![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
დამლოცეთ მამაო!
ერთერთმა გვერდითა თემამ, რომელიც "ბედისწერას" ეხება, გამიჩინა შეკითხვა. ეს შეკითხვა ხშირად მომსვლია თავში, მაგრამ ჩემს მოძღვართან არასოდეს გამირკვევია. ალბათ იმიტომ, რომ არ გამხსენებია მასთან ურთიერთობისას. თქვენ შეგეკითხებით. მამაო, ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და მან თავისი ქმედებით თითონ უნდა მოიპოვოს სასუფეველის და ცხონების შანსი. ხოლო, უფალმა ამ პიროვნების საბოლოო დანიშნულება უკვე იცის. ანუ, იცის უკვე ეს ადამიანი ამ შანსს მოიპოვებს, თუ არა. რა აზრი აქვს მაშინ ადამიანისთვის თავისუფალი ნების მინიჭებას, თუკი უფალმა უკვე უწყის, თუ სად გამწესდება მისი სული? უფალმა ისიც უწყის, თუ რა ცხოვრებით იცხოვრებს ეს ადამიანი. იცის ავაზაკი იქნება, მეძავი, თუ პატიოსანი და შრომისმოყვარე. ისიც იცის, რომ ავაზაკი თუა და შემდგომ გამოსწორდება, ან პატიოსანია და შემდგომ გაავაზაკდება. მან ყველაფერი წინდაწინ იცის. იცის, რამდენი ბოროტება მოხდება, რამდენი მკვლელობა, რამდენი წამება, რამდენი ავკაცობა და ა.შ. ისიც იცის, ვინ ვის მოაკვდინებს. ხანდისხან რომ ვფიქრობ ხოლმე, მსოფლიოს არსებობის უაზრობამდე მივდივარ. ანუ, აზრი არ აქვს მის არსებობას, უკეთუ ღმერთისთვის ყველაფერი წინასწარ ცნობილია უკვე. მგონი მაინც ვერ გამოვთქვი ჩემი აზრი და იმედი მაქვს მიმიხვდებით, რას ვგულისხმობ. ![]() -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
![]() ![]() |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#2
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
afxazi
ციტატა კარგი ლინკია. ![]() მანდ პირველი წინადადება ეხება ჩემს შეკითხვას, თუმცა სრულ პასუხს არ იძლევა იმაზე, რაც მე ვიკითხე: ციტატა საჭიროა ვიცოდეთ, რომ ყველაფრის წინასწარმცოდნეა ღმერთი, მაგრამ - არა ყოველივეს წინაგანმსაზღვრელი, რადგან წინასწარ იცის მან ისიც კი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, თუმცა წინასწარ არ განსაზღვრავს ამას, არ ნებავს რა, რომ მოხდეს ბოროტება და არც ის, რომ გვაიძულოს სათნოება. ამგვარად, წინაგანსაზღვრულობა არის საღვთო წინასწარმცოდნეობითი ბრძანების საქმე. ღმერთი თავისი წინასწარმცოდნეობის შესაბამისად წინაგანსაზღვრავს იმას, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან მას უკვე წინდაწინ განსჯილი აქვს ყოველივე თავისი სიკეთისა და სამართლიანობის შესაბამისად. ანუ, რატომ არის ასე და რა აზრი აქვსთქო, მაგას ვკითხულობდი. მამა ანდრიამ მომწერა PM-ში ამ თემასთან დაკავშირებით. მე დიდი თეოლოგი და ფილასოფოსი არ ვარ, მაგრამ მისი პასუხიდან იმას კი მივხვდი, რომ ღვთის სურვილების, ნებისა და განგების გამოძიებითა და ლოგიკური დასკვნებით, ყველაფერზე პასუხს მაინც ვერ მივიღებთ და ჯობია თავი დავანებოთ. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
.:Lela:. |
![]()
პოსტი
#3
|
![]() .:Sheecie urcmunoebasa chemsa:. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,825 რეგისტრ.: 7-January 08 წევრი № 3,568 ![]() |
ციტატა ღვთის სურვილების, ნებისა და განგების გამოძიებითა და ლოგიკური დასკვნებით, ყველაფერზე პასუხს მაინც ვერ მივიღებთ და ჯობია თავი დავანებოთ. ![]() ![]() ![]() -------------------- შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.
მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :) Kings Of Convenience - Cayman Islands |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი