![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
დამლოცეთ მამაო!
ერთერთმა გვერდითა თემამ, რომელიც "ბედისწერას" ეხება, გამიჩინა შეკითხვა. ეს შეკითხვა ხშირად მომსვლია თავში, მაგრამ ჩემს მოძღვართან არასოდეს გამირკვევია. ალბათ იმიტომ, რომ არ გამხსენებია მასთან ურთიერთობისას. თქვენ შეგეკითხებით. მამაო, ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და მან თავისი ქმედებით თითონ უნდა მოიპოვოს სასუფეველის და ცხონების შანსი. ხოლო, უფალმა ამ პიროვნების საბოლოო დანიშნულება უკვე იცის. ანუ, იცის უკვე ეს ადამიანი ამ შანსს მოიპოვებს, თუ არა. რა აზრი აქვს მაშინ ადამიანისთვის თავისუფალი ნების მინიჭებას, თუკი უფალმა უკვე უწყის, თუ სად გამწესდება მისი სული? უფალმა ისიც უწყის, თუ რა ცხოვრებით იცხოვრებს ეს ადამიანი. იცის ავაზაკი იქნება, მეძავი, თუ პატიოსანი და შრომისმოყვარე. ისიც იცის, რომ ავაზაკი თუა და შემდგომ გამოსწორდება, ან პატიოსანია და შემდგომ გაავაზაკდება. მან ყველაფერი წინდაწინ იცის. იცის, რამდენი ბოროტება მოხდება, რამდენი მკვლელობა, რამდენი წამება, რამდენი ავკაცობა და ა.შ. ისიც იცის, ვინ ვის მოაკვდინებს. ხანდისხან რომ ვფიქრობ ხოლმე, მსოფლიოს არსებობის უაზრობამდე მივდივარ. ანუ, აზრი არ აქვს მის არსებობას, უკეთუ ღმერთისთვის ყველაფერი წინასწარ ცნობილია უკვე. მგონი მაინც ვერ გამოვთქვი ჩემი აზრი და იმედი მაქვს მიმიხვდებით, რას ვგულისხმობ. ![]() -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
![]() ![]() |
neo |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ციტატა ანგელოზმა მოუწოდა ძიება შეწყვიტეო?... არ მჯერა... რა არ გჯერა ხილვა ქონდა ასეთი. ნუ პრინციპში შენ თუ არ გჯერა არაა პრობლემა.მე მჯერა არა აქ ანგელოზს არ მოუწოდებია ძიებ შეწყვიტეო, ეს არ გამომდინარეობს მონათხრობიდან... ძიება შეწყვიტე, ნიშნავს მონა იყავი,.. ძიება უნდა გააგრძელო მუდამ და ყოველტვის, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ის როგორ მიუდგები ძიების საკითხს... მე მაგალითად ვერ ვხვდები რატომ რჩებიან ვიღაცეები ჯოჯოხეთში უსასრულოდ, მაშინ ჯობდა არ გაჩენილიყვნენ... არ მაქვს პასუხი ამ კიტხვაზე და მუდმივად ვეძებ... თუმცა ამ მომენტმა არ უნდა დამაეჭვოს რმერთის სამართლიანობაში, როგორც ის ბერი დაეჭვდა, არამედ უნდა ვიფიქრო რომ ,,მე ვერ ვხვდები და როდესმე მივხვდები, და როცა მივხვდები გამიხარდება"... სულ ეს არის -------------------- www.cordesign.ge
|
chelo |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 557 რეგისტრ.: 18-June 08 წევრი № 5,120 ![]() |
არა აქ ანგელოზს არ მოუწოდებია ძიებ შეწყვიტეო, ეს არ გამომდინარეობს მონათხრობიდან... ძიება შეწყვიტე, ნიშნავს მონა იყავი,.. ძიება უნდა გააგრძელო მუდამ და ყოველტვის, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ის როგორ მიუდგები ძიების საკითხს... მე მაგალითად ვერ ვხვდები რატომ რჩებიან ვიღაცეები ჯოჯოხეთში უსასრულოდ, მაშინ ჯობდა არ გაჩენილიყვნენ... არ მაქვს პასუხი ამ კიტხვაზე და მუდმივად ვეძებ... თუმცა ამ მომენტმა არ უნდა დამაეჭვოს რმერთის სამართლიანობაში, როგორც ის ბერი დაეჭვდა, არამედ უნდა ვიფიქრო რომ ,,მე ვერ ვხვდები და როდესმე მივხვდები, და როცა მივხვდები გამიხარდება"... სულ ეს არის ჩვენს გულებში,რომ ჩავიხედოთ ასეთ კითხვას ალბათ ყველა ჩვენგანი შეუწუხებია,მართლა გასაგებია როდესაც ადამიანს მეტ ნაკლებად ესმის რა არის ჯოჯოხეთი არავინ არ გემეტება ამისათვის.ჩვენ ამას მართლა ვერ ჩავწვდებით და მეტის მეტი ჩაწვდომით კი შეიძლება იქამდე მივიდეთ,რომ ღმერთი უმოწყალო და უსამართლოა ჩვენ კი სამართლიანები.ისე ამაზე მეც მიფიქრია და ჩემი აზრით რადგან ღმერთმა მიუხედავად იმისა რომ წინასარ იცოდა ყველაფერი და მაინც შექმნა სამყარო ესეიგი ასერომ ვთქვათ ადამიანის შექმნა ამად ღირდა. ნიკოლოზსერბის სიტყვები მინდა მოვიყვანო "ადამიანი ამჟამინდელი სახით შენი ქმნილება არ არის,ასეთად მან თვითონ შექმნა საკუთარი თავი.მისი სახელი სნეულებაა,საიდან უნდა აღმოჩენილიყო სნეულება შენს ხელში?მისი სახელი ბოროტებაა,როგორ შეიძლება ბოროტება წამოვიდეს უბოროტებისაგან?" ნიკოლოზ სერბი აღნიშნავს რომ ადამიანმა თვითონ შექმნა თავის თავი ასეთად. -------------------- დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 10:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი