ანუ, აზრი არ აქვს მის არსებობას, უკეთუ ღმერთისთვის ყველაფერი წინასწარ ცნობილია უკვე. მგონი მაინც ვერ გამოვთქვი ჩემი აზრი და იმედი მაქვს მიმიხვდებით, რას ვგულისხმობ. ![]() -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
![]() ![]() |
leluka |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ♥-ლელუკა-♥ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 ![]() |
ციტატა ღმერთს დააბრალეს ყველაფერი რა სისულელეა... ამას არ ვამბობ, უბრალოდ შენ ისე იფიქრე გააკეთე რაღაც, თუნდაც ბავშვი გყავს, არ დაგიჯერა... გაიმეტებ სამუდამო ტანჯვისთვის, და აი არ დამიჯერე და მთელი ცხოვრება ასე და ასე იქნები. დამემორჩილები მიიღებ ჯილდოს. თავისუფალი ნება გაქვს, უნდა აირჩიო ჩემი "კარგად" რომ იყო. ცუდს თუ აირჩევ სამუდამო სატანჯველი გელის.. ნუ რა თქმა უნდა "კარგისკენ" გიწევს გული, ძნელია მარა უნდა ეცადო. კი მარა რისთვის ეს ყველაფერი ? პ.ს თუ არის შესაძლებელი ეს თემა სასაუბროშიც გაიხსნას ბოდიშს ვიხდი გაოფებისთვის. -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
Маиа |
![]() ![]()
პოსტი
#3
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 ![]() |
რა სისულელეა... ამას არ ვამბობ, უბრალოდ შენ ისე იფიქრე გააკეთე რაღაც, თუნდაც ბავშვი გყავს, არ დაგიჯერა... გაიმეტებ სამუდამო ტანჯვისთვის, და აი არ დამიჯერე და მთელი ცხოვრება ასე და ასე იქნები. დამემორჩილები მიიღებ ჯილდოს. თავისუფალი ნება გაქვს, უნდა აირჩიო ჩემი "კარგად" რომ იყო. ცუდს თუ აირჩევ სამუდამო სატანჯველი გელის.. ნუ რა თქმა უნდა "კარგისკენ" გიწევს გული, ძნელია მარა უნდა ეცადო. კი მარა რისთვის ეს ყველაფერი ? პ.ს თუ არის შესაძლებელი ეს თემა სასაუბროშიც გაიხსნას ბოდიშს ვიხდი გაოფებისთვის. ღმერთი თავისი სიყვარულით აკეთებს ყველაფერს... როცა ადამმა და ევამ ღვთის ნება დაარღვიეს მათში ვნებები "შემოვიდნენ", დაინახეს თავისი სიტიტვლე, შერცხვათ ღმერთის და დაიმალნენ... მის შემდეგ სამოთხეში ისინი ვერ გაჩერდებოდნენ და ღმერთმა თავისი სიყვარულით გაუშვა ისინი სამოთხიდან... ნებით არ ინებეთ და აწი იშრომეთ მოპოვებისთვისო ) როცა შენ შენს შვილს ყველა ფუფუნებას მიცემ, კარგს ასწავლი არ დაგიჯერებს და ყველა შენს მოცემულს გაფლანგავს და ცუდად მოიხმარს, არ ეტყვი იშრომე შენით და იქნებ ის მაინც დააფასოო? იმიტომ კი არა რომ ის არ გიყვარს არამედ პირიქით რომგიყვარს იმიტომ... სამუდამო სატანჯველსაც ადამინი თვითონ თავისი ნებით ირჩევს (შენმა შვილმა რომ გითხრას (ღმერთმა დაგიფაროს და) არ მინდა შენთანო რას უზამ, მიუხედავად იმისა რომ შენ Bევრჯერ დაუძახე მას, დაჯე ეწამე მისთვის, მას მაინც არ უნდევხარ) თემის შესახებ კი თქვენ დაწერილზე უკეთესს რას დავწერ ![]() ![]() -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 14th August 2025 - 03:57 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი