![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მწირი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 7-August 08 წევრი № 5,448 ![]() |
მოქალაქეებს ხომ აქვთ უფლება მოითხოვონ ძველი კანონის სჰეცვლა, ან ახლის მიღება?
როგორ ფიქრობთ, საზოგადოება როგორ შეხვდება კანონს აბორტების აკრძალვის შესახებ? (თუ გაქვთ ინფორმაცია, იქნებ დადოთ, რომელ ქვეყნებში არის აკრძალული და როგორი ფორმით?) ჩემი აზრით, განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია უნდა ენიჭებოდეს...(ჩემი აზრით კი არა, ამ კვალიფიკაციას შჯულისკანონი ანიჭებს მსგავს საქციელს ) |
![]() ![]() |
k@the |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
მაშინ ამ კუთხით შევხედოთ,
ახალგაზრდა ქალი არარელიგიური, რომელსაც არასასურველი ორსულობის პირველივე სტადიაზე მოშორება სურს. იზღუდება, თუ არა მაგ კანონით ამ ქალბატონის უფლებები? დიახ. არ გვინდა ემოციური მიდგომა და ამ ქალისთვის ათასი სისაძაგლის ძახება. ასეთი რაღაც შეიძლება მოხდეს და მაგ კანონით ამ პიროვნების უფლება და არჩევანის თავისუფლება იზღუდება. დიახაც, იზღუდება და მე არანაირი იძულების მომხრე არ ვარ. ყველას უფლისაგან აქვს თავისუფლება, იცხოვროს ისე და იმდენ ცოდვაში, რამდენიც უნდა. ის, რაც ჩემთვის მიუღებელია, მისაღებია სხვისათვის. არავინ იცის, კიდევ ვის რა ცოდვა მიეტევება ბოლოს უფლისაგან. აბორტის აკრძალვის მომხრე არ ვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ მე ეს მკვლელობად და სიმდაბლედ მიმაჩნია. ეს მაინც პიროვნების უფლებაა. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
sable |
![]()
პოსტი
#3
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 ![]() |
მაშინ ამ კუთხით შევხედოთ, ახალგაზრდა ქალი არარელიგიური, რომელსაც არასასურველი ორსულობის პირველივე სტადიაზე მოშორება სურს. იზღუდება, თუ არა მაგ კანონით ამ ქალბატონის უფლებები? დიახ. არ გვინდა ემოციური მიდგომა და ამ ქალისთვის ათასი სისაძაგლის ძახება. ასეთი რაღაც შეიძლება მოხდეს და მაგ კანონით ამ პიროვნების უფლება და არჩევანის თავისუფლება იზღუდება. დიახაც, იზღუდება და მე არანაირი იძულების მომხრე არ ვარ. ყველას უფლისაგან აქვს თავისუფლება, იცხოვროს ისე და იმდენ ცოდვაში, რამდენიც უნდა. ის, რაც ჩემთვის მიუღებელია, მისაღებია სხვისათვის. არავინ იცის, კიდევ ვის რა ცოდვა მიეტევება ბოლოს უფლისაგან. აბორტის აკრძალვის მომხრე არ ვარ, მხოლოდ იმიტომ, რომ მე ეს მკვლელობად და სიმდაბლედ მიმაჩნია. ეს მაინც პიროვნების უფლებაა. თუ ქალის უფლკება იმით იზღუდება რომ მას არჩევნის უფლებას უსპობენ მაშინ ბავშვის უფლებაზე რა ვთქვათ რომელიც ქვეყნად მოვლინებას ელის და ჩვენ მას სიცოცხლეს ჯერ კიდევ დაბადებამდე ვუსპობთ?! ვის ადარდებს მისი უფლებები ანუ ბავშვის რომელსაც ელემენტარულად არ შეუძლია საკუთარი უფლებების დაცვა და ამაზე ხმამაღლა სასუბარი? პრობლემა იმაშია რომ აბორტი რომ არასწორია ამას ყველა ხვდება (გულის სიღრმეში მაინც), მაგრამ არჩევნებზე ქალების ხმები ხომ უნდა აიღოს ვინმემ, ასე რომ როგორც წესი მათ ხმებს აყოლებენ კიდევაც ამ უსუსური ბავშვების სიცოცხლეს. ის ბავშვი რომელიც დედის სხეულში ვითარდება ცოცხალი ადამიანია რომელიც ჯერ არ არის შობილი, ხოლო მისი სიცოცხლის მომსპობი ყოველთვის მოუნახავს გამართლებას მის საკუთარ ქმედებას და იტყვის აი ეს ემბრიონია და მას მოკვეთავ თუ არა ამას არანაირი აზრი არა აქვსო, არადა ყოველ ასეთ მოკვეთილ ,,ემბრიონს'' ერთი უსუსური ბავშვის სიცოცხლე ეწირება ვისაც საკუთარი უფლების (სიცოცხლეზე) დაცვა არ შეუძლია და მის მაგიერ კი ამას არავინ არ აკეთებს. ასე რომ მე ვფიქრობ სახელმწიფო ვალდებულია ისინი დაიცვას თუნდაც იმიტომ რომ მათ საკუთარი თავის დაცვა ელემენტარულად არ შეუძლიათ და ამის გარდა ეგ კიდევ სხვა უამრავი თვალსაზრისიდან გამომდინარე არის ასაკრძალი...ჩამოთვლა არც ღირს. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 11:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი