![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
მარტო ჩვენ ვცხოვნდებით?''
ანუ ვაჟა ფშაველას ამ სიტყვებიდან გამომდინარე, ხომ არ მოვდივართ წინააღმდეგობაში იმ პრინციპთან, რომ მხოლოდ მართლამადიდებლური წესით მონათლულები ცხოვნდებიან? ან ვაჟა ფშაველა, რომელსაც სასულიერო გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული, რატომ ამბობს ამას? საერთოდ რა არის ალუდა ქეთელაურის არსი. რისი თქმა უნდოდა ვაჟას, ნუთუ მან არ იცოდა პრინციპი, რომ უფალი ცოდვილთა გადასარჩენად მოვიდა და ნათლობა დაადგინა. აი ეს სტროფებიც რომ შევაჯეროთ: ,,- რას ამბობ? ქისტის ცხონება არ დაწერილა რჯულადა. - მით ვაქებ ვაჟკაცობასა, არ იყიდება ფულადა. '' ,,ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ, მარტოთ ჩვენ გვზდიან დედანი; ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ კუპრში მიელის ქშენანი. ამის თქმით ვწარა-მარაობთ, ღთიშვილთ უკეთეს იციან. ყველანი მართალს ამბობენ განა, ვინაცა ჰფიციან?! '' ,,- ვის ამწყალობნებ, ალუდავ, ამა კურატით შავითა? - ჰკითხავს ალუდას ხუცესი გადაწეულის მკლავითა. - ეგ სამხვეწროა, ბერდიავ, ძოღან მოკლულის ქისტისა. მუცალს ეტყოდენ სახელად, მაუნათლავის შვილისა. კარგადაც დამიწყალობნე, გამიმეტებავ მისთვინა, როგორც უნდომლად მოკლულის თავის ლამაზის ძმისთვინა. '' ,,- გაურჯულებულს არჯულებ, შენ ეგ არ შაგიხდებისა, ქისტისად საკლავის დაკვლა კარგად არ მოგიხდებისა. მამით არ მოდის ანდერძი, პაპით და პაპის-პაპითა, გონთ მოდი, ქრისტიანი ხარ, ურჯულოვდები მაგითა; ეშმაკს ნუ მისდევ... ეგ სიტყვა როგორ ამოგცდა ბაგითა?! '' ,,გაჯავრდა ქეთელაური, ფერი დაიდვა მგლისაო; ხელი დაიკრა ფრანგულსა, შუქი ამოხდა მზისაო. უქნივა მოზვერს ქედზედა, თავი მიგორავს ძირსაო. თან შაეხვეწა ბატონსა, ნუ შამიცოდებ შვილსაო, ალლადა ჰქონდეს მუცალსა, მაგ მოუნათლავ გმირსაო. '' ,,- გაგონილაა, - იძახდა, - ასრე აგდება რჯულისა: საკლავს თვითონ ჰკლავს ალუდა, მამხსენე ქისტის სულისა, ხალხო, მინდარის გავიგო პასუხი თქვენის გულისა. დაჯარდით, ხევსურთ შვილებო, ყველანი - დიდნი, მცირენი, - სამართალი ვქნათ, ვუმტვრიოთ ალუდას სახლის დირენი;'' ,,- დიაცნო, ნუ ხართ ყბედადა, მოდით, მამყევით, ვიდინოთ, ღმერთმ ეს გვარგუნა ბედადა, ჯვარს არ აწყინოთ, თემს ნუ სწყევთ, ნუ გადიქცევით ცეტადა! ერთხელ მაუნდა ალუდას, ერთხელ მობრუნვა თავისა: “მშვიდობით, საჯიხვეებო, გამახარელნო თვალისა! მშვიდობით, ჩემო სახ-კარო, გულში ამშლელო ბრალისა! მშვიდობით, ჩვენო ბატონო, ყმათად მიმცემო ძალისა!” აქ საუბარი არაა ვაჟა-ფშაველაზე ან ალუდა ქეთელაურზე მხოლოდ. თემაა ზოგადად, მხოლდ ქრისტიანები მოხვდებით სასუფეველში? ანუ კარგი ქცევების კათოლიკე და თქვენ რომლებიც ვთქვათ ცოდვებში ყელამდე ხართ ჩაფლული, ღმერთისთვის ერთი და იგივეა? მაშინ რატომ არ მოვიდა მხოლოდ ებრაელთათვის? რატომ მოვიდა მთელი კაცობრიობისათვის? |
![]() ![]() |
მატასი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() თამ... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 ![]() |
საინტერესო თემაა ძალიან... მაგრამ ჩვენ ღვთისმეტყველები არ ვართ, რომ ამის გარკვევა დავიწყოთ...
მოუნათლავ ყრმებზე რომ იყო მთელი ამბები, ის გამახსენდა ახლა... მე არაფერი არ ვიცი... მაგრამ მწამს ღვთის სამართლიანობის... QUOTE და საერთოდ მაგ კითხვას დიდი ხანია კომპეტენტური პასუხი აქვს ეკლესიის მიერ და ვინმემ მოისხას მადლი და დადოს. აი ეს კი ძალიან საინტერესო იქნება ![]() -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
orthodox_82 |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 35 რეგისტრ.: 28-December 06 წევრი № 759 ![]() |
საინტერესო თემაა ძალიან... მაგრამ ჩვენ ღვთისმეტყველები არ ვართ, რომ ამის გარკვევა დავიწყოთ... საინტერესოც და რთულიც, ასეთ საკითხებზე ბევრს კამათობენ, განსაკუთრებით ფანატიკოსები, რომლებიც "მართლმადიდებლობას იცავენ". ბნელები ვერ იტანენ თანამედროვე ერისკაც ღვთისმეტყველებს, მაგ: ა. ოსიპოვს, ე. ჭელიძეს, მამებს ა. კურაევს, არქ. ზენონ თეოდორს, და ა.შ. რომლებსაც ასეთ საკითხებზე საინტერესო ქადაგებები და სწავლებები აქვთ, და არ ეწინააღმდეგება ეკლესიას. ღმერთი აცხოვნებს თუ არა არამართლმადიდებელს ეს ჩვენ არ ვიცით, თუმცა ისიც გვწამდეს რომ მართლმადიდებლობაა მაცხოვნებელი რელიგია, მაგრამ ნუ გავხდებით ღმერთი, და საკუთარი სულის ცხონებაზე მეტ დროს დავუთმობთ უკეთესი იქნება. მოუნათლავ ყრმებზე რომ იყო მთელი ამბები, ის გამახსენდა ახლა... მეც დავწერე მაგ თემაში, და ვნახე განსხვავებული აზრები...ზოგიერთები უნათლავ ბავშვთა ჯოჯოხეთის ხვედრზე ბოდავენ, და აღნიშნავენ რომ ისინი იქ არ იტანჯებიან, ასეთ რამეს არცერთი წმინდა მამა არ ამბობს, წმ. მაკარი ამბობს რომ არ შევნელ ისინი გეენაშიო, გეენას ადრე ზოგიერთი წმ. მამა მთლიანად ჯოჯოხეთს უწოდებს. ასე რომ სიფრთხილეა საჭირო, ნუ დავუჯერებთ ისეთ ბოდვებს როგორიცაა-ჯოჯოხეთში არიან მაგრამ არ იტანჯებიან, მივანდოთ უნათლავთა და ისეთ ადამიანთა სულები ვისაც არ ექადაგა ჭეშმარიტება. -------------------- [b]
უფალო შეგვიწყალენ [/b] |
შეხვეწილი |
![]()
პოსტი
#4
|
უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 555 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: გარდატეხის ასაკი წევრი № 436 ![]() |
მე ვთვლი, რომ მართლმადიდებლებსა და დანარჩენებს შორის ცხონება-არცხონების საკითხის გადაწყვეტისას გამოდგება სახარების იგავი ორ შვილზე, რომელთაც მამა უთხრა, მიდი ეს გააკეთეო და ერთმა უთხრა გავაკეთებო და არ გააკეთა, მეორემ კი არ გავაკეთებო და გააკეთა.
გავაკეთებო - ეს ცოდვილი ქრისტიანები არიან, ვინც ნათლობით მიიღო ვალდებულება და არ შეასრულა იგი. ხოლო არ გავაკეთებო - ესაა უნათლავები, რომელთაც მცნებები აღასრულეს. აქ კიდევ ორი ,,შვილი'' შეიძლება ვიგულისხმოთ, თუმცა ისინი პრობლემური არაა და ამიტომაც არაა მოყვანილი იგავში: ერთი - რომელმაც თქვა გავაკეთებო და გააკეთა და მეორე რომელმაც თქვა არ გავაკეთებო და არ გააკეთა. ანუ რაღაც მომენტში რელიგია აღარ არის საჭირო იმ ადამიანისათვის, რომელმაც რელიგიის ეტაპი დაძლია. რე-ლიგო ხელახლა კავშირს ნიშნავს, ანუ დაბრუნებას ლიგაში, კავშირში და ვინც დაძლია ეს - შევიდა ნირვანაში, რათ უნდა მას რელიგია? ის თავადაა უკვე ღმერთი (ანუ იგი მიემსგავსა პირველსახეს). ეს აზრია ჩადებული ალუდაში. წესების აღსრულება სჭირდებათ ხევსურებს, რომელთაც კავშირი არ აღუდგენიათ უფალთან, რადგან ჯერ კიდევ თვლიან, რომ მტერს მარჯვენა უნდა მასჭრა. ალუდა კი მიხვდა, რომ სისხლის ღვრა (სისხლში დაიდგას ლოგინი, სისხლში გაზრდიდეს შვილებსა) არაა ადამიანის დანიშნულება. ამის დანახვის საშუალება მას მისცა არა იმ გარემოემ რომელშიც გაიზარდა, სადაც იგი ყველას აღემატებოდა და სხვისგან სწავლაზე მეტად მისგან თუ ისწავლიდა ვინმე რამეს, არამედ - ქისტმა და ურჯულო მუცალმა, რომელმაც 9-ჯერ უხსენა დედა. და რომელიც ძმის გულისათვის მოკვდა და არა თავისი თავის გულისათვის. გავიხსენოთ, ალუდა ძმას სჭრის მკლავს, მაგრამ მუცალს - არა. რატომ აძლევს ალუდა თავ უფლებას, რომ თავად დაკლას სამხვეწრო? ეს იგივე კითხვაა, რაც - რატომ არღვევდა ქრისტე შაბათს? იმიტომ, რომ მისთვის უკვე სამხვეწროს დაკვლა აღარაა ღირებული იმდენად, რამდენადაც დანარჩენი ხევსურებისათვის, ის გადასულია უსისხლო მსხვერპლის შეწირვის ეტაპზე თავისი ცნობიერებით და ხვდება, რომ გული წიმინდა და სული წრფელი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცხვარი და სისხლი სისხლით არ იბანება. ამიტომ ამ ეტაპზე დასაშვებია ხვეწნა ურჯულოს სულისათვის, თან რამდენი სიბრალულიცაა ამავდროულად ჩაქსოვილი სიტყვებში ,,მაგ მოუნათლავ გმირისაო'' - ესაა ადამიანის უბსტანცია, რომელიც ფლურად არ იყიდება - გმირობა. და ის რომ მოუნათლავია უკვე აზრს კარგავს, რადგან მან ,,გააკეთა.'' თუ გასულ საუკუნეში რაიმე შექმნილა საქართველოში ფასეული, ეს უპირველეს ყოვლისა არის ,,მთიდან ყვირილი ხარისა'' ესაა აზროვნება, რომელიც მოიცავს ქრისტიანობას და თავისი ზნეობრივი კოდექსით უფრო მაღლაც კი დგას, მაგრამ ეს ქრისტიანობას არ აკნინებს, რადგან ეს უკანასკნელი ყველაზეა გათვლილი, ხოლო ვაჟას აზროვნება - ერთეულებზე, ისეთ ერთეულებზე, როგორიც იყო სერაფიმე საროველი, მაგალითად, რომელსაც ყველა ვერ მივემსგავსებით ღვაწლით, მაგრამ შესაძლოა ჩვენც ვცხოვნდეთ ჩვენი პატარა საქმეებით. ქართული აზროვნება, მაგალითად მოგვარეზე დაქორწინების აკრძალვა ან შვიდ თაობამდე დაუქორწინებლობა, აბსოლუტურად არ შეესაბამება ქრისტიანობას, რომელიც გაცილებით მცირე შეზღუდვას აწესებს, ვიდრე ქართული ადათი, თუმცა ეს არც ქრისტიანობას აკნინებს, დამეტანხმებით, მაგრამ აბა მიდი და უხსენი ქართველ კაცს, რომ მე-& თაობა სინამდვილეში მისი გარე ბიძაშვილია. p.s. თუ რამეში არ მეთანხმებით, არ ინერვიულოთ, ზუსტად მსგავს აზრებში 3-იანი დამიწერა დამრიგებელმა. ![]() -------------------- სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია! არადა, რავჩივარ ერთი?.. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 07:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი