IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საკანონმდებლო ინიციატივა, აბორტის აკრძალვის შესახებ
მწირი
პოსტი Nov 19 2008, 11:39 AM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 31
რეგისტრ.: 7-August 08
წევრი № 5,448



მოქალაქეებს ხომ აქვთ უფლება მოითხოვონ ძველი კანონის სჰეცვლა, ან ახლის მიღება?
როგორ ფიქრობთ, საზოგადოება როგორ შეხვდება კანონს აბორტების აკრძალვის შესახებ?
(თუ გაქვთ ინფორმაცია, იქნებ დადოთ, რომელ ქვეყნებში არის აკრძალული და როგორი ფორმით?)
ჩემი აზრით, განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია უნდა ენიჭებოდეს...(ჩემი აზრით კი არა, ამ კვალიფიკაციას შჯულისკანონი ანიჭებს მსგავს საქციელს )
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
თემო
პოსტი Nov 19 2008, 04:42 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



საქართველოს კანონი "პაციენტის უფლების შესახებ" (ამონარიდი)

თავი III. ინფორმაციის მიღების უფლება
მუხლი 16
1. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია იმ ფაქტორების შესახებ, რომლებიც ხელს უწყობს მისი ჯანმრთელობის შენარჩუნებას ან უარყოფითად მოქმედებს მასზე.
2. სახელმწიფო ვალდებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ან ინდივიდუალურად, მოთხოვნისამებრ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიაწოდოს მოქალაქეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაცია.
მუხლი 17
1. პაციენტს, ხოლო მისი თანხმობის ან ქმედუუნარობის შემთხვევაში, ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ:
ა) გაეცნონ სამედიცინო ჩანაწერებს და მოითხოვონ პაციენტის შესახებ არსებულ ინფორმაციაში შესწორებების შეტანა. სამედიცინო ჩანაწერებში ინახება როგორც შესწორებამდე არსებული, ისე პაციენტის, მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ ახლად მიწოდებული ინფორმაცია;
ბ) მოითხოვონ სამედიცინო ჩანაწერების ნებისმიერი ნაწილის ასლი.
2. სამედიცინო ჩანაწერების გაცნობის, აგრეთვე მათი ასლის მიღების შესახებ მოთხოვნა წერილობით წარედგინება სამედიცინო დაწესებულებას.
მუხლი 18
1. პაციენტს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მიიღოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია:
ა) სამედიცინო მომსახურების არსებული რესურსებისა და მათი მიღების სახეების, საფასურისა და ანაზღაურების ფორმების შესახებ;
ბ) საქართველოს კანონმდებლობითა და სამედიცინო დაწესებულების შინაგანაწესით განსაზღვრული პაციენტის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ;
გ) განზრახული პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ;
დ) სამედიცინო გამოკვლევების შედეგების შესახებ;
ე) განზრახული სამედიცინო მომსახურების სხვა, ალტერნატიული ვარიანტების, მათი თანმხლები რისკისა და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ;
ვ) განზრახულ სამედიცინო მომსახურებაზე განცხადებული უარის მოსალოდნელი შედეგების შესახებ;
ზ) დიაგნოზისა და სავარაუდო პროგნოზის, აგრეთვე მკურნალობის მიმდინარეობის შესახებ;
თ) სამედიცინო მომსახურების გამწევის ვინაობისა და პროფესიული გამოცდილების შესახებ.



2. პაციენტს შეიძლება არ მიეწოდოს ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან ამ ინფორმაციის მოცულობა შეიზღუდოს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სრული ინფორმაციის მიღება პაციენტის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. პაციენტს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ მაშინ, თუ იგი ამას დაჟინებით მოითხოვს.
3. ინფორმაციის მიუწოდებლობის ან მისი მოცულობის შეზღუდვის გადაწყვეტილებას ადასტურებს სამედიცინო ეთიკის კომისია, ხოლო სამედიცინო დაწესებულებაში ამ უკანასკნელის არარსებობისას – სხვა ექიმი. ინფორმაციის მიუწოდებლობაზე ან მისი მოცულობის შეზღუდვაზე დასაბუთებული გადაწყვეტილება ფიქსირდება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში.
4. პაციენტის ქმედუუნარობის ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უუნარობის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას სამედიცინო მომსახურების გამწევი აწვდის პაციენტის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს.
მუხლი 19
პაციენტს, მის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს ინფორმაცია მიეწოდებათ მათი აღქმის უნარის გათვალისწინებით. განმარტების მიცემისას სპეციალური ტერმინები მინიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული.
მუხლი 20
პაციენტს უფლება აქვს უარი განაცხადოს მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ინფორმაციის მიუწოდებლობამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს პაციენტის ან/და მესამე პირის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს.
მუხლი 21
ქმედუნარიან პაციენტს უფლება აქვს გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა ვინმემ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას მანვე უნდა დაასახელოს ის პირი, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. გადაწყვეტილება და პირის ვინაობა ფიქსირდება სამედიცინო დოკუმენტაციაში.


თავი IV. თანხმობა
მუხლი 22

1. სამედიცინო მომსახურების გაწევის აუცილებელი პირობაა პაციენტის, ხოლო მისი ქმედუუნარობის ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უუნარობის შემთხვევაში, ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა. ინფორმირებული თანხმობა წინ უძღვის სამედიცინო მომსახურებას.
2. წერილობითი ინფორმირებული თანხმობა აუცილებელია შემდეგი სამედიცინო მომსახურების გაწევისას:
ა) ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია, გარდა მცირე ქირურგიული მანიპულაციებისა;
ბ) აბორტი;

გ) ქირურგიული კონტრაცეფცია – სტერილიზაცია;
დ) მაგისტრალური სისხლძარღვების კათეტერიზაცია;
ე) ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი;
ვ) ექსტრაკორპორული განაყოფიერება;
ზ) გენეტიკური ტესტირება;
თ) გენური თერაპია;
ი) სხივური თერაპია;
კ) ავთვისებიანი სიმსივნეების ქიმიოთერაპია;
ლ) ყველა სხვა შემთხვევაში, თუ სამედიცინო მომსახურების გამწევი საჭიროდ თვლის წერილობით ინფორმირებულ თანხმობას.
3. სამედიცინო მომსახურების გაწევისას წერილობითი ინფორმირე-ბული თანხმობა აუცილებელია ქმედუუნარო ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტისათვის.

მუხლი 23
1. ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარიან პაციენტს უფლება აქვს მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე უარი განაცხადოს სამედიცინო მომსახურებაზე, აგრეთვე შეწყვიტოს უკვე დაწყებული სამედიცინო მომსახურება. სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის ან მისი შეწყვეტის მოსალოდნელი შედეგების შესახებ პაციენტი ამომწურავად უნდა იყოს ინფორმირებული.
2. აკრძალულია ქმედუნარიანი და გაცნობიერებული გადაწყვეტილე-ბის მიღების უნარიანი პაციენტის ნების წინააღმდეგ სამედიცინო მომსახურების განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
მუხლი 24
1. საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს წინასწარ წერილობით გამოხატოს ნება (თანხმობა ან უარი) უგონო მდგომარეობაში აღმოჩენისას ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის დაკარგვისას მისთვის სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელი ან პალიატიური მკურნალობის ან/და პალიატიური მზრუნველობის ჩატარების შესახებ, თუ მითითებული გარემოებები გამოწვეულია:
ა) განუკურნებელი დაავადების ტერმინალური სტადიით;
ბ) დაავადებით, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს მძიმე ინვალიდობას. (08.05.2007. N4722)
2. საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს წინასწარ დაასახელოს პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას მიიღებს გადაწყვეტილებას მისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის შესახებ.
მუხლი 25
1. სამედიცინო მომსახურების გამწევს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ქმედუუნარო ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის გადაწყვეტილება, თუ იგი ეწინააღმდეგება პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესებს.
2. თუ ქმედუუნარო ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტი გადაუდებლად საჭიროებს სამედიცინო მომსახურებას, რომლის განხორციელების გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება, ხოლო მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის მოძიება ვერ ხერხდება, სამედიცინო მომსახურების გამწევი იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების შესაბამისად.
3. თუ ქმედუუნარო ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტი გადაუდებლად საჭიროებს სამედიცინო მომსახურებას, რომლის გაწევის გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, ხოლო მისი ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი სამედიცინო მომსახურების წინააღმდეგია, სამედიცინო მომსახურების გამწევი იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების შესაბამისად.
მუხლი 26
1. პაციენტის ინფორმირებული თანხმობა აუცილებელია მისი სწავლების ობიექტად გამოყენებისათვის. ინფორმირებული თანხმობა წინ უძღვის პაციენტის სწავლების ობიექტად გამოყენებას.
2. ქმედუუნარო პაციენტის სწავლების ობიექტად გამოყენების საკითხებს არეგულირებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი.
3. პაციენტის თანხმობა არ არის აუცილებელი იმ შემთხვევებში, თუ სასწავლო მიზნით გამოიყენება:
ა) პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია, რომელიც არ იძლევა პაციენტის იდენტიფიკაციის შესაძლებლობას;
ბ) მკურნალობისა და დიაგნოსტიკის პროცესში მიღებული მასალა (შარდი, სისხლი, სხვა ქსოვილები), რომლითაც უზრუნველყოფილია პაციენტის ანონიმურობა.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
მწირი   საკანონმდებლო ინიციატივა   Nov 19 2008, 11:39 AM
ბიძია თომა   მეც ვფიქრობ რომ მა...   Nov 19 2008, 11:45 AM
თემო   მოქალაქეებს ხომ ა...   Nov 19 2008, 12:10 PM
KAIROS   არა მგონია ეს სწორ...   Nov 19 2008, 12:28 PM
sable   არა მგონია ეს სწორ...   Nov 19 2008, 04:25 PM
თემო   სისხლის სამართლის ...   Nov 19 2008, 12:34 PM
თემო   :g:   Nov 19 2008, 12:34 PM
KAIROS   ეს კანონი კრძალვს ...   Nov 19 2008, 12:40 PM
თემო   ეს კანონი კრძალვს ...   Nov 19 2008, 12:41 PM
T_a_M_o   აკრძალვას რა აზრი ...   Nov 19 2008, 12:47 PM
გიორგი   KAIROS საინტერესო მიდ...   Nov 19 2008, 12:50 PM
kato_Bato   მერე მომრავლდება ...   Nov 19 2008, 12:53 PM
T_a_M_o   მერე მომრავლდება ...   Nov 19 2008, 12:55 PM
კანონისტი   გიორგი გეთანხმები...   Nov 19 2008, 01:03 PM
kato_Bato   კანონისტი ჩემო დათ...   Nov 19 2008, 01:08 PM
თემო   მეც აკრძალვის მომხ...   Nov 19 2008, 01:10 PM
kato_Bato   საზოგადოებას სული ...   Nov 19 2008, 01:20 PM
კანონისტი   თემო შეიძლება მაგ...   Nov 19 2008, 01:29 PM
kato_Bato   კანონისტი მაგას ქვ...   Nov 19 2008, 01:34 PM
კანონისტი   kato_Bato შენ რაც გინდა ი...   Nov 19 2008, 01:36 PM
T_a_M_o   ბეთჰოვენი რად გინ...   Nov 19 2008, 01:39 PM
kato_Bato   კანონისტი მაგაში გ...   Nov 19 2008, 01:48 PM
თემო   მე ნამდვილად ვერ გ...   Nov 19 2008, 02:11 PM
Ismail   ჩემი აზრით, აბორტი ...   Nov 19 2008, 03:00 PM
k@the   მაშინ ამ კუთხით შე...   Nov 19 2008, 03:47 PM
sable   მაშინ ამ კუთხით შე...   Nov 19 2008, 04:42 PM
Ismail   k@the მაშინ ამ კუთხით ...   Nov 19 2008, 04:52 PM
კანონისტი   k@the საქმე ისაა, რა არ...   Nov 19 2008, 03:58 PM
გიორგი   კანონისტი [b]+1 იური...   Nov 19 2008, 04:33 PM
sable   კანონისტი [color=#FF0000][b]+1 ...   Nov 19 2008, 04:48 PM
თემო   საქართველოს კანონ...   Nov 19 2008, 04:42 PM
კანონისტი   Ismail B)   Nov 19 2008, 04:54 PM
თემო   სამოქალაქო კოდექს...   Nov 19 2008, 05:02 PM
კანონისტი   თემო განა არ არის შ...   Nov 19 2008, 05:09 PM
თემო   თემო განა არ არის შ...   Nov 19 2008, 05:17 PM
მხევალი ნინო   კანონისტი მასე გე...   Nov 19 2008, 05:35 PM
მწირი   KAIROS 'ქრისტიანობა ა...   Nov 19 2008, 09:00 PM
Ismail   უი ხო ჰიტლერზე გამ...   Nov 20 2008, 12:11 AM
neo   რა უფლებები ტო ? მ...   Nov 20 2008, 10:18 AM
tigri   რა უფლებები ტო ? მა...   Nov 24 2008, 12:11 PM
მხევალი ნინო   მწირი რა ადვილია ...   Nov 20 2008, 01:05 PM
თემო   თუ ქალი ძალადობის ...   Nov 20 2008, 01:26 PM
მხევალი ნინო   თემო იმ ეტაპზე რო...   Nov 20 2008, 01:34 PM
ეკატერინე   მხევალი ნინო აბორ...   Nov 20 2008, 01:49 PM
მხევალი ნინო   ეკატერინე ცხადია,...   Nov 20 2008, 02:00 PM
თემო   ისე თუ ამჩნევ ჩემო...   Nov 20 2008, 02:30 PM
ეკატერინე   პირიქით ნამდვილად...   Nov 20 2008, 02:01 PM
ეკატერინე   მხევალი ნინო ვინ ი...   Nov 20 2008, 02:19 PM
k@the   k@the საქმე ისაა, რა ა...   Nov 20 2008, 04:54 PM
Ismail   k@the კი გეთანხმები კა...   Nov 20 2008, 09:55 PM
მხევალი ნინო   k@the რა კანონის, აბო...   Nov 20 2008, 06:19 PM
k@the   Ismail ხოდა, ძალიან კარ...   Nov 20 2008, 10:06 PM
Ismail   kathe Ismail ცხოველის ცემ...   Nov 20 2008, 10:09 PM
k@the   Ismail დაე იყოს ეგრე :P   Nov 20 2008, 10:16 PM
KAIROS   ეჰ, მწირო ჩემო, აშკ...   Nov 21 2008, 04:58 AM
sable   ანუ რომ იყოს დასჯა...   Nov 21 2008, 10:43 AM
მხევალი ნინო   Ismail ამისთვის ჩანას...   Nov 21 2008, 10:41 AM
Ismail   მხევალი ნინო [b]Ismail ა...   Nov 21 2008, 01:59 PM
მხევალი ნინო   sable ჩანასახი არ არი...   Nov 21 2008, 10:48 AM
კანონისტი   k@the როდესაც სამოქალ...   Nov 21 2008, 11:44 AM
მხევალი ნინო   კანონისტი ეს დანა...   Nov 21 2008, 11:49 AM
კანონისტი   მხევალი ნინო :blink: :blink...   Nov 21 2008, 11:54 AM
მხევალი ნინო   დათ, შენ რომ იცოდე ...   Nov 21 2008, 11:56 AM
კანონისტი   მხევალი ნინო მით უ...   Nov 21 2008, 11:57 AM
მხევალი ნინო   კანონისტი რა უფკლ...   Nov 21 2008, 12:02 PM
კანონისტი   მხევალი ნინო "ბავ...   Nov 21 2008, 12:08 PM
კანონისტი   Ismail :*:*:* _____________________________ ბ...   Nov 21 2008, 02:00 PM
კანონისტი   [u]პროექტი [center][b]საქა...   Nov 21 2008, 02:14 PM
Ismail   კანონისტი [right][u]პრო...   Nov 21 2008, 03:50 PM
Ismail   [size=3][b]ბავშვს, მისი ფ...   Nov 21 2008, 04:06 PM
მხევალი ნინო   Ismail ხალხნო, განა არ ...   Nov 21 2008, 04:16 PM
Ismail   მხევალი ნინო [b]აბო...   Nov 21 2008, 04:46 PM
კანონისტი   მხევალი ნინო ამიტ...   Nov 21 2008, 04:17 PM
k@the   Ismail :მპუა: კარგად მსჯ...   Nov 21 2008, 04:24 PM
კანონისტი   ესეც არასწორი ინფ...   Nov 21 2008, 04:29 PM
k@the   კანონისტი გერმანი...   Nov 21 2008, 04:30 PM
თემო   დათო 133-ე მუხლი არ არ...   Nov 21 2008, 04:32 PM
კანონისტი   k@the ჰოდა, გადაისეირ...   Nov 21 2008, 04:33 PM
Ismail   k@the მერე სად მიწერია...   Nov 21 2008, 04:34 PM
თემო   ბოლოს შევიდა ეს ცვ...   Nov 21 2008, 04:35 PM
მხევალი ნინო   კანონისტი შესანი...   Nov 21 2008, 04:40 PM
მხევალი ნინო   ანუ ამ ეტაპზე, ან რა...   Nov 21 2008, 04:51 PM
k@the   კანონისტი :) Ismail არ დ...   Nov 21 2008, 04:52 PM
Ismail   kathe როგორ განვსაზღ...   Nov 21 2008, 05:03 PM
მხევალი ნინო   k@the თუ სიცოცხლის უფ...   Nov 21 2008, 04:56 PM
k@the   მხევალი ნინო მეც მ...   Nov 21 2008, 05:00 PM
კანონისტი   k@the „ადამიანი არის ...   Nov 21 2008, 05:02 PM
მხევალი ნინო   k@the უფრო პიროვნება...   Nov 21 2008, 05:04 PM
მხევალი ნინო   ტან რა არის იცით? ბა...   Nov 21 2008, 05:15 PM
თემო   k@the ქეთი აქ აგიტვირთ...   Nov 21 2008, 05:26 PM
მხევალი ნინო   ისე თემა ეხება საკ...   Nov 21 2008, 05:33 PM
k@the   თემო თამო, გაიხარე. ...   Nov 21 2008, 05:33 PM
თემო   ორშაბათამდე ვერ მო...   Nov 21 2008, 05:47 PM
k@the   თემო ეხლა კიდევ ვც...   Nov 22 2008, 01:08 AM
KAIROS   მკვლელობის მაგალი...   Nov 22 2008, 03:44 AM
მხევალი ნინო   KAIROS გკოცნი, გკოცნი, ...   Nov 24 2008, 12:16 PM
კანონისტი   KAIROS მგონი მე სულ სის...   Nov 24 2008, 12:17 PM
KAIROS   შენ არა :) შენთან ფა...   Nov 24 2008, 12:31 PM
კანონისტი   KAIROS შენც გაიხარე, კა...   Nov 24 2008, 12:32 PM
KAIROS   ესაა და მისია, ქადა...   Nov 24 2008, 12:32 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th June 2024 - 05:48 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი