![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#1
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ერთის მხრივ იყო კურთხევა ახალი თემა გახსენითო, მეორეს მხრივ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ არ ვიცნობთ წმ. წერილს, ფაქტობრივად რიგითი სექტანტი ხშირად წლობით ეკლესიურს სჯობს ახალი აღთქმის ცოდნაში, ვგულისხმობ სად რა წერია და ა.შ. რათქმაუნდა სექტანტური ცოდნა, და ციტატებზე ხტუნაობა ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ აქ ისიცაა დასანახი, მათ შესწავლილი აქვთ წმიდა წერილი... ჩვენს წმიდა მამებსაც ასევე გაშინაგანებული ქონდათ წმ. წერილი, ამიტომ ძალიან მისასლამებელია ის თუ ვინმე კანონს მიყვება და კითხულობს წმ. წერილს, ვიცი ხალხი, ვინც ყოველდღე თითო თავს კითხულობს სახარებიდან და თითო თავს სამოციქულოდან...
ეს ძალიან კარგი წესია, მე სამწუხაროდ ვერ ვახერხებ, მაგრამ წესად მაქვს, რომ ხშირად გადავშალო წმ. წერილი და შემთხვევითი ადგილი რაც შემხვდება ის წავიკითხო, და შემდეგ მასზე ვიფიქრო, მამების განმარტებაც მოვიძიო საჭიროების მიხედვით, ჩვენშიც იქნება ბევრი, ვისაც ყოველდღიურად ან კვირაში რამოდენიმეჯერ უწევს შეხება წმ. წერილთან, კითხვებისათვის აქვეა ცალკე თემა და სჯობს იქ დასვათ კითხვები,აქ დაწერეთ რა წაიკითხეთ, რა მოგეწონათ, რა აღმოაჩინეთ... წმ.წერილის მადლი გეწეოდეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
მოკლედ მთელ ფორუმზე ან ჩვენ სამნი ვკითხულობთ სახარებას ან დანარჩენები არ გვიმხელენ თავიანთ გამოცდილებას, ფიქრებს და აზრს
![]() 28. და იყო შემდგომად სიტყუათა ამათ ვითარ რვა ოდენ დღე, და წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღვიდა მთასა ლოცვად. 29. და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვაჲ პირისა მისისაჲ სხუა და სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე. 30. და აჰა ესერა ორნი კაცნი მის თანა ზრახვიდეს, რომელნი იყვნეს მოსე და ელია. 31. რომელნი გამოჩნდეს დიდებითა და იტყოდეს განსლვასა მას მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალჱმს. 32. ხოლო პეტრე და მისთანანი დამძიმებულ იყვნეს ძილითა; ხოლო გან-რაჲ-იღჳძეს, იხილეს დიდებაჲ მისი და ორნი კაცნი მის თანა მდგომარენი. 33. და იყო განშორებასა მას მათსა მისგან ჰრქუა პეტრე იესუს: მოძღუარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ, და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა, − რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა. 34. და ვითარცა ამას იტყოდა, აჰა ღრუბელი აგრილობდა მათ, და შეეშინა მათ შესლვად ღრუბელსა მას. 35. და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, ამისი ისმინეთ. 36. და ესე რაჲ იყო ჴმაჲ, იპოვა იესუ მარტოჲ. და მათ დაიდუმეს და არაჲ ვის უთხრეს მათ დღეთა შინა, რომელ-იგი იხილეს. ![]() ![]() -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th June 2024 - 02:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი