ქართული ნაციონალური ცეკვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ნაციონალური ცეკვა |
ბექა |
Jan 29 2007, 01:31 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
ვისაუბროთ დღევანდელ ქართულ ნაციონალურ ცეკვაზე და სახელმწიფო ანსაბლებზე და თუ ვინსმე გვაქვს გამოცდილება ცეკვის.
|
მხევალი ნინო |
Jan 30 2007, 06:07 PM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
შეხვეწილს დიდხნას აქვს ბანი დადებული? ხომ არ დაგვებრუნებინა? ასეთი აქტიური , როგორც ბანის დადების შემდეგ გახდა არასოდეს მინახია.
კარგი ემაა ქართული ცეკვა, უსაზღვროდ მიყვარს, ვიცი ბევრი შემეწინააღმდეგება, მაგრამ ვიტყვი რომ აღარ მომწონს სუხიშვილების ცეკვები, რივერ დანსის გამეორებაა, მე ვფიქრობ, რომ ამ გატანამედროვებული ცეკვებით ქართული ხასიათი დაიკარგა. თუმცა ზუსტად მოცეკვავეები მედავებიან ხოლმე, მაგრამ რა ვიცი მე ასე ვფიქორბ და -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
ვეშაპო |
Jan 30 2007, 11:23 PM
პოსტი
#3
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
ძალიან გთხოვთ, "სუხიშვილებს" და "ერისიონს" ფოლკლოღთან მიმართებაში სწორი პოზიცია მოუძებნეთ.
პრინციპში "რუსთავსაც", თუმცა ეს უკანასკნელი ქართულ ილეთებს მაინც ეყრდნობა. შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ არცერთ თქვენგანს (ჯამბაკურს არ ვგულისხმობ) ქართული ცეკვა ნანახი არ გაქვთ, ამ სიტყვების ფოლკლორული გაგებით. სამწუხაროდ, ვიდეოკამერაზე მაქვს და ვერ გადამაქვს ჯერჯერობით კომპიუტერში, თორე გაჩვენებდით თქვენც, რა არის ქართული ცეკვა. თქვენ მიჩვეულები ხართ, რომ მთიულურის ცეკვის დროს "მოცეკვავეს" აუცილებლად გაშლეგებული და დუჟმორეული ადამიანის გრიმასა უნდა ჰქონდეს სახეზე აფარებული. თავის ყოველ მოქნევაზე, "ვითომ ოფლის" წვეთები უნდა სცვიოდეს გარშემო და ცისარტყელას ფერებს უნდა აყენებდეს. ხორუმის ცეკვის დროს აუცილებელია მკაცრი და უგრძნობი სახით ცეკვა. გურული ფარცას დროს აუცილებლად 32 კბილი უნდა გიჩანდეს, ისე უნდა იღიმებოდე. სვანური ცერულების დროს ისე ამაყად უნდა იყურებოდე, როგორც ქარაფზე გადმომდგარი ჯიხვი. ძირითადი აქცენტი გადატანილია "ვითომ ხალხური" ილეთის ილეთის რაც შეიძლება რთულად შესრულებაზე. ეს იწვევს იმას რომ საერთოდ აღარ იგრძნობა ის ხასიათი, რომელიც ამა თუ იმ კუთხისთვისაა დამახასიათებელი. ანუ დღავანდელმა ანსამბლებმა ქართულ ცეკვას სული ამოართვეს და შეიძლება თამამად ითქვს, მოკლეს. თუმცა, მადლობა ღმერთს, სვანებს ჯერ ასეთი პრობლემა არ ემუქრებათ. ასევე, აჭარაში ჯერ კიდევ ფეხზე დგას ენვერ ხალვაშის მოხუცებულთა გუნდი. ასევე, მაჭახელის ხეობის და შავშეთის ქართველობა თურქეთში. აქ დავდებ ლენტეხელი სვანების მიერ შესრულებულ ფერხულებს (უკანასკნელი მათგანი ც ერულებით მთავრდება) და თვითონ შეადარეთ დღევანდელ ანსამბლებს. ლენტეხელი სვანების ფერხულები - 1 ლენტეხელი სვანების ფერხულები - 2 გადაიწერეთ ორივე და შემდეგ მხოლოდ პირველი გახსენით. ადამის ნეკნო მაპატიე. შემთხვევით ეს წერილი შენს პოსტში ჩავწერე და ეხლა რომ ვნახე, შენი პოსტის წაშლა მომიწია. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი