რჯული და მადლი, ჩვენ რჯულში აღარ ვცხოვრობთ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რჯული და მადლი, ჩვენ რჯულში აღარ ვცხოვრობთ... |
გლახა |
Jan 30 2007, 05:07 PM
პოსტი
#1
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
------------
|
კანონისტი |
Jan 30 2007, 05:58 PM
პოსტი
#2
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
orthodox_82
ციტატა ჩემი აზრით ადამიანს კანონების შესრულება კი არ უნდა უქადაგო, ღმერთის სიყვარულზე და მოწყალებაზე უნდა ესაუბრო სუფთა პროტესტანტული მიდგომაა, ბაპტისტურ-ევანგელისტური სულით არ გეწყინოს!! რას ჰქვია სიყვარულზე ესაუბრო მხოლოდ! უფლის სიყვარული იმით იწყება, რომ მისი რჯული უნდა შეასრულო. ოღონდ ახალი რჯული - ახალი აღთქმა და არა ძველი ნებისმიერი პროტესტანტი მასე ამბობს! ზოგს მღვდელიც "ეზედმეტება", რა საჭიროა შუამდგომელი ადამიანსა და უფალს შორის, გეგონება ზეცას უერთდებიან თავისი ლოცვით გლახა ციტატა აი ეგ არის ზუსტად... რჯულის მიხედვით ხომ დიდი ხანია ჩასაქოლი ვარ.... რომელი რჯულის მიხედვით? ძველი აღთქმა ხომ არ გგონია შენ?? კანონიკურ ნორმებში (რაც ახალი აღთქმისაა) შენ თუ სადმე ჩაქოლვას ნახავ, მე ჩამქოლე -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
orthodox_82 |
Jan 30 2007, 11:53 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 35 რეგისტრ.: 28-December 06 წევრი № 759 |
orthodox_82 სუფთა პროტესტანტული მიდგომაა, ბაპტისტურ-ევანგელისტური სულით არ გეწყინოს!! რას ჰქვია სიყვარულზე ესაუბრო მხოლოდ! უფლის სიყვარული იმით იწყება, რომ მისი რჯული უნდა შეასრულო. ოღონდ ახალი რჯული - ახალი აღთქმა და არა ძველი ნებისმიერი პროტესტანტი მასე ამბობს! ზოგს მღვდელიც "ეზედმეტება", რა საჭიროა შუამდგომელი ადამიანსა და უფალს შორის, გეგონება ზეცას უერთდებიან თავისი ლოცვით მე პროტესტანტი არ ვარ და არც მწყენია __________________________________________________ მე არ მითქვამს მხოლოდ უფლის სიყვარულზე უნდა ესაუბრო და სჯულზე არ უნდა ესაუბროთქო, უბრალოდ ვერ გამიგე, და ეხლა უფრო შევეცდები აგიხსნათ. ზოგიერთ მორწმუნეს მხოლოდ სჯულის აღსრულება და კანონიკურობა ჰგონია მართლმადიდებლობა, და ამას აყენებს ღვთის და ადამიანს შორის სიყვარულზე მაღლა, მაგ: არაეკლესიური ქალი თუ შევიდა შარვლით ტაძარში ზოგიერთი კანონისტი და სჯულის კანონის აღმსრულებელი მღვდელი ან სტიქაროსანი ეგრევე მივარდება და დაუყვირებს გადი გარეთ! მე პირადად მინახავს მოძღვარს როგორ გაუგდია შარვლის გამო ქალი ტაძრიდან, და ამას მოყვება ის რომ ქალი გადის, და საერთოდ მიდის დარცხვენილი და გულგატეხილი და უკან აღარ იხედება, სამუდამოდ შორდება ეკლესიას. მე ვფიქრობ რომ ასეთ ადამიანს სიყვარულით უნდა ესაუბრო სჯულზე და კანონიკაზე რომ არ დააბრკოლო და დააშორო ღმერთს, ხშირად ხდება კანონისტი სტიქაროსნები როგორ "ქადაგებენ" და აბრკოლებენ ხალხს. კიდევ არის სხვა მსგავსი მომენტები, ზოგ ტაძარში მრევლი ასეთ წესს იცავს, ქალები მარცხნივ არიან კაცები მარჯვნივ, ეს კარგია რომ არის, მაგრამ თუ კაცი ქალების მხარეს გადავა რომელიმე ხატთან სანთლის დასანთებათ, ან უნდა რომელიმე ხატთან ილოცოს ქალების მხარეს, სჯულმცველი სტიქაროსანი მივა და ეტყვის-სჯულის კანონში ასე წერია რომ თქვენ უნდა იდგეთ კაცების მხარეს, და იმას არ ფიქრობს რომ მას უკეთესად ლოცვისთვის იქ ურჩევნია დგომა. მიმიხვდი ამით რისი თქმაც მინდა? ___________________________________________________ -------------------- [b]
უფალო შეგვიწყალენ [/b] |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 5th June 2024 - 06:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი