![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
დამლოცეთ მამაო!
ერთერთმა გვერდითა თემამ, რომელიც "ბედისწერას" ეხება, გამიჩინა შეკითხვა. ეს შეკითხვა ხშირად მომსვლია თავში, მაგრამ ჩემს მოძღვართან არასოდეს გამირკვევია. ალბათ იმიტომ, რომ არ გამხსენებია მასთან ურთიერთობისას. თქვენ შეგეკითხებით. მამაო, ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და მან თავისი ქმედებით თითონ უნდა მოიპოვოს სასუფეველის და ცხონების შანსი. ხოლო, უფალმა ამ პიროვნების საბოლოო დანიშნულება უკვე იცის. ანუ, იცის უკვე ეს ადამიანი ამ შანსს მოიპოვებს, თუ არა. რა აზრი აქვს მაშინ ადამიანისთვის თავისუფალი ნების მინიჭებას, თუკი უფალმა უკვე უწყის, თუ სად გამწესდება მისი სული? უფალმა ისიც უწყის, თუ რა ცხოვრებით იცხოვრებს ეს ადამიანი. იცის ავაზაკი იქნება, მეძავი, თუ პატიოსანი და შრომისმოყვარე. ისიც იცის, რომ ავაზაკი თუა და შემდგომ გამოსწორდება, ან პატიოსანია და შემდგომ გაავაზაკდება. მან ყველაფერი წინდაწინ იცის. იცის, რამდენი ბოროტება მოხდება, რამდენი მკვლელობა, რამდენი წამება, რამდენი ავკაცობა და ა.შ. ისიც იცის, ვინ ვის მოაკვდინებს. ხანდისხან რომ ვფიქრობ ხოლმე, მსოფლიოს არსებობის უაზრობამდე მივდივარ. ანუ, აზრი არ აქვს მის არსებობას, უკეთუ ღმერთისთვის ყველაფერი წინასწარ ცნობილია უკვე. მგონი მაინც ვერ გამოვთქვი ჩემი აზრი და იმედი მაქვს მიმიხვდებით, რას ვგულისხმობ. ![]() -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Genesis
ციტატა იყო თუ არა ეს ქალაქი განწირული ამ ქვეყნად? გახსოვს აბრაამის საუბარი უფალთან, ამდენი და ამდენი მართალი რომ იყოს ხომ გადაარჩენო ქალაქსო, მაგრამ არ აღმოჩნდა. განა იმიტომ არ აღმოჩნდა რომ ეს უფალს წინდაწინვე განჭვრეტილი ქონდა. ციტატა უფალმა ეს ყველაფერი იცის... მანამდე სანამ დაიბადება ადამიანი, იცის მისი საბოლოო ფინიში. მაშ რაღატომ უშვებს ადამიანის დაბადებას, თუკი ის ჯოჯოხეთისთვისაა განწირული? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Genesis |
![]()
პოსტი
#3
|
მივაფსი კრემლს ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,902 რეგისტრ.: 11-November 07 მდებარ.: mtskheta წევრი № 3,150 ![]() |
Genesis გახსოვს აბრაამის საუბარი უფალთან, ამდენი და ამდენი მართალი რომ იყოს ხომ გადაარჩენო ქალაქსო, მაგრამ არ აღმოჩნდა. განა იმიტომ არ აღმოჩნდა რომ ეს უფალს წინდაწინვე განჭვრეტილი ქონდა. მაშ რაღატომ უშვებს ადამიანის დაბადებას, თუკი ის ჯოჯოხეთისთვისაა განწირული? ჩვენში დარჩეს და აბრაამმაც იცოდა რომ 10ზე მეტს ვერ იპოვიდა იქ მორწმუნეს... და უფალმა წინასწარ იცოდა 100% სიზუსტით მორწმუნეთა რიცხვი... და ვერავინ დამარწმუნებს რომ ეს ასე არარის და ღმერთმა მხოლოდ მერე გაარკვია, რა რაოდენობის გაწყვეტა მოუწევდა... ![]() ახლა ავიღოთ შეკითხვა: მაშ რაღატომ უშვებს ადამიანის დაბადებას, თუკი ის ჯოჯოხეთისთვისაა განწირული? ეს კითხვა არის რაც ყველას აწუხებს... დაჟე ეპისკოპოსებსაც და სტაჟიან ბერებსაც... ოღონდ, ხმამაღლა ამაზე არ საუბრობენ და მოკამათეებსაც ცდილობენ ლოზუნგებით დაავიწყონ ამაზე მტანჯველი ფიქრი. ჩამოვყალიბდები და ცოტახანში დავწერ, რასაც ვფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით... -------------------- ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd July 2025 - 07:25 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი