ვიკითხოთ წმ. წერილი, დეტალები და სისავსე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვიკითხოთ წმ. წერილი, დეტალები და სისავსე |
KAIROS |
Nov 7 2008, 04:02 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ერთის მხრივ იყო კურთხევა ახალი თემა გახსენითო, მეორეს მხრივ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ არ ვიცნობთ წმ. წერილს, ფაქტობრივად რიგითი სექტანტი ხშირად წლობით ეკლესიურს სჯობს ახალი აღთქმის ცოდნაში, ვგულისხმობ სად რა წერია და ა.შ. რათქმაუნდა სექტანტური ცოდნა, და ციტატებზე ხტუნაობა ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ აქ ისიცაა დასანახი, მათ შესწავლილი აქვთ წმიდა წერილი... ჩვენს წმიდა მამებსაც ასევე გაშინაგანებული ქონდათ წმ. წერილი, ამიტომ ძალიან მისასლამებელია ის თუ ვინმე კანონს მიყვება და კითხულობს წმ. წერილს, ვიცი ხალხი, ვინც ყოველდღე თითო თავს კითხულობს სახარებიდან და თითო თავს სამოციქულოდან...
ეს ძალიან კარგი წესია, მე სამწუხაროდ ვერ ვახერხებ, მაგრამ წესად მაქვს, რომ ხშირად გადავშალო წმ. წერილი და შემთხვევითი ადგილი რაც შემხვდება ის წავიკითხო, და შემდეგ მასზე ვიფიქრო, მამების განმარტებაც მოვიძიო საჭიროების მიხედვით, ჩვენშიც იქნება ბევრი, ვისაც ყოველდღიურად ან კვირაში რამოდენიმეჯერ უწევს შეხება წმ. წერილთან, კითხვებისათვის აქვეა ცალკე თემა და სჯობს იქ დასვათ კითხვები,აქ დაწერეთ რა წაიკითხეთ, რა მოგეწონათ, რა აღმოაჩინეთ... წმ.წერილის მადლი გეწეოდეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
დათიკო |
Nov 12 2008, 11:26 PM
პოსტი
#2
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
mak
ციტატა მაგასაც კურთხევა უნდა მოძღვრისგან? მოძღვრის კურთხევა რა შუაშია? |
mak |
Nov 13 2008, 11:42 AM
პოსტი
#3
|
M A R I A M ჯგუფი: Members პოსტები: 668 რეგისტრ.: 31-March 08 მდებარ.: TBILISI. წევრი № 4,377 |
mak მოძღვრის კურთხევა რა შუაშია? ნუ რა ვიცი აბა. მამაომ მომცა კურთხევა რომ წამეკითხა თითო თავი ძველ აღქმიდან. და მე ჩავთვალე რომ ასევე საჭიროა ამაზე კურთხევაც. --- 11. და იყო მისლვასა მას მისსა იერუსალჱმდ და თავადი განვიდოდა შორის სამარიასა და გალილეასა. 12. და შე-რაჲ-ვიდა იგი დაბასა რომელსამე, მოეგებვოდეს მას ათნი კეთროვანნი კაცნი, რომელნი დადგეს შორს. 13. და მათ აღიმაღლეს ჴმაჲ მათი და იტყოდეს: იესუ მოძღუარ, შემიწყალენ ჩუენ! 14. და თავადმან ვითარცა იხილნა იგინი, ჰრქუა მათ: წარვედით და უჩუენენით თავნი თქუენნი მღდელთა. და იყო ვითარცა წარ-ოდენ-ვიდეს იგინი მისგან, განწმიდნეს კეთროვნებისა მისგან. 15. ხოლო ერთმან მათგანმან იხილა, რამეთუ განიკურნა, მოიქცა და ჴმითა დიდითა ადიდებდა ღმერთსა. 16. და დავარდა წინაშე ფერჴთა იესუჲსთა და ჰმადლობდა მას. და ესე იყო სამარიტელი. 17. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: არა ათნივე განიკურნნესა? და D? 18. ვერ იპოვნეს ეგოდენ, რაჲთამცა მოიქცეს და მისცეს დიდებაჲ ღმერთსა, გარნა უცხო-თესლი ხოლო ესე? 19. და ჰრქუა მას: აღდეგ და წერვედ! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. (ლუკა 17 თავი) მე პირადად მრცხვენია ამ ნაწილს რომ ვკითხულობ , სულ ჩემს თავს ვხედავ იმ ცხრაში... სადაა ის ცხრა უფალო? ათიდან-ცხრა უმადური , მადლობის თქმა საქმეა თურმე, მარტო "ამირან გულში მღეროდა" არაა, უნდა მიხვიდე უფალთან საქმით, საქმით უნდა დაეგო ფეხქვეშ და მადლობდე საქმით... უმადურობაა ცოდვათა საწყისი ამპარტავნების ნაყოფი და მადლიერება მისი წამალი... ორმაგი განკურნება მიიღო მადლიერმა, კეთრისაგან ხორცისა და მერე კი ხსნაც მოდის რწმენისმიერი... არადა ის ათი უბრალო ათი კი არაა, არამედ ისინი, ვინც გაიცნო უფალი, ვინც მას ხსნა თხოვა და ვინც მისგან თხოვნის აღსრულება მიიღო, მიიღო და მიატოვა... ამიტომ მრცხვენია ამ მუხლებს რომ ვკითხულობ... მეათე კეთროვანი უნდა ვიპოვოთ ჩვენში... იხარეთ; კაიროსი! [/quote] მართლაც ასეა .ყკველაფერი დამაფიქრებელია. მე პირადად უმადური ვარ რომ არ ვიქცევი ისე როგორც საჭიროა თქვენ ასახეთ ჩემი შინაგანი სულიერება. -------------------- უფალო,კაცი ვარ მე ცოდვილი და ვერ გულისხმა-ვჰყოფ, რაი ჯერ-არს ქმნად ჩემდა, გარნა შენ,მოწყალეო,გულიხმიერ მყავ მე, რაითა ჯერისაებრ ვიქმოდი ყოველსა.ამინ.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:43 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი