![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
დამლოცეთ მამაო!
ერთერთმა გვერდითა თემამ, რომელიც "ბედისწერას" ეხება, გამიჩინა შეკითხვა. ეს შეკითხვა ხშირად მომსვლია თავში, მაგრამ ჩემს მოძღვართან არასოდეს გამირკვევია. ალბათ იმიტომ, რომ არ გამხსენებია მასთან ურთიერთობისას. თქვენ შეგეკითხებით. მამაო, ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და მან თავისი ქმედებით თითონ უნდა მოიპოვოს სასუფეველის და ცხონების შანსი. ხოლო, უფალმა ამ პიროვნების საბოლოო დანიშნულება უკვე იცის. ანუ, იცის უკვე ეს ადამიანი ამ შანსს მოიპოვებს, თუ არა. რა აზრი აქვს მაშინ ადამიანისთვის თავისუფალი ნების მინიჭებას, თუკი უფალმა უკვე უწყის, თუ სად გამწესდება მისი სული? უფალმა ისიც უწყის, თუ რა ცხოვრებით იცხოვრებს ეს ადამიანი. იცის ავაზაკი იქნება, მეძავი, თუ პატიოსანი და შრომისმოყვარე. ისიც იცის, რომ ავაზაკი თუა და შემდგომ გამოსწორდება, ან პატიოსანია და შემდგომ გაავაზაკდება. მან ყველაფერი წინდაწინ იცის. იცის, რამდენი ბოროტება მოხდება, რამდენი მკვლელობა, რამდენი წამება, რამდენი ავკაცობა და ა.შ. ისიც იცის, ვინ ვის მოაკვდინებს. ხანდისხან რომ ვფიქრობ ხოლმე, მსოფლიოს არსებობის უაზრობამდე მივდივარ. ანუ, აზრი არ აქვს მის არსებობას, უკეთუ ღმერთისთვის ყველაფერი წინასწარ ცნობილია უკვე. მგონი მაინც ვერ გამოვთქვი ჩემი აზრი და იმედი მაქვს მიმიხვდებით, რას ვგულისხმობ. ![]() -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Genesis
ციტატა ახლა აიღე ის ვარიანტი რომ წინასწარ განჭვრეტილი გაქ ცხენების ასეთი მდგომარეობა, ეტლში ჩაჯდომამდე... ანუ სათუოდ კიარაა საქმე, არამედ უცდომლად ხედავ მათ ფინიშს... ჩაჯდები ეტლში? ანუ ცხენებს გულში უდევთ ის აზრი რომ უფსკრულში უნდა გადაგჩეხონ? ![]() ![]() ვერ მივხვდი ეს რა შუაშია. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Genesis |
![]()
პოსტი
#3
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
Genesis ანუ ცხენებს გულში უდევთ ის აზრი რომ უფსკრულში უნდა გადაგჩეხონ? ![]() ![]() ახლავე აგიხსნი... ადამიანისთვის ეს წარმოუდგენელია. მაგრამ ყოვლისმცოდნემ 100% იცის: როგორი გარემო იქნება ცხენების მარშუტზე. თავის ბუზანკალიანად, მზის ტემპერატურიანად, ფუტკრიანად... ამასთან 100% იცის: ცხენების ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ამ 2 ფაქტთან შეჯამებით შეუძლია მიიღოს ერთი უტყუარი ფაქტი. მოკლედ: ცხენებს რა მონაცემიც უდევთ ფიზიოლოგიურად და ფსიქლოგიურად, თუ დამეთხვა გარემოს მონაცემებს ისე, რომ გადაიჩეხნენ ცხენები... ამის განჭვრეტა შესაძლებელი იქნებოდა მანამდე სანამ ცხენებს ეტლში შეაბამდნენ, მის მიერ ვინც ფლობს ინფორმაციას ცხენის ფიზიკურ და ფსქიოლოგიურ მდგომარეობის შესახებ და გარემოს დინამიურობის შესახებ. ღმერთის არსებობაც რომ გამორიცხოს ატეისტმა... ბუნების ჰარმონია და კავშირი ფლობს ასეთ ინფორმაციას... იმიტომ რომ გარემოც და კონკრეტულად ადამიანიც ამ ჰარმონიის ნაწილია მთელი ტავისი მყარი და არამყარი ელემენტებით... -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:53 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი