![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
დამლოცეთ მამაო!
ერთერთმა გვერდითა თემამ, რომელიც "ბედისწერას" ეხება, გამიჩინა შეკითხვა. ეს შეკითხვა ხშირად მომსვლია თავში, მაგრამ ჩემს მოძღვართან არასოდეს გამირკვევია. ალბათ იმიტომ, რომ არ გამხსენებია მასთან ურთიერთობისას. თქვენ შეგეკითხებით. მამაო, ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და მან თავისი ქმედებით თითონ უნდა მოიპოვოს სასუფეველის და ცხონების შანსი. ხოლო, უფალმა ამ პიროვნების საბოლოო დანიშნულება უკვე იცის. ანუ, იცის უკვე ეს ადამიანი ამ შანსს მოიპოვებს, თუ არა. რა აზრი აქვს მაშინ ადამიანისთვის თავისუფალი ნების მინიჭებას, თუკი უფალმა უკვე უწყის, თუ სად გამწესდება მისი სული? უფალმა ისიც უწყის, თუ რა ცხოვრებით იცხოვრებს ეს ადამიანი. იცის ავაზაკი იქნება, მეძავი, თუ პატიოსანი და შრომისმოყვარე. ისიც იცის, რომ ავაზაკი თუა და შემდგომ გამოსწორდება, ან პატიოსანია და შემდგომ გაავაზაკდება. მან ყველაფერი წინდაწინ იცის. იცის, რამდენი ბოროტება მოხდება, რამდენი მკვლელობა, რამდენი წამება, რამდენი ავკაცობა და ა.შ. ისიც იცის, ვინ ვის მოაკვდინებს. ხანდისხან რომ ვფიქრობ ხოლმე, მსოფლიოს არსებობის უაზრობამდე მივდივარ. ანუ, აზრი არ აქვს მის არსებობას, უკეთუ ღმერთისთვის ყველაფერი წინასწარ ცნობილია უკვე. მგონი მაინც ვერ გამოვთქვი ჩემი აზრი და იმედი მაქვს მიმიხვდებით, რას ვგულისხმობ. ![]() -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
![]() ![]() |
afxazi |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავითი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 ![]() |
Genesis
ციტატა ჩვენში დარჩეს ჩვენში ვერ დარჩება იმიტომ რომ ეს ბიბლიური ტხრობაა და საკუთარ ინტერპრეტაციას ვერ მივემთ ამ თხრობას. რა გამოდის ამ საუბრებიდან იცი, თითქოს ბიბლიაში ნათქვამი ესა თუ ის სიტყვები მხოლოდ და მხოლოდ რაღაც სცენარია, რომელიც ჭეშმარიტებას არ შეიცავს. აბრაამი მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი იცოდა ტყილად ესაუბრება უფალს იქნებ მართალი აღმოჩნდესო ვინმე... Genesis ციტატა ეს კითხვა არის რაც ყველას აწუხებს... დაჟე ეპისკოპოსებსაც და სტაჟიან ბერებსაც... ოღონდ, ხმამაღლა ამაზე არ საუბრობენ და მოკამათეებსაც ცდილობენ ლოზუნგებით დაავიწყონ ამაზე მტანჯველი ფიქრი. მართლა არ მესმის რას გულისხმობ ამაში და ვის აწუხებს ეს შეკითხვა. ან მნათესი არ იყოს ჩიხში შედისო ეკლესია ამ საკითხზე საუბრისასო. გამოდის ისე თითქოს პასუხი არ აქვს ეკლესიას რარაცაზე. ეს კატეგორიულად გამორიცხულია.. ბასილი დიდის სიტყვები ამ საკითხთან დაკავშირებით. რომაელთა მიმართ ეპისტოლის მეცხრე თავი ერთ ერთი მუხლის განმართებისას. აი ეს მუხლი: "ამრიგად, ვინც სურს, მას შეიწყალებს, და ვინცა სურს, მას გაამქისებს" (18). გაიაზრე რას ნიშნავს ეს სიტყვები, არათუ იმას რომ ღმერთს ზოგიერთი ადამიანის ცხონება სურს, ან რომელიმესი არა, ნუ იყოფინ ესე! განეშორეთ ამ ბოროტ გულისსიტყვას, რადგან ასეთი აზრები ბოროტისგანაა. სიმართლე კი ისაა, რომ ღმერთს ყოველი ადამაინის ცხონება სურს თანასწორად, ისე კი არა რომ რომელიმესი მეტად, ან რომელიმესი ნაკლებად, არამედ ყველასი თანასწორად. მაგრამ ძალდატანებით არავის არ აცხოვნებს, არამედ თითოეულის გონებას ხედავს და როდესაც იპოვის გონებას, რომელსაც ჭეშმარიტად სურს ცხონება და წმინდა გულით ისწრაფვის უფლისაკენ და ერიდება ყოველუვე ბოროტის აღსრულებას, და უფრო მეტად კეტილს იქმს, მაშინ მასზე ღვთის ნება, რომელიც ყველას ცხონებისთვისაა გამზადებული, მასზე აღსრულდება. მაგრამ ამის საპირისპიროდ, როდესა იხილავს ბოროტ გონებას, რომელსაც არ სურს ცხონება, არამედ უყვარს უფრო მეტად ბოროტი საქმეების აღსრულება, მაშინ ღვთის ნება, რომელსაც ყოველი ადამიანის ცხონება სურს, ამ ადამიანის უკეთურების გამო (ხაზგასმითაა ეს ნათქვამი) ვერ აღასრულებას თავის ნებას, რადგან მას არ შეეწევა ადამიანის ნება (ან არ უერთდება), ღმერთი კი იძულებით ვერავის ვერ აცხოვენებს. აქ გარკვევითაა ნათქვამი ხო რომ ღმერთი ადამიანის გონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე წინასწარმცოდნეობს აადმინის ხვედრს. წაიკითხეთ პავლე მოციქულის რომაელთა მიმართ ეპისტოლე მეცხრე თავი თავისი განმარტებებით, არსად არაა ნათქვამი რომ ღმერთმა ვირაცის ხვედრი დაბადებამდე წინასწარ იცოდა რომ ის ჯოჯოხეთში მოხვდებოდა და ვირაც სამოთხეში, პირიქით ხაზგასმულია ყველგან აუცილებელია ადამიანის პირადი ძალისხმევა რათა ცხონება აღსრულდეს პიროვნებისა. წინასწარმცოდნეობა, რომელიც ჭვრეტას გულისხმობს არ ნიშნავს გარდაუვალ აუცილებლობას. ღმერთს ბოროტებას ვაბრალებთ რადგან ის ბადებს ადამიანს ჯოჯოხეთისთვის, მაშინ როცა ამ ადამიანის ნება არაა გამოვლენილი. მახსოვს ერთხელ ჩვილი უნათლავად გარდაცვლილი ბავშვების ხვედრზე რომ იყო დისკუსია იქ ითქვა, მაშ რაღატომ ბადებს ღმერთი ბავშვს და შემდეგ უნათლავად მიყავს და ამით ჯოჯოხეთისთვის იმეტებსო, და ვინც მათ წარწყმედას ამტკიცებდა ასეთი არგუმენტი ქონდათ ღმერთმა იცის რომ ეს ბავშვი შეიძლება დიდ უბედურებას გადეყაროს შემდეგში როცა გაიზრდება და ამიტომ ამას აცილებს მას უფალი და უარეს სასჯელს მცირე სასჯელით უცვლისო. ესაა აბსოლუტურად მცდარი გაგება. მაშინ მონათლულიყო ეს ბავში და მერე წაეყვანა უფალს ხომ უეჭველად ცხონდებოდა? ასე რომ მე არ მესმის რას გულისხმობთ იმაში რომ ეკლესიას ამაზე პასუხი არ აქვს, ეს კატეგორიულად გამორიცხული. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 10:28 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი