საკანონმდებლო ინიციატივა, აბორტის აკრძალვის შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საკანონმდებლო ინიციატივა, აბორტის აკრძალვის შესახებ |
მწირი |
Nov 19 2008, 11:39 AM
პოსტი
#181
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 7-August 08 წევრი № 5,448 |
მოქალაქეებს ხომ აქვთ უფლება მოითხოვონ ძველი კანონის სჰეცვლა, ან ახლის მიღება?
როგორ ფიქრობთ, საზოგადოება როგორ შეხვდება კანონს აბორტების აკრძალვის შესახებ? (თუ გაქვთ ინფორმაცია, იქნებ დადოთ, რომელ ქვეყნებში არის აკრძალული და როგორი ფორმით?) ჩემი აზრით, განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია უნდა ენიჭებოდეს...(ჩემი აზრით კი არა, ამ კვალიფიკაციას შჯულისკანონი ანიჭებს მსგავს საქციელს ) |
კანონისტი |
Nov 19 2008, 03:58 PM
პოსტი
#182
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
k@the
ციტატა იზღუდება, თუ არა მაგ კანონით ამ ქალბატონის უფლებები? დიახ. საქმე ისაა, რა არის ემბრიონი/ნაყოფი? არის თუ არა ის ადამიანი? (მეც იურიდიულად ვსვამ კითხვას) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ნაყოფს აქვს მემკვიდრეობის მიღების უფლება (მართალია, იქვეა ჩანაწერი, რომ უფლების განხორციელება დაბადებაზეა დამოკიდებული, მაგრამ უფლება რომ აქვს, ეს უდავოა). უფლებები აქვს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ნაყოფი ვერ იქნება იურიდიული პირი, ამიტომ ასევე ცხადია, რომ იგი არის ფიზიკური პირი. აბორტით ჩვენ ვკლავთ ფიზიკურ პირს, რომელსაც სამოქალაქო უფლებებიც კი აქვს. სამართლის თეორიის მიხედვით, ორი პირის უფლებათა შეპირისპირების დროს, როდესაც ერთის განხორციელება შეუძლებელია მეორის უფლების შეზღუდვის გარეშე, უპირატესობა ენიჭება აღმატებულ უფლებას. სიცოცხლის უფლება არის ზეაღმატებული, ამიტომ ქალის ნებისმიერი უფლება დგას ამ უფლებაზე ქვემოთ. ყველაზე პრობლემური არის როდესაც ქალის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, რადგან დაპირისპირებაში მოდის ორი თანაბარი უფლება. ასეთ დროს, პასუხისმგებლობა მთლიანად უნდა აიღოს სამედიცინო დაწესებულებამ. თუკი ქალი თანხმობას განაცხადებს, რომ მას სურს აბორტი, გაუკეთებენ (ასე წარმომიდგენია), მაგრამ თუკი დადასტურდება, რომ ნაყოფი არ უქმნიდა საფრთხეს ქალის სიცოცხლეს, აბორტზე თანხმობის მიმცემმა ექიმმა პასუხი უნდა აგოს. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 11:19 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი