ჰ ე რ ე თ ი - საინგილო, ჰერეთი ჩვენი სულის ნაწილია... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჰ ე რ ე თ ი - საინგილო, ჰერეთი ჩვენი სულის ნაწილია... |
უჩა |
May 10 2007, 06:35 AM
პოსტი
#1
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
გიორგობას ვიყავი ჰერეთში ანუ საინგილოში კახის რაიონში. უზომოდ დიდი შთაბეჭდილებებით და მადლით დავბრუნდი უკან.
აქ ქართველობის გრძნობა ძალზედ დიდია, ისეთი დიდი რომ ვერ იტყვი საქართველოში არ ვარო. აქ ცასაც საქართველოს ფერი აქვს, ჰაერიც საქართველოს სურნელს აფრქვევს, მზეც ქართულად ანათებს, ოღონდ მართლა ბუნება ისეთია რომ რავიცი გადაირევი, ისე გადავირიე რომ დილით ცვრიან ბალახზე ფეხშიშველამ დავიწყე ტანტალი ისტორიული ჰერეთი შედგება სამი რაიონისაგან (მეოთხე, ანუ ლაგოდეხი კახეთს შეუერთდა) - ბელაქანი, ზაქათალა და კახი. ამათში ეს უკანასკნელი - კახი, საქართველოს საზღვრიდან ყველაზე შორს მდებარეობს და ყველაზე მეტი ქრისტიანი ქართველი იქ ცხოვრობს. საინგილოში ყველაზე დიდი დღესასწაულად ქურმუმხობა ითვლებოდა. ქურმუმხის წმინდა გიორგის პატივსაცემად ზეიმის გამართვის ტრადიცია უძველესი დროიდან არის შემორჩენილი. ჰერელების რწმენით ქურმუხის წმინდა გიორგი მისი მფარველი და მწყალებელი იყო. (სურათები პაწა უხარისხოა, ჩემი უბადრული მობილის გადაღებულია და) რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ ტაძარს თათრებიც განსაკუთრებულ და დიდ პატივს ცემენ. აქ ვნახე ფეხშიშველა თათრები, თათრის ბავშვები სანთლით ხელში, წმინდა გიორგის ხატთან მდგომარე. მოკლედ ეს ამბავი ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო. ჩემმა მასპინძელმა ასეთი ახსნა მოუძებნა ამ ფაქტს რომ თათრები ჩვენ რჯულზე გადმოდიან ნელ-ნელაო. ახლა რაც შეეხება ქურმუხის წმინდა გიორგის. "ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია, მიმზიდველ ადგილას მდებარეობს-მთის მაღალ ფრდობს ამშვენებს და ტყით არის გარემოცული. აქედან მთელი საინგილო ხელისგულივით მოსჩანს, ასევე შორს სჩანს ალაზანი და შირაქი თვალუწვდენელი ველ-მინდვრებით. ქურმუხობას აღნიშნავენ როგორც ქრიასტიანები ასევე მაჰმადიანებიც." თათრები ცდილობენ ეს ტაძარი ქართველებს წაართვან, რამოდენიმეჯერ ჩხუბიც მომხდარა თურმე, ჯვარიც ჩამოუხსნიათ თათრებს ტაძრისთვის და გასაღებს არ აძლევდნენ თურმე ქართველებს. მაგრამ უფლის შემწეობით უკვე რამოდენიმე თვეა ყოველ კვირას ამ ტაძარში პარაკლისი ტარდება, გასაღებიც ჩვენ გვაქვს, და ყველაფერი კარგადაა. ასევე ჩემმა მასპინძელმა მომიყვა ამ ტაძართან დაკავშირებული თქმულება: თურმე ამ ტაძრის შესასვლელთან მიწაში დიდი ჭური ყოფილა და მომლოცველები შესაწირს ყრიდნენ შიგნით, ამ ჭურს მცველად ერთი დიდი გრძელი გველი ყოლია, ისეთი გრძელი რომ მდინარე ქურმუხზე წყლის დასალევად რომ ჩავიდოდა კუდი ისევ ჭურთან ქონდაო და თურმე ფულს არავის არ აპარინებდა, რამოდენიმე თათარს უცდიათ ამ ფულის მოპარვა და დაუგესლია ამ გველს და მოუკლია. ასე ამტკიცებდა რომ მე მყავს ის გველი ბავშვობაში ნანახიო. ახლა კი ის ჭური მიწით არის დაფარულიო. გიორგობას ამ ტაძრის მისადგომებთან იმართება დიდი სახალხო დღესასწაული. აქეთ ქართველები ქეიფობენ იქით თათრები თავისას უბერავენ ქართველები რომ მღერიან ისინი ზურნას აჭყაპუნებენ (ოხ მაგათი...). მარა მაინც სიმღერით გადავუჯოკრედ წელს ხო ასევე ჩატარდა ჭიდაობა, და ახლა რა სათქმელია იასნია ყველა თათარი ვაფორთხიალეთ ასევე ხელიც გადავუწიეთ თათარ ორფეხა ძაღლებს, პოლიციელებს. ხო კიდე ძალიან წყინდათ ინგილოებს რომ ვეძახოდით და გაგვაფრთხილეს რომ ჰერელები დაგვეძახა მათთვის. ჩვენ ჰერელები ვართო ყველა იძახოდა. ხოო მართლა რამოდენიმე მეგობარიც შევიძინე. მე მერე გავიგე რომ გამაჰმადიანებულ ქართველებს უწოდებდნენ “იანგილოს”, რაც თურქულად ნიშნავს “ახალს” –“ ახალად მორჯულებულს”.სახელწოდება “ინგილო” მიღებილი ცანს ძველ თურქული იანგილი—იანგილო ფორმიდან (ყანგილი—ყანგილო), ხოლო “ინგილოდან” წარმოსდგა სახელწოდება “საინგილო”. ამგვარად, კახეთის აღმოსავლეთ ნაწილმა ნაწილმა XVIII ს. მიიღOო საა\ხელწოდება “საინგილო”. როგორც ზემოთქმულიდან ჩანს, “ინგილო” არა ეთნიკური, არამედ სოციალური შინაარსის ცნებაა, ე.ი. “ინგილო” როგორც ერი არ არსებობს, ინგილოები ქართველები არიან. მოკლედ ძალიან დიდი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი შინ. მართლა მაგარი ქართველები ცხოვრობენ იქ და მაგარ შევიწროებას განიცდიან თათრებისგან სამწუხაროდ. უმაგრესი ხალხია რა ვენაცვალე მაგათ. არ კარგავენ მართლმადიდებლობას და ქართველობას. მაგრამ საშინელი სიტყვაციაა რა, ლიტერატურა, ხატები, საქართველოს ისტორიის წიგნები, და თითქმის ყველაფერი ქართული აკლიათ. საზღვარზე ხატები, ეკლესიური წიგნები ჩუმად გადავიტანეთ, რომ დაგინახონ ჩამოგართმევენ და შეილება პრობლემებიც შეგექმნათო. მაგი კი არა ქართველმა მესაზღვრემ, მამაოს სახარებას არ ატანინებენო საზღვარზეო და მე გადამაქ ხოლმე ნაცნობები მყავს ცოტა საზღვარზეო. აბა... ასევე მოსახლეობაც მაგარი გაჭირვებაშია. თათარს ხელი რომ დაარტყა აქ ეგრევე ციხეში გიკრავენ თავსო, ხოდა იმან რომც მოგკლას არ დაიჭერენო. ასეთი ფაქტი ბევრი ყოფილა და არის აქო. და ეს ყველაფერი ნახეთ რა შედეგს გვაძლევს: 1959 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანში აღრიცხული იყო 10 ათასი ქრისტიანი ქართველი. დღეს ეს ციფრი 5 ათასამდეა დასული, მაშინ როცა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა რიცხვი 120 ათასიდან 350 ათასამდე გაიზარდა. საქართველომ, როგორც სამაჩაბლო და აფხაზეთი, ერთ დროს ჰერეთიც გაიმეტა. დღეს კი ქართული ხელისუფლება ამ მხარეს გაზზე ცვლის აზერბაიჯანთან. დახმარებაც არ ჩანს ამ მხარის მიმართ და საერთოდ არანაირი ყურადღება. რაზედ უზომოდ გული მწყდება არადა დამიჯერეთ ერთხელ მაინც რომ მოხვდეთ იმ მხარეში, იმისი დარდი წამოგყვებათ, იქაური ხალხის გაჭირვება და წუხილი გულში ჩაგივარდებათ. აი მე შემილია თამამად ვთქვა რომ ვინც იქ ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქართველი დარჩა ისინი არიან ნამდვილი საქართველოს გმირები. მე ასე ვფიქრობ და ასე მწამს! ღმერთმა ადღეგრძელოს, გაამრავლოს, მართლმადიდებლობაზე მოაქციოს ყველა, გააძლიეროს, გაამთლიანოს ჰერელი ქართველობა. და მალე ეს მხარე ჩვენ საქართველოს წიაღს დაბრუნებოდეს. ამინ! -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
უჩა |
Nov 17 2008, 10:11 PM
პოსტი
#2
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
MARI-MARIKO
გაიხარე მარ. -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 02:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი