![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
დამლოცეთ მამაო!
ერთერთმა გვერდითა თემამ, რომელიც "ბედისწერას" ეხება, გამიჩინა შეკითხვა. ეს შეკითხვა ხშირად მომსვლია თავში, მაგრამ ჩემს მოძღვართან არასოდეს გამირკვევია. ალბათ იმიტომ, რომ არ გამხსენებია მასთან ურთიერთობისას. თქვენ შეგეკითხებით. მამაო, ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და მან თავისი ქმედებით თითონ უნდა მოიპოვოს სასუფეველის და ცხონების შანსი. ხოლო, უფალმა ამ პიროვნების საბოლოო დანიშნულება უკვე იცის. ანუ, იცის უკვე ეს ადამიანი ამ შანსს მოიპოვებს, თუ არა. რა აზრი აქვს მაშინ ადამიანისთვის თავისუფალი ნების მინიჭებას, თუკი უფალმა უკვე უწყის, თუ სად გამწესდება მისი სული? უფალმა ისიც უწყის, თუ რა ცხოვრებით იცხოვრებს ეს ადამიანი. იცის ავაზაკი იქნება, მეძავი, თუ პატიოსანი და შრომისმოყვარე. ისიც იცის, რომ ავაზაკი თუა და შემდგომ გამოსწორდება, ან პატიოსანია და შემდგომ გაავაზაკდება. მან ყველაფერი წინდაწინ იცის. იცის, რამდენი ბოროტება მოხდება, რამდენი მკვლელობა, რამდენი წამება, რამდენი ავკაცობა და ა.შ. ისიც იცის, ვინ ვის მოაკვდინებს. ხანდისხან რომ ვფიქრობ ხოლმე, მსოფლიოს არსებობის უაზრობამდე მივდივარ. ანუ, აზრი არ აქვს მის არსებობას, უკეთუ ღმერთისთვის ყველაფერი წინასწარ ცნობილია უკვე. მგონი მაინც ვერ გამოვთქვი ჩემი აზრი და იმედი მაქვს მიმიხვდებით, რას ვგულისხმობ. ![]() -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
მნათე
ციტატა ამ კითხვაზე პასუხისას ეკლესია ყოველთვის ჩიხში შედიოდა რას ნიშნავს ეს სიტყვები ლევან? რატომ შედიოდა ჩიხში ეკლესია? ვეშაპო ციტატა მაიტა აბა. მიმითითე ზუსტი ადგილი. მართლა მაინტერესებს. http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/44.htm ციტატა მამაო, ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და მან თავისი ქმედებით თითონ უნდა მოიპოვოს სასუფეველის და ცხონების შანსი. ხოლო, უფალმა ამ პიროვნების საბოლოო დანიშნულება უკვე იცის. ანუ, იცის უკვე ეს ადამიანი ამ შანსს მოიპოვებს, თუ არა. რა აზრი აქვს მაშინ ადამიანისთვის თავისუფალი ნების მინიჭებას, თუკი უფალმა უკვე უწყის, თუ სად გამწესდება მისი სული? უფალმა ისიც უწყის, თუ რა ცხოვრებით იცხოვრებს ეს ადამიანი. იცის ავაზაკი იქნება, მეძავი, თუ პატიოსანი და შრომისმოყვარე. ისიც იცის, რომ ავაზაკი თუა და შემდგომ გამოსწორდება, ან პატიოსანია და შემდგომ გაავაზაკდება. მან ყველაფერი წინდაწინ იცის. იცის, რამდენი ბოროტება მოხდება, რამდენი მკვლელობა, რამდენი წამება, რამდენი ავკაცობა და ა.შ. ისიც იცის, ვინ ვის მოაკვდინებს. ხანდისხან რომ ვფიქრობ ხოლმე, მსოფლიოს არსებობის უაზრობამდე მივდივარ. ანუ, აზრი არ აქვს მის არსებობას, უკეთუ ღმერთისთვის ყველაფერი წინასწარ ცნობილია უკვე. უბრალოდ ლოგიკურად რომ დავფიქრდეთ, თუკი ყოველივე დაწერილი სცენარით ვითარდება (სხვას არაფერს ნიშნავს ის რომ რაც არ უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა ეს ყოველივე უკვე ცნობილია და ისიც სამოთხეში მოხვდება თუ ჯოჯოხეთში პიროვნება ესეც ცნობილია) რა აზრი აქვს ადამიანის არსებობას, მაშინ როცა მთელი საეკლესიო მოძღვრება მომართულია ადამიანის სათნოებაში წარმატებისკენ, ღვთისკენ მარადიულად სწრაფვისკენ და საერთოდ განღმრთობისკენ და თუ ეს წინასწარვე განსაზღვრულია (წინასწარმცოდნეობის ეს გაგება სწორედაც რომ განსაზღვრულობას ნიშნავს) გამოდის რომ ადამიანის ნებით აღსრულებული მოქმედება რაც ღვთისკენ სწრაფვას ემსახურება, რომ ის ეჭიდება მისკენ მომართულ ღვთაებრივ ნებას, მოჩვენებითი ყოფილა და ადამიანის მიერ გამოვლენილი ნება ცხონებაში დამკვიდრებისკენ უბრალოდ აქეთკენ მომართვის პრინციპით ყოფილა ასე ვთქვათ დაპროგრამებული. ანუ გამოდის რომ ადამიანი არაფერ შუაშია აბსოლუტურად მას ან აცხოვნებს ღმერთი ან პირიქით წარწყმედს. ანუ გამოდის რომ ზოგიერთი გამორჩეულია დაბადებამდე ცხონებისათვის, ზოგი კი პირიქით წარწყმედისაკენ. ეკლესია გამორჩეულობის პრინციპს კატეგორიულად გამორიცხავს და არ ყოფს ადამიანებს ნაწილს გამორჩეულად, ნაწილს კი პირიქით არა გამორჩეულად. ეკლესია აღიარებს პირად წარმატებს, მოღვაწეობას, გამოვლენილ სურვილს ცხონებისაკენ, რომელსაც ხადია ერთვის ღვთაებრივი ნება რომელსა აყავს ის ზეციურ სასუფეველში და პირიქით არ გამოვლენილ ნებას რომელსაც ცხადია არ ერთვის ღვთაებრივი ნება (თუმცა ის მომართულია მისკენ, უბრალოდ პიროვნება არ იღებს მას) და შესაბამისად ადამიანი ვერ იმკვიდრებს სასუფეველს. იოანე ოქროპირი როდესაც განმარტავს რომაელთა მიმართ ეპისტოლის ამ მუხლს: "რათა გამოეჩინა თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭელთა მიმართ, წინასწარ რომ განამზადა დიდებისათვის" (9.23) ამბობს: როდესაც შენ წინასწარ განმზადებას გაიგებ ყველაფერსს ღმერთს ნუ მიაწერ, ჩვენს ცხონებას თუ არ ცხონებას; რადგან ასე რომ ყოფილიყო მაშინ ყველანი ვცხონდებოდით, რადგან მას ყველას ცხონება სურს. ამიტომ ეს წინაგანმზადება გაიგე როგორც წინასწარმცოდნეობად, რადგან ყოველივე წინასწარ უწყის მან, მაგრამ არავის არ აიძულებს და როდესაც ჩვენ გამოვავლენთ ჩვენს ნებას რომ კეთილი გვსურს მაშინ ის შეგვეწევა და მართალია უდიდესი ნაწილი ცხონების საქმეში უფლის დამსახურებაა ჩვენს გვმართებს ჩვენივე ნებით უფლისკენ მიდევნება (ამ ნების გარეშე ცხონება არ აღსრულდება). რას ნიშნავს წინასწარმოდნეობა? და რატომ არაა ეს წინასწარმცოდნეობა წინაგანსაზღვრულობის მნიშვნელობით დატვირთული? იოანე დამასკელი გარდამოცემაში ასეთ რამეს ამბობს: საჭიროა ვიცოდეთ, რომ ყველაფრის წინასწარმცოდნეა ღმერთი, მაგრამ არა ყოველივეს წინაგანმსაზღვრელი, რადგან წინასწარ იცის მან ისიც კი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, თუმცა წინასწარ არ განსაზღვრავს ამას, არ ნებასვს რა, რომ მოხდეს ბოროტება და არ ის, რომ გვაიძულოს სათნოება. ამგვარად, წინაგანსაზღვრულობა არის საღვთო წინასწარმცოდნეობითი ბრძანების საქმე. ღმერთი თავისი წინასწარმცოდნეობის შესაბამისად წინაგანსაზღვრავს იმას რა ჩვენზეა არ არის დამოკიდებული, რადგან მას უკვე წინდაწინ განსჯილი აქვს ყოველივე თავისი სიკეთისა და სამართლიანობის შესაბამსიად. საჭიროა ვიცოდეთ, რომ გასაკეთებელ საქმეთა არჩევა ჩვენზეა დამოკიდებული, ხოლო ამ საქმეტაგან კეთილთა დაბოლოება ღვთის თანამოქმედებით ხდება, რადგან იგი, შესაბამისად თავისი წინასწარმცოდნეობისა, ჯეროვნად თანამოქმედებს მათთან, რომლებიც მართალი სინდისით ირჩევენ სიკეთეს. მეორე მხრივ, უკეღური საქმეების დასრულება მიტოვებულია ღვთისაგან, რომელიც კვლავ თავისი წინასწარმცოდნეობის შესაბამისად, სამართლიანად ტოვებს მათ. ანუ თუკი მე ვხედავ, რომ (ეს მაგალითი ერთ ერთ წმინდანს შემოაქვს, სამწუხაროდ არარ მახსოვს მისი სახელი) ცხენებში შებმული ეტლი უფსკრულისკენ მიექანება და ეს ჩხენები არათუ ჩერდებიან, არამედ პირიქით უფრო უმატებენ სიჩქარეს, არ ვიფიქრებ რომ თუკი ასეთივე სვლით გააგრძელებენ ისინი სვლას უფსკრულში გადაიჩეხებიან? და თუ მართლაც გადაიჩეხებიან ეს ხომ იმას არ ნიშნავს რომ ამ წინასწარმცოდნების გამო გადაიჩეხენ ისინი უფსკრულში, ისინი არა ჩემს მიერ გამოთქმული ვარაუდის გამო გადაიჩეხენ უფსკრულში არამედ იმიტომ რომ დაუოკებლად მიისწრაფვოდნენ უფსკრულისკენ, ან კიდევ პირიქით ხომ შეიძლება ვიფიქრო უფსკურლს რომ მიუახლოვდებიან გაცერდებიან და მართლაც გაჩერდნენ, ნიშნავს ეს იმას რომ მე გავაჩერე? ცხადია არა. ეს ყოველივე რომ ღვტაებრივ წინასწარმცოდნეობას შევადაროთ რამდენად უფრო სრულყოფილი იქნება ღვთაებრივი წინასწარმცოდნეობითობა (რომელიც ჭვრეტაზეა დამყარებული), როცა მე მხოლოდ გარეგნულად ვაფასებ მოვლენას თუ პიროვნებას და უფალი კი ყველას გონების მხედველია. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Genesis |
![]()
პოსტი
#3
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
ანუ თუკი მე ვხედავ, რომ (ეს მაგალითი ერთ ერთ წმინდანს შემოაქვს, სამწუხაროდ არარ მახსოვს მისი სახელი) ცხენებში შებმული ეტლი უფსკრულისკენ მიექანება და ეს ჩხენები არათუ ჩერდებიან, არამედ პირიქით უფრო უმატებენ სიჩქარეს, არ ვიფიქრებ რომ თუკი ასეთივე სვლით გააგრძელებენ ისინი სვლას უფსკრულში გადაიჩეხებიან? და თუ მართლაც გადაიჩეხებიან ეს ხომ იმას არ ნიშნავს რომ ამ წინასწარმცოდნების გამო გადაიჩეხენ ისინი უფსკრულში, ისინი არა ჩემს მიერ გამოთქმული ვარაუდის გამო გადაიჩეხენ უფსკრულში არამედ იმიტომ რომ დაუოკებლად მიისწრაფვოდნენ უფსკრულისკენ, ან კიდევ პირიქით ხომ შეიძლება ვიფიქრო უფსკურლს რომ მიუახლოვდებიან გაცერდებიან და მართლაც გაჩერდნენ, ნიშნავს ეს იმას რომ მე გავაჩერე? ცხადია არა. ეს ყოველივე რომ ღვტაებრივ წინასწარმცოდნეობას შევადაროთ რამდენად უფრო სრულყოფილი იქნება ღვთაებრივი წინასწარმცოდნეობითობა (რომელიც ჭვრეტაზეა დამყარებული), როცა მე მხოლოდ გარეგნულად ვაფასებ მოვლენას თუ პიროვნებას და უფალი კი ყველას გონების მხედველია. ცხენების ვარიანტი წინასწარ ჭვრეტას ჰგავს... მაგრამ ეს არის ვარაუდი რომელიც შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს. მანდ გიწერია სიტყვა "თუ". თუ გააგრძელეს ესეთი სიჩქარით... თუ არ შეანელეს... წინასწარ ჭვრეტისთვის სიტყვა "თუ" ზედმეტია ჩემის აზრით, ანუ ასე უნდა ეწეროს: ცხენები გააგრძელებენ ასეთი სიჩქარით სვლას... ცხენები არ შეანელებნ. ცხენები უფსკრულში გადაიჩეხებიან... ახლა აიღე ის ვარიანტი რომ წინასწარ განჭვრეტილი გაქ ცხენების ასეთი მდგომარეობა, ეტლში ჩაჯდომამდე... ანუ სათუოდ კიარაა საქმე, არამედ უცდომლად ხედავ მათ ფინიშს... ჩაჯდები ეტლში? -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th July 2025 - 09:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი