ქართული ნაციონალური ცეკვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ნაციონალური ცეკვა |
ბექა |
Jan 29 2007, 01:31 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
ვისაუბროთ დღევანდელ ქართულ ნაციონალურ ცეკვაზე და სახელმწიფო ანსაბლებზე და თუ ვინსმე გვაქვს გამოცდილება ცეკვის.
|
ბექა |
Jan 30 2007, 04:58 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
იპოსტება შეხვეწილის მაგივრად
ცეკვა სხეულის ენაა. ცეკვაში განცხადებულია ის, რასაც ესა თუ ის ერი ატარებს როგორც ღირებულებათა ერთობლიობას. ხელის თითოეული მოძრაობა, ფეხის თითოეული გასმა წარმოქმნის უხილავ ენერგიებს, რომელიც აღმოსავლურ ტაი-ჩიში იწოდება შინაგან და გარეგან ენერგიებად. მასვე იყენებდნენ ევროპის ჯადოქრები წარმართულ ეპოქაში. ეს კარგად იცოდნენ წმინდა მამებმა და ამიტომაა, რომ მონაზონს ეკრძალება ცეკვა. უფრო მეტიც მონაზონი არ უნდა აჰყვეს ცეკვის რიტმსაც კი თუნდაც გულში, რამეთუ ესაა საკუთარ სხეულზე უფლობის შესუსტება. ადამიანი, რომელიც რიტმს იოლად აჰყვება, ნაკლები ნებისყოფის მქონეა ვიდრე ის, ვინც მას არ აჰყვება მანამ, სანამ არ მოინდომებს. შესაბამისად თანამედროვე დისკოთეკები არის სხეულისა და ვნებების გამარჯვების არეალი სულსა და სულიერ მისწრაფებაზე. ქართული ცეკვა კი გამორჩეულია მსოფლიოს ხალხთა ცეკვებს შორის. მასზე ბევრი შეიძლება დაიწეროს და ითქვას, მაგრამ უკვე ლამაზად ითქვა გრიგოლ რობაქიძემ სხვა ასე ვერ იცეკვებს! რასსა არ ეყოფა! ამ სიტყვებში უდიდესი ჭეშმარიტებაა, რამეთუ ყოველი ადამიანი საკუთარი ვიბრაციის მატარებელია კოსმოსში, ყოველი არსება (თუნდაც ქვა, მოძრაობს) და სწორედ ამ მოძრაობაზე წერდა ილია - მოძრაობა, და მარტო მოძრაობაა, ჩემო თერგო ქვეყნის ღონისა და ძალის მიმცემი. სიმბოლურია, რომ სიტყვა ღონე (ღვინოსთან საკრალურ კავშირში) არის სინონიმი სიტყვისა - ძალა, იგივე ,,ძარა'' ანუ მოძრაობა. ყოველი მოძრაობა (ე.წ. ვიბრაცია) ახასიათებს ერსაც, როგორც ფსიკო-მენტალურ ერთობას. და შესაბამისად, ის ცეკვა, რაც ქართველ ერს აქვს, სწორედ ქართველის მიერ თუ შესრულდება ქართულად და ნებისმიერი არაქართული გენეტიკის მქონე, ამ მოძრაობას ვერ შეასრულებს. მაგალითად ზანგი, იაპონელი... შესრულება იქნება მექანიკური... ამიტომ ჩვენი ვალია, შევინახოთ ქართული ცეკვები ისეთი (უფრო სწორად მაქსიმალურად ისეთი) როგორიც წინაპრებმა შემოგვინახეს. სუხიშვილებს რაც შეეხება, კარგია რასაც აკეთებენ, მაგრამ რუსთავი გაცილებით ინახავს მემკვიდრეობას ვიდრე ისინი. ამასთან სუხიშვილებმა ცეკვაში ქალისა და კაცის როლები გაათანაბრეს, თუმცა ალბათ ეს ეპოქამ მოიტანა. და კიდევ, ის, რასაც სცენაზე ცეკვავენ, მაინც შორსაა ჭეშმარიტი ცეკვისაგან, რამეთუ ცეკვა წრიულია და არა ცალ მხარეზე (დარბაზზე) გათვლილი თავისი წარმოშობითა და ბუნებით... ამასთან არ მომწონს, რომ ილეთებს უკვე დიდი ხანია არ ,,სვამენ'' და ისინი მხოლოდ მოცეკვავის პროფესიონალიზმისა და მაყურებლის არაპროფესიონალური თვალის გამო ჩანს ,,ჩასმულად'' თუმცა ესეც ,,დარბაზმა'' მოიტანა, რადგან ცეკვა იქცა სანახაობად და დაშორდა ცხოვრების წესს, როდესაც იგი სახალხო დღესასწაულებისა და სამეფო ნადიმების განუყოველი ნაწილი იყო და საკმაოდ დიდი შესვენებებით მიმდინარეობდა. დღეს რომ 2-საათიან საკონცერტო შუალედში მოცეკვავემ ყველა ილეთი ,,ჩასვას'' 30 წუთში უსულოდ დაეცემა ძირს. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 12:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი