საკანონმდებლო ინიციატივა, აბორტის აკრძალვის შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საკანონმდებლო ინიციატივა, აბორტის აკრძალვის შესახებ |
მწირი |
Nov 19 2008, 11:39 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 7-August 08 წევრი № 5,448 |
მოქალაქეებს ხომ აქვთ უფლება მოითხოვონ ძველი კანონის სჰეცვლა, ან ახლის მიღება?
როგორ ფიქრობთ, საზოგადოება როგორ შეხვდება კანონს აბორტების აკრძალვის შესახებ? (თუ გაქვთ ინფორმაცია, იქნებ დადოთ, რომელ ქვეყნებში არის აკრძალული და როგორი ფორმით?) ჩემი აზრით, განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია უნდა ენიჭებოდეს...(ჩემი აზრით კი არა, ამ კვალიფიკაციას შჯულისკანონი ანიჭებს მსგავს საქციელს ) |
გიორგი |
Nov 19 2008, 12:50 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
KAIROS
ციტატა სრული შეცდომაა და ილუზია, ვინმეს ეგონოს, რომ რახან აბორტი აიკრძალა ე.ი. აბორტი აღარ იქნება, პირიქით! საინტერესო მიდგომაა და სიმართლის საკმაო ნაწილს შეიცავს. თუმცა სრული ილუზია არაა... ზოგი ამავე მოსაზრებით მომხრეა ნარკოტიკული ნივთიერებებით თავისუფლად ვაჭრობის დაკანონებით, თუმცა ძნელი გასარკვევია რომელია მართალი. ბევრი აბორტის აკრძალვვის მსგავსად იძახის რომ ნარკოტიკების ოფიციალურად დაკანონება ბევრ პრობლემას გადაჭრის, აღარ იარსებებს კონტრაბანდა, დაიკლებს ნარკომანების, მათი გამსაღებლების და საერთოდ მთლიანად ამ სფეროს პირდაპირი კონტაქტი სხვადასხვა ფორმის კრიმინალებთან, გამჭვირვალობის შედეგად უფრო ნათელი გახდება ვინ ნარკომანია და ვინ არა, რის შედეგად მასთან მჭიდრო კავშირში მყოფი შიდსი-თ ინფიცირება დაიკლებს, გადადება მინიმალური იქნება და ა.შ. ...მაგრამ ბევრი ევროპული სახელმწიფო არ ახდენს ამის ლეგალიზაციას. ცხადია თავისი არგუმენტებიც აქვთ. სიმართლე სად არის არ ვიცი. თავისუფლად შეიძლება რომ აბორტის კრიმინალიზაციამ უარყოფითი შედეგი გამოიღოს, მაგრამ ასევე დადებითიც, რადგან იატაკქვეშა აბორტები სამართლებრივ დევნას დაექვემდებარება, შესაბამისად ის ვერ იქნება ბევრი, ყოველთვის ხელმისაწვდომი, ასევე ის რომ დაბალი ხარისხის აბორტები იქნება სამედიცინო თვალსაზრისით, გამოიწვევს შიშს მისდამი და მსურველიც დაიკლებს და ა.შ. მე არ ვიცი რა უფრო შველის ზოგადად მსგავსი ტიპის სიბინძურეს, თავისუფლება და ადამიანის შეგნებაზე მინდობა ყველაფრის თუ პირიქით აკრძალვა. ალბათ გააჩნია სიტუაციას და ერის მენტალიტეტს... -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 05:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი