სიყვარული - ნიჭი თუ ემოცია? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სიყვარული - ნიჭი თუ ემოცია? |
მნათე |
Nov 2 2008, 11:48 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ყველასთვის ცნობილია, რომ ქრისტიანული თეოლოგია სიყვარულს სულიწმიდის ნიჭად განიხილავს, რწმენასთან და სასოებასთან ერთად... მაშასადამე ის არ არის ადამიანის პიროვნული თვისება, უფრო სწორედ ის არ წარმოადგენს მთლიანად ადამიანური ბიოლოგიის ნაყოფს და პიროვნებაში მის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა სულიწმიდის მოქმედება ცხადია მისივე ნებასთან ერთად, რომელიც გარკვეული მზაობის შემდეგ მიეცემა ადამიანს... მიემადლება, ეჩუქება და რაც გინდათ ის დაარქვით, მერე მეტყვით კათოლიკურ ტერმინებს იყენებო
მაგრამ იმავდროულად სიყვარულის გრძნობა არსებობს ყოველ ადამიანში, როგორც გრძნობა, როგორც ემოცია და როგორც ქიმიური ნივთიერება... რა ძირითადი განმასხვავებელი თავისებურებები, ნიშან-თვისებები და არსობრიობა ახლავს სულიწმიდისეულ სიყვარულსა და სიყვარულს, რომელიც ბუნებით გრძნობად დაგვყვა? ჩემს აზრს შემდეგ შემოგთავაზებთ... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
თერალ ი |
Nov 12 2008, 06:00 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 273 რეგისტრ.: 26-July 08 წევრი № 5,402 |
სიყვარული ?!?
საკუთარი გულის-სულის-გრძნობის-სიმართლის გააზრების და სხვისთვის დანახვება-მოფრთხილების ბეწვის ხიდია "გზას ვამბობთ, თორემ რა გზაა ?!? "აზრები და ციტატები თერალური ენციკლოპპპპეტტტტტიიიდან" .......................................... "სიყვარული მეტია ვიდრე სიტყვა : - ზრუნვა, უსიყვარულოდ უშედეგოა. - პასუხისმგებლობა, უსიყვარულოდ სიფრთხილეა. - სამართლიანობა, უსიყვარულოდ გულქვობაა. - სიჭკვიანე, უსიყვარულოდ ეშმაკობა. - მეგობრობა, უსიყვარულოდ მლიქვნელობაა. - წესრიგი, უსიყვარულოდ მეწვრილმანეობაა. - პატივი, უსიყვარულოდ ქედმაღლობაა. - ქონება, უსიყვარულოდ სიხარბეა. - რელიგია, უსიყვარულოდ ფანატიზმია. სიყვარული იზრდება რწმენით." ეს უკვე ციტაატა სიბრძნის სკივრიდან |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th May 2024 - 01:26 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი