![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
დამლოცეთ მამაო!
ერთერთმა გვერდითა თემამ, რომელიც "ბედისწერას" ეხება, გამიჩინა შეკითხვა. ეს შეკითხვა ხშირად მომსვლია თავში, მაგრამ ჩემს მოძღვართან არასოდეს გამირკვევია. ალბათ იმიტომ, რომ არ გამხსენებია მასთან ურთიერთობისას. თქვენ შეგეკითხებით. მამაო, ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და მან თავისი ქმედებით თითონ უნდა მოიპოვოს სასუფეველის და ცხონების შანსი. ხოლო, უფალმა ამ პიროვნების საბოლოო დანიშნულება უკვე იცის. ანუ, იცის უკვე ეს ადამიანი ამ შანსს მოიპოვებს, თუ არა. რა აზრი აქვს მაშინ ადამიანისთვის თავისუფალი ნების მინიჭებას, თუკი უფალმა უკვე უწყის, თუ სად გამწესდება მისი სული? უფალმა ისიც უწყის, თუ რა ცხოვრებით იცხოვრებს ეს ადამიანი. იცის ავაზაკი იქნება, მეძავი, თუ პატიოსანი და შრომისმოყვარე. ისიც იცის, რომ ავაზაკი თუა და შემდგომ გამოსწორდება, ან პატიოსანია და შემდგომ გაავაზაკდება. მან ყველაფერი წინდაწინ იცის. იცის, რამდენი ბოროტება მოხდება, რამდენი მკვლელობა, რამდენი წამება, რამდენი ავკაცობა და ა.შ. ისიც იცის, ვინ ვის მოაკვდინებს. ხანდისხან რომ ვფიქრობ ხოლმე, მსოფლიოს არსებობის უაზრობამდე მივდივარ. ანუ, აზრი არ აქვს მის არსებობას, უკეთუ ღმერთისთვის ყველაფერი წინასწარ ცნობილია უკვე. მგონი მაინც ვერ გამოვთქვი ჩემი აზრი და იმედი მაქვს მიმიხვდებით, რას ვგულისხმობ. ![]() -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
![]() ![]() |
k@the |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
neo-ს აზრს ვეთანხმები ყველაზე მეტად აქ დაწერილ პოსტებში მეც.
ანუ, მართალია, რომ ღმერთმა ყველაფერი წინასწარ იცის. ჩვენი თავისუფალი ნება - თავისუფალია. თუმცა, უფალისთვის ჩვენი სისუსტეებიცაა ცნობილი და ამ ჩვენი თავისუფალი ნებით, როდის რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ისიც იცის. ამის ცოდნა, არ ნიშნავს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება მისგან მომდინარეობს. უბრალოდ იცის, რადგან მან ყოველივე უწყის. მაშ რატომ მოგვავლენს მიწაზე? რადგან ეს კანონზომიერებაა, კანონზომიერება რომელშიც მას არ უნდა რომ ჩაერიოს. ესაა, კაცობრიობის განვითარების ასევე თავისუფალი კანონზომიერება. ეს თავისუფლება, სწორედ მან მოგვანიჭა. ბ-ნი დავით ციცქიშვილის წიგნში წავიკითხე, მგონი ციტატა იყო და ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ასეთი დასკვნა გამოვიტანე: '' ადამიანის ნება თავისუფალია და ეშმაკზე გადაბრალება ყველაფრის არ შეიძლება. ეშმაკი აცდუნებს, პირველ აზრს აწვდის ადამიანს, ხოლო ამ აზრის შემდგომი გონებიდან განდევნა/ თუ მისი აყოლა და შესრულება, ანუ ცოდვა, არის სრულიად ჩვენი თავისუფალი ნების ასარჩევი. ესაა ჩვენი ნების სიმტკიცის შედეგი, რამდენად ავარიდებთ იმ ჩაწვეთებულ აზრს თავს.'' ღმერთმა შექმნა ადამიანი და მას მიანიჭა თავისუფალი ნება. სამწუხაროდ სუსტნი და უმადურნი იყვნენ პირველთაგანნი. (მეც სუსტი ვარ. ) ამიტომ, განიდევნენ სამოთხიდან. მაგრამ მას მერე, უფალი არ ჩარეულა იმ თავისუფალ ნებაში. ეს, სწორედაც უფლის მოწყალებაა, რომ მან ის მონიჭებული თავისუფალი ნება უკან არ წაიღო. ის არ ერევა კაცობრიობის თავისუფალ განვითარებაში, თუმცა კი უწყის ყოველი დასაწყისი და დასასრული. არ ვიცი ვეშაპო და დამსწრე საზოგადოებავ, რამდენად კარგად ავხსენი, მაგრამ ჩემეული ხედვა ამ საკითხისა ასეთია. ![]() -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 09:50 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი