![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მწირი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 7-August 08 წევრი № 5,448 ![]() |
მოქალაქეებს ხომ აქვთ უფლება მოითხოვონ ძველი კანონის სჰეცვლა, ან ახლის მიღება?
როგორ ფიქრობთ, საზოგადოება როგორ შეხვდება კანონს აბორტების აკრძალვის შესახებ? (თუ გაქვთ ინფორმაცია, იქნებ დადოთ, რომელ ქვეყნებში არის აკრძალული და როგორი ფორმით?) ჩემი აზრით, განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია უნდა ენიჭებოდეს...(ჩემი აზრით კი არა, ამ კვალიფიკაციას შჯულისკანონი ანიჭებს მსგავს საქციელს ) |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა აბორტების აკრძალვის შესახებ არა მგონია ეს სწორი მიდგომა იყოს, ქრისტიანობა არ მოქმედებს აკრძალვებით, და არც მკურნალობს ამდაგვარად, საერთაშორისო სამედიცინო კვლევითი ცენტრის დაკვირვებით აბორტების აკრძალვა გამოიწვევს ე.წ. სახლის აბორტების მომრავლებას, რაც ქალთა სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ დააყენებს, ანუ სრული შეცდომაა და ილუზია, ვინმეს ეგონოს, რომ რახან აბორტი აიკრძალა ე.ი. აბორტი აღარ იქნება, პირიქით! აკრძალვა კი არაა გამოსავალი, არამედ იმაზე ფიქრი , როგორ ავიცილოთ იგი... კანონი უნდა არეგულირებდეს და მგონი არეგულირებს, აბორტის რაღაც ნორმებს, ზუსტად კანონისტი დაწერს, ანუ ამ კანონის დახვეწა სხვაა, მაგრამ აკრძალვა სრულიად არარეალური და არაეფექტურია, ჩემი აზრით რათქმაუნდა ![]() დაზუსტების სახით, აკრძალვით აბორტი არსად არცერთ განვითარებულ ქვეყანაში არ იკრძალება, ულტრაკონსევატორ მუსლიმურ ქვეყნების გარდა, არამედ არსებობს ზღვარი, ესაა 22 კვირა ( ზოგან სხვა) რომლის შემდეგ აბორტი უკვე მკვლელობაა... ვიცი, ჩვენთვის 22 წამის შემდეგაც მკვლელობაა, მაგრამ აქაა საუბარი კანონზე, და არა რწმენის დებულებაზე, კანონი კი ყველას უნდა ეხებოდეს, მორწმუნეა თუ არა იგი, ხოლო რწმენის დებულებებს კანონის სახით ვერავის დავაკისრებთ, რწმენა არჩევანია... მოკლედ ჩემო კარგებო, კარგი თემაა, ვფიქრობ სახელი და ადგილი უნდა შეეცვალოს ამ თემას და უფრო სასაუბროს თემაა, აი იქ კი ყველას ვთხოვ ( უკვე დაშინებული ვართ ![]() ამაზე დასავლეთში დიდი ომია უკვე რამოდენიმე ათწლეული... მერე მოგიყვებით ამის შესახებ... იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 10:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი