![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
მარტო ჩვენ ვცხოვნდებით?''
ანუ ვაჟა ფშაველას ამ სიტყვებიდან გამომდინარე, ხომ არ მოვდივართ წინააღმდეგობაში იმ პრინციპთან, რომ მხოლოდ მართლამადიდებლური წესით მონათლულები ცხოვნდებიან? ან ვაჟა ფშაველა, რომელსაც სასულიერო გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული, რატომ ამბობს ამას? საერთოდ რა არის ალუდა ქეთელაურის არსი. რისი თქმა უნდოდა ვაჟას, ნუთუ მან არ იცოდა პრინციპი, რომ უფალი ცოდვილთა გადასარჩენად მოვიდა და ნათლობა დაადგინა. აი ეს სტროფებიც რომ შევაჯეროთ: ,,- რას ამბობ? ქისტის ცხონება არ დაწერილა რჯულადა. - მით ვაქებ ვაჟკაცობასა, არ იყიდება ფულადა. '' ,,ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ, მარტოთ ჩვენ გვზდიან დედანი; ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ კუპრში მიელის ქშენანი. ამის თქმით ვწარა-მარაობთ, ღთიშვილთ უკეთეს იციან. ყველანი მართალს ამბობენ განა, ვინაცა ჰფიციან?! '' ,,- ვის ამწყალობნებ, ალუდავ, ამა კურატით შავითა? - ჰკითხავს ალუდას ხუცესი გადაწეულის მკლავითა. - ეგ სამხვეწროა, ბერდიავ, ძოღან მოკლულის ქისტისა. მუცალს ეტყოდენ სახელად, მაუნათლავის შვილისა. კარგადაც დამიწყალობნე, გამიმეტებავ მისთვინა, როგორც უნდომლად მოკლულის თავის ლამაზის ძმისთვინა. '' ,,- გაურჯულებულს არჯულებ, შენ ეგ არ შაგიხდებისა, ქისტისად საკლავის დაკვლა კარგად არ მოგიხდებისა. მამით არ მოდის ანდერძი, პაპით და პაპის-პაპითა, გონთ მოდი, ქრისტიანი ხარ, ურჯულოვდები მაგითა; ეშმაკს ნუ მისდევ... ეგ სიტყვა როგორ ამოგცდა ბაგითა?! '' ,,გაჯავრდა ქეთელაური, ფერი დაიდვა მგლისაო; ხელი დაიკრა ფრანგულსა, შუქი ამოხდა მზისაო. უქნივა მოზვერს ქედზედა, თავი მიგორავს ძირსაო. თან შაეხვეწა ბატონსა, ნუ შამიცოდებ შვილსაო, ალლადა ჰქონდეს მუცალსა, მაგ მოუნათლავ გმირსაო. '' ,,- გაგონილაა, - იძახდა, - ასრე აგდება რჯულისა: საკლავს თვითონ ჰკლავს ალუდა, მამხსენე ქისტის სულისა, ხალხო, მინდარის გავიგო პასუხი თქვენის გულისა. დაჯარდით, ხევსურთ შვილებო, ყველანი - დიდნი, მცირენი, - სამართალი ვქნათ, ვუმტვრიოთ ალუდას სახლის დირენი;'' ,,- დიაცნო, ნუ ხართ ყბედადა, მოდით, მამყევით, ვიდინოთ, ღმერთმ ეს გვარგუნა ბედადა, ჯვარს არ აწყინოთ, თემს ნუ სწყევთ, ნუ გადიქცევით ცეტადა! ერთხელ მაუნდა ალუდას, ერთხელ მობრუნვა თავისა: “მშვიდობით, საჯიხვეებო, გამახარელნო თვალისა! მშვიდობით, ჩემო სახ-კარო, გულში ამშლელო ბრალისა! მშვიდობით, ჩვენო ბატონო, ყმათად მიმცემო ძალისა!” აქ საუბარი არაა ვაჟა-ფშაველაზე ან ალუდა ქეთელაურზე მხოლოდ. თემაა ზოგადად, მხოლდ ქრისტიანები მოხვდებით სასუფეველში? ანუ კარგი ქცევების კათოლიკე და თქვენ რომლებიც ვთქვათ ცოდვებში ყელამდე ხართ ჩაფლული, ღმერთისთვის ერთი და იგივეა? მაშინ რატომ არ მოვიდა მხოლოდ ებრაელთათვის? რატომ მოვიდა მთელი კაცობრიობისათვის? |
![]() ![]() |
მნათე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 ![]() |
ციტატა გავაკეთებო - ეს ცოდვილი ქრისტიანები არიან, ვინც ნათლობით მიიღო ვალდებულება და არ შეასრულა იგი. ქრისტეანებზე-ცოდვილის დაყოლება საჭირო აღარაა ![]() ![]() ციტატა ესაა უნათლავები, რომელთაც მცნებები აღასრულეს და რომელი მცნებები აღასრულეს? ![]() ციტატა წმიდა ეპისკოპოსს ეგნატე სტავროპოლელს (ბრიანჩანინოვს) აქვს შესანიშნავი ნაშრომი "О евангельских блаженствах" (იხ. "Аскетические опыты". Том I), სადაც ის განმარტავს სახარებისეულ ნეტარებებს და წარმოაჩენს მათ როგორც სათნოებათა კიბეს. ნეტარებებში ხსენებული ყოველი მუხლი წარმოადგენს საფუძველს შემდგომისა. მოვიყვან მხოლოდ ორიოდე ამონარიდს: "Едва христианин захочет осуществлять в действиях своих, внешних и внутренних, евангельские заповеди, как увидит поврежденную свою природу, восстающую против Евангелия, упорно противодействующую Евангелию. Христианин, при свете Евангелия, видит в себе падение человечества. От этого зрения естественно рождается смиренное понятие о себе, называемое в Евангелии нищетою духа". როგორც ვხედავთ სულის სიგლახაკის განცდა იბადება სახარებისეული მცნებების აღსრულების მცდელობისას კაცობრივი ბუნების დაცემულობის ხილვით. ამ განცდას ეფუძვნება შემდეგი ნეტარებისეული სათნოება — გლოვა; გლოვას — სიმშვიდე, და ა.შ. "Милосердие никого не осуждает, любит врагов, полагает душу за друзей, соделывает человека Богоподобным. Это состояние — опять блаженство. Сердце, объятое милостью, не может иметь никакого помышления о зле; все помыслы его — благость". დამეთანხმებით, მსგავსი სათნოება სრულყოფილთა შორის თუ მოიპოვება. შეუძლებელია მსგავსი მდგომარეობა გულისა ჰქონდეს მუსულმანს მისი მრწამსიდან გამომდინარე. არფერს ვამბობ გულის სიწმიდის ქრისტეანულ გააზრებაზე. ის კეთილი თვისებები, რომელიც გააჩნია ადამიანს ბუნებითად, ვერ იქნება შესაწირავი ღმრთისადმი, რადგან შებილწულია ჩვენი ცოდვებით. ადამიანურმა მოწყალებამ შეიძლება მხოლოდ მოამზადოს გული ქრისტეს მისაღებად, რათა შემდგომში საღმრთო მადლმა გვასწავლოს ჭეშმარიტი სიკეთე და მოწყალება. ციტატა ანუ რაღაც მომენტში რელიგია აღარ არის საჭირო იმ ადამიანისათვის, რომელმაც რელიგიის ეტაპი დაძლია. და ეს როგორ მოახერხა? ![]() ციტატა რომელიც მოიცავს ქრისტიანობას და თავისი ზნეობრივი კოდექსით უფრო მაღლაც კი დგას, მაგრამ ეს ქრისტიანობას არ აკნინებს გამოათარგმანეთ, ესოდენ დეტალიზებული გენიის შემთვისებელნი ვერ გახლავართ ![]() -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 07:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი