![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
დამლოცეთ მამაო!
ერთერთმა გვერდითა თემამ, რომელიც "ბედისწერას" ეხება, გამიჩინა შეკითხვა. ეს შეკითხვა ხშირად მომსვლია თავში, მაგრამ ჩემს მოძღვართან არასოდეს გამირკვევია. ალბათ იმიტომ, რომ არ გამხსენებია მასთან ურთიერთობისას. თქვენ შეგეკითხებით. მამაო, ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და მან თავისი ქმედებით თითონ უნდა მოიპოვოს სასუფეველის და ცხონების შანსი. ხოლო, უფალმა ამ პიროვნების საბოლოო დანიშნულება უკვე იცის. ანუ, იცის უკვე ეს ადამიანი ამ შანსს მოიპოვებს, თუ არა. რა აზრი აქვს მაშინ ადამიანისთვის თავისუფალი ნების მინიჭებას, თუკი უფალმა უკვე უწყის, თუ სად გამწესდება მისი სული? უფალმა ისიც უწყის, თუ რა ცხოვრებით იცხოვრებს ეს ადამიანი. იცის ავაზაკი იქნება, მეძავი, თუ პატიოსანი და შრომისმოყვარე. ისიც იცის, რომ ავაზაკი თუა და შემდგომ გამოსწორდება, ან პატიოსანია და შემდგომ გაავაზაკდება. მან ყველაფერი წინდაწინ იცის. იცის, რამდენი ბოროტება მოხდება, რამდენი მკვლელობა, რამდენი წამება, რამდენი ავკაცობა და ა.შ. ისიც იცის, ვინ ვის მოაკვდინებს. ხანდისხან რომ ვფიქრობ ხოლმე, მსოფლიოს არსებობის უაზრობამდე მივდივარ. ანუ, აზრი არ აქვს მის არსებობას, უკეთუ ღმერთისთვის ყველაფერი წინასწარ ცნობილია უკვე. მგონი მაინც ვერ გამოვთქვი ჩემი აზრი და იმედი მაქვს მიმიხვდებით, რას ვგულისხმობ. ![]() -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
![]() ![]() |
neo |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 ![]() |
ციტატა ღმერთი რომ მოწყალე არ იყოს, ვერავინ მოხვდებოდა სასუფეველშიო... გამოდის, რომ ყველანი ჯოჯოხეთისთვის ვართ, უბრალოდ, უფალი მოწყალეა და ამ წყალობის დამსახურება დამოკიდებულია ჩვენს ნებაზე და არჩEვანზე.. აბა რა საჭირო იყო ჯვარცმა, რისგან გამოიხსნა უფალმა მართალთა სულები? დადგა და სპექტაკლი მოაწყო, რადგან აღარ მოეწონა მისი წინასწარგანსაზღვრული საქმეები? მე ვფიქრობ რომ სამყაროს მიზეზ-შედეგობრიობა გვაბნევს, რაკიღა ბევრ საკითხზე ადამიანმა პასუხი იპოვა მეცნიერების დახმარებით... აღარ გვაკმაყოფილებს "შეუცნობელ არიან გზანი უფლისანი".. და რა ვრჩებით სასოწარკვეთილების აბარა, რომ უფლის ხელში მარიონეტები ვართ უბრალო? ასეთ შემთხვევაში იმედის ადგილს ვერ ვხედავ.. კატო ცუდ ხასიათზე ხარ ? ![]() არარიან უფლის გზანი შეუცნობელ, პოტენციალში ადამიანს შეუძლია უფალს თვალებში ჩახედოს... მისი მსგავსი გახდეს... მე ვერავინ ვერასდროს ვერ დამაჯერებს რომ მიზეზ შედეგობრიობის მონა ვარ (ნუ იმედია ღმერთი არ ეცდება რომ მაგ დამაჯეროს ![]() ![]() არა და რა მარტივია და როგორ ვართულებთ: ჩენ ახლა ვმოგზაურობთ დროში, ვმოძრაობთ წარსულიდან მომავალში... წას ნიშნავს წარსული, ახლანდელი, მომავალი ? ეს ხომ პირობითი ცნებებია და სხვა არაფერი... ჩვენი განცდები... ახლანდელი წერტილია, რომელსაც სიგანე არ გააჩნია და შესაბამისად არც არსებობს... აბა წარმოვიდგინოთ რომ ყველა დროში ერთნაირად ვარსებობთ და ყველაფერს ერთად განვიცდით რაც მომხდარა, რაც ხდება და რაც მოხდება, ხომ არის ეს შესაძლებელი თეორიულად... მაშინ დროის გაგება როგორც ასეთი ქრება საერთოდ... -------------------- www.cordesign.ge
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 10:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი