სიყვარული - ნიჭი თუ ემოცია? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიყვარული - ნიჭი თუ ემოცია? |
მნათე |
Nov 2 2008, 11:48 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ყველასთვის ცნობილია, რომ ქრისტიანული თეოლოგია სიყვარულს სულიწმიდის ნიჭად განიხილავს, რწმენასთან და სასოებასთან ერთად... მაშასადამე ის არ არის ადამიანის პიროვნული თვისება, უფრო სწორედ ის არ წარმოადგენს მთლიანად ადამიანური ბიოლოგიის ნაყოფს და პიროვნებაში მის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა სულიწმიდის მოქმედება ცხადია მისივე ნებასთან ერთად, რომელიც გარკვეული მზაობის შემდეგ მიეცემა ადამიანს... მიემადლება, ეჩუქება და რაც გინდათ ის დაარქვით, მერე მეტყვით კათოლიკურ ტერმინებს იყენებო
მაგრამ იმავდროულად სიყვარულის გრძნობა არსებობს ყოველ ადამიანში, როგორც გრძნობა, როგორც ემოცია და როგორც ქიმიური ნივთიერება... რა ძირითადი განმასხვავებელი თავისებურებები, ნიშან-თვისებები და არსობრიობა ახლავს სულიწმიდისეულ სიყვარულსა და სიყვარულს, რომელიც ბუნებით გრძნობად დაგვყვა? ჩემს აზრს შემდეგ შემოგთავაზებთ... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
lingvo |
Nov 12 2008, 02:01 PM
პოსტი
#2
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
სიყვარული თავად ღმერთია და რამდენადაც ვართ ღმერთთან ახლოს მით უფრო ვართ აღვსილნი სიყვარულით. ორი უმთავრესი მცნება ხომ სიყვარულს ეხება? ჩემი აზრით ღვთიური სიყვარულის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი თავგანწირვაა. რაც შეეხება სიყვარულს-გრძნობას, ამას ალბათ ადამიანი სამშვინველის დონეზე გრძნობს და არა სულიერზე. მისი გმაოხატულება შეიძლება იყოს რომანტიზმი, პოეზია, მუსიკა და სხვა ხელოვნებები. ყველაფერი ის რაც გრძნობებზეა დამყარებული. საინტერესო თემაა...
-------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2024 - 01:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი