![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
დათიკო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() დათიკო ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 ![]() |
მრავალთა გრძნების მოქმედთა მოკრიბნეს წიგნები მათი და დასწუვიდეს წინაშე ყოველთასა, და აღრაცხეს სასყიდელი მათი და პოვეს ვეცხლი ხუთი ბევრი (საქ. 19,9)
ამას წინათ ვკითხულობდი და ამ ადგილს როდესაც მივადექი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ჩემში ამ საკითხმა. რამდენად მართებულია დაწვა, გაანადგურო ის, რაც აცდუნებს ადამიანს. ის ფაქტი, რომ ეს მართლაც ასე უნდა გაკეთებულიყო პავლე მოციქულის დროს, უდაოა და ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ასეთ დროს მახსენდება აკრძალული ხილის ეფექტი. რაც უფრო დაწვავ და აკრძალავ, მით უფრო მეტ ინტერესს გამოიწვევს. ცხადია, აქ არის არსებითი სხვაობა, იმ ადამიანებმა ვინც დაწვეს ეს წიგნები, თავისი ინიციატივით გააკეთეს ეს, რადგან სჯულის მიხედვით ვერ გაყიდიდნენ და მისგან მონაგებს ვერ გამოიყენებდნენ ეკლესიისთვის ან შესაწირისთვის, მაგრამ უმთავრესი მიზეზი რის გამოც დაიწვა ეს წიგნები იყო ის, რომ ცდუნებაში არ ჩაეგდო სხვა ადამიანები. როგორ ფიქრობთ დღევანდელ დღეს, როდესაც ყველანაირი წიგნი იყიდება და ხელმისაწვდომია ყველა ადამიანისთვის და მათ შორის უამრავი აცდუნებს კიდეც ხალხს, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ წიგნების დაწვა ასე საქვეყნოდ? |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა ზოგჯერ წვა ჯობს არა წვასა არასოდეს ![]() ციტატა ეს მართლაც ასე უნდა გაკეთებულიყო პავლე მოციქულის დროს ეს სწორი შენიშვნაა, რადგან ეს ის დრო იყო, მას სხვაგვარი ბრძოლის მეთოდები ქონდა, მაგრამ აქ აღსანიშნავია, ის რომ ქრისტიანები წვავდნენ საკუთარ წიგნებს, ანუ იმათ რაც მათ გააჩნდათ, და არ იყო რაიმე ძალადობა, და სხვის "ძალით მოქცევა" ანუ მკალავიშვილ-დიღმელის "მეთოდიკა", ასე რომ ამ კუთხით თუ განვიხილავთ, სი რომ ადამიანმა ის წიგნი დაწვა, რაც არ გინდა, ამის სრული უფლება აქვს ყველას, მაგრამ ქრისტიანობა რომელიც უპირველესად აღიქმება, როგორც წიგნის და განათლების რელიგია, თავად წიგნის წინააღმდეგ არ გამოდის, და ამიტომ დღეს ვინმეს მიერ ამ მუხლზე დაყრდნობით წიგნების საჯაროს დაწვა ( თუნდაც საკუთარის) ყოვლადმიუღებლად მიმაჩნია.გადავავლოთ თვალი წიგნების დაწვის ტრადიციას, იგი ძველი სამყაროსათვის დამახასიათებელი იყო, ერთერთი პირველი იყო ახენატონი, რომელმაც უცნობილესი თებეს ბიბლიოთეკა დაწვა, შემდეგ ჩინ ში უანგი გაერთიანებული ჩინეთის პირველი იმპერატორი, რომელმაც ბრძანა მის დაბადებამდის ყველა დაბეჭდილი წიგნი დაეწვათ, შემდეგ 168 წელს ქრისტემდე, სელჩუკები წვავენ იერუსალიმის ებრაულ ბიბლიოთეკას, იგევსს აკეთებს შემდეგ რომაელი კეისარი 48 წელს ჩვ.წ. 646 წელს არაბები მიწასთან ასწორებენ ულამაზეს და უმდიდრეს ბერძნულ ქალაქ ალექსანდრიას და მის უმდიდრეს ბიბლიოთეკას ცეცხლს მისცემენ... 980 წელის ალმანსორი კორდობას ხალიფების ბიბლიოთეკას წვავს, როგორც შემდეგ 1176 წელს სალადინი შიიტურს ქაიროში, მერე ქრისტიანების "გმირობების" დრო დგება, ჯვაროსნები 1204 წელს წვავენ კონსტანტინეპოლის ბიბლიოთეკას, 1258 წელს მონღოლები სუნიტურ ბიბლიოთეკას ბაღდადში, 1560 წელს ეპიკოპოსი დიეგო და ლანდა წვავს უძვირფასეს მაიას ბიბლიოთეკას იკატანში, ხოლო 1691 წელს სხვა ეპისკოპოსი ნუნეზ დე ლა ვეგა ჩიაპას მაიას ტომების ბიბლიოთეკას წვავს... შემდეგ ისევ ქრისტიანული კოცონები დასავლეთში, სადაც წიგნებთან ერთად მათი გამომყენებლები ან ავტორებიც შეაპუწკუნეს ინკვიზიციის დროს, არსებობდა სპეციალური სიაც კი რომელი წიგნები უნდა დაეწვათ... არც მეოცე საუკუნე ყოფილა ამ მხრივ გამონაკლისი ჯერ კომუნისტური ხროვა წვავდა საეკლესიო წიგნებს მთელს საბჭოთა სივრცეში და მერე 1933 წელს გერმანელი ფაშისტები უზარმაზარ კოცონს აწყობენ იმ წიგნებისა რაც მესამე რაიხის იდეოლოგიაში არ ჯდებოდა... ეს სამარცხვინო სია შეგვიძლია გავაგრძელოთ მკალავიშვილის ფანატიკოსთა, მმკ-ს და ზოგი მრევლის მიერ განხორციელებული საქციელებით... იყო ასევე პოლიტიკური დაწვები, ზვიადისტი ქალების მიერ ჩარკვიანის წიგნების დაწვა და ა.შ. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th July 2025 - 06:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი