IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ტელეკომპანია "ივერია", სტატია
ნიანია
პოსტი Nov 11 2008, 11:25 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



დღეს ჩვენს საიტზე იდება სტატია სადაც ბ-ნი გიორგი ანდრიაძე საუბრობს საპატრიარქოს არხის დახურვის მცდელობაზე. გთავაზობთ ამ სტატიას


[b]ტელეკომპანია „ივერიას“ დახურვა ემუქრება



ტელეკომპანია „ივერიის“ ხელმძღვანელი, გიორგი ანდრიაძე ხელისუფლებას საკონსტიტუციო შეთანხმების მუხლების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს. ცალკე სიხშირის გამოყოფას ტელეკომპანია უკვე დიდი ხანია ითხოვს, თუმცა ხელისუფლების მხრიდან ეს უყურადღებოდ რჩება.

ქართული ტელეკომპანია „ივერიის“ ხელმძღვანელი, გიორგი ანდრიაძე საპატრიარქოს არხისთვის სიხშირის გამოყოფას ითხოვს. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ ამ არხს საბოლოოდ წაართვა მაუწყებლობის გაგრძელების შესაძლებლობა. გიორგი ანდრიაძის თქმით, ის უკვე დიდი ხანია ელოდებოდა მეორე არხის სიხშირის გადაცემას ტელეკომპანია „ივერიისთვის“. თუმცა ეს თხოვნა ხელისუფლებამ უყურადღებოდ დატოვა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობით, მეორე არხი პოლიტიკურ არხად გადაკეთდება. ამ განცხადების შემდეგ „ივერიის“ დახურვის საკითხი იმდენად აქტუალური გახდა, რამდენადაც იმ გადასახადების გადახდა, რომელიც მას დღეს უწევს და რომელსაც ვეღარ მოახერხებს, ვინაიდან მას ამის ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნია.

„დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველოს ხელისუფლებამ საბოლოოდ მოგვიჭრა შესაძლებლობა, განვაგრძოთ მაუწყებლობა. შედეგად, საპატრიარქოს პატრონაჟით დაფუძნებული ქართული ტელემაუწყებლობა „ივერია“ იძულებული გახდება, მაუწყებლობა შეწყვიტოს, ვინაიდან ჩვენ არ გაგვაჩია ფინანსური შესაძლებლობა, არსებული გადასახადების პირობებში, განვაგრძოთ ფუნქციონირება.

ხელისუფლებისა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „გენერალიტეტის“ ერთობლივი ქმედება გვაფიქრებინებს, რომ იმ დროს, როდესაც საზოგადოება დაჟინებით მოითხოვს საპატრიარქოს ტელევიზიისთვის საზოგადოებრივი ტელევიზიის მეორე არხის, ან სიხშირის გადმოცემას, მეორე არხის პოლიტიკურ არხად გადაკეთება საპატრიარქოს ტელევიზიის წინააღმდეგ გამიზნულად გადადგმული ნაბიჯია“, – აცხადებს გიორგი ანდრიაძე.

გიორგი ანდრიაძის თქმით, ამ მიზნისთვის ხელისუფლებას მის მიერ კონტროლირებადი სხვა არხების გამოყოფა შეეძლო. სიხშირის გამოყოფაზე ტელეკომპანია სიხშირეთა გადანაწილების კომისიას ჯერ კიდევ 22 მაისს მიმართა.

„გვითხრეს, რომ სიხშირეების გაცემა ყველასათვის შეჩერებულია. შემდეგ გამონაკლისის სახით ამის განხილვა ტელეკომპანია „მაესტროსათვის“ დაუშვეს. ჩვენც იგივე მოთხოვნით მივმართეთ. მანამდე ეს თხოვნა ნინო ბურჯანაძის თავმჯდომარეობისას პარლამენტს მივაწოდეთ. ხელი 60-მდე დეპუტატმა მოაწერა. თუმცა, საბოლოოდ ეს საკითხი აბსოლუტურად უყურადღებოდ დატოვეს, როგორც ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ. როგორც ჩანს, ეს არც ერთის ინტერესების სფეროში შედიოდა“.

გიორგი ანდრიაძე ამბობს, რომ ტელეკომპანიის ეს მოთხოვნა კანონიერია. ხოლო მსგავსი ქმედებებით ხელისუფლება სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებულ შეთანხმებას არღვევს. ეს შეთანხმება ითვალისწინებს ხელისუფლების თანადგომას ყველა იმ საკითხში, რომელიც ეკლესიის ინტერესების სფეროში შედის.

კონსტიტუციური შეთანხმების „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის“ პირველ მუხლში წერია, „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ... სახელმწიფო და ეკლესია უფლებამოსილნი არიან დადონ შეთანხმებები ერთობლივი ინტერესების სხვადასხვა სფეროში, რომელთა განხორციელების მიზნითაც მხარეთა მიერ მიიღება შესაბამისი აქტები.“

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ნესტან ლონდარიძის თქმით, კონსტიტუციური შეთანხმებით, სახელმწიფო და ეკლესია ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით თანამშრომლობაზე თანხმდებიან. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ იკისრა ვალდებულება ხელი შეუწყოს მართლმადიდებლური ეკლესიის განვითარებას. ხოლო ის, რომ სახელმწიფო არ აძლებვს საპატრიარქოს საკუთარი სიხშირის მფლობელობის შესაძლებლობას, სწორედ ამ კონსტიტუციური შეთანხმების შეზღუდვას ან უგულებელჰყოფას ნიშნავს.“

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განგვიმარტეს, რომ ახალი სიხშირეების გამოყოფა შეჩერებულია იმიტომ, რომ ამჟამად პრიორიტეტების განსაზღვრა მიმდინარეობს. ლიცენზიების გაცემის შეფერხება საზოგადოებრივი ინტერესების გამოკვლევის ჩატარების აუცილებლობამ გამოიწვია. ეს გამოკვლევა „მაუწყებლის შესახებ“ კანონიდან გამომდინარე, ორ წელიწადში ერთხელ უნდა ტარდებოდეს. ბოლოს ასეთი გამოკვლევა 2004 წელს ჩატარდა. ამის შემდეგ კანონის ეს პუნქტი არავის გახსენებია. გაახსენდათ სწორედ იმ დროს, როდესაც გარკვეულ მედია სუბიექტებს ლიცენზიის აღება ან მოდიფიცირება დასჭირდათ.

ამ ეტაპზე მარეგულირებელში არ იციან, როდის დასრულდება ეს კვლევა და ტელეარხებს ლიცენზიის მიღება როდის შეეძლებათ. სხვათაშორის, კვლევა პრიორიტეტების გამოკვეთას ემსახურება. ასე რომ, სრულიად შესაძლებელია, რომ აღმოჩნდეს, საზოგადოებას ისეთი გადაცემები აინტერესებს, რომლებიც „ივერიის“ ეთერით არ გადის.












--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
xornabujeli
პოსტი Nov 12 2008, 04:25 PM
პოსტი #2


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



smile.gif სამწუხაროა, რომ ისეთ ტელევიზიას როგორიც ივერიაა,სიხშირის გამოყოფაზე უარს ეუბნებიან,თუმცა ამ უღმერთო ხელისუფულთაგან და თვით ოპოზიციისაგანაც კი მეტს არ უნდა ელოდოს კაცი,ისევ ჩვენ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა ვიაქტიუროთ და რაც შეიძლება ბევრი ხელმოწერები შევუგროვოთ ტელეკომპანია ივერიას,რათა გათვალისწინებულ იქნას საზოგადოების ინტერესები.
აბა ვიაქტიუროთ!


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th June 2024 - 10:14 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი