საკანონმდებლო ინიციატივა, აბორტის აკრძალვის შესახებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საკანონმდებლო ინიციატივა, აბორტის აკრძალვის შესახებ |
მწირი |
Nov 19 2008, 11:39 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 7-August 08 წევრი № 5,448 |
მოქალაქეებს ხომ აქვთ უფლება მოითხოვონ ძველი კანონის სჰეცვლა, ან ახლის მიღება?
როგორ ფიქრობთ, საზოგადოება როგორ შეხვდება კანონს აბორტების აკრძალვის შესახებ? (თუ გაქვთ ინფორმაცია, იქნებ დადოთ, რომელ ქვეყნებში არის აკრძალული და როგორი ფორმით?) ჩემი აზრით, განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია უნდა ენიჭებოდეს...(ჩემი აზრით კი არა, ამ კვალიფიკაციას შჯულისკანონი ანიჭებს მსგავს საქციელს ) |
გიორგი |
Nov 19 2008, 04:33 PM
პოსტი
#2
|
მეცნიერი & ხელოვანი ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 |
კანონისტი
ციტატა საქმე ისაა, რა არის ემბრიონი/ნაყოფი? არის თუ არა ის ადამიანი? (მეც იურიდიულად ვსვამ კითხვას) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ნაყოფს აქვს მემკვიდრეობის მიღების უფლება (მართალია, იქვეა ჩანაწერი, რომ უფლების განხორციელება დაბადებაზეა დამოკიდებული, მაგრამ უფლება რომ აქვს, ეს უდავოა). უფლებები აქვს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ნაყოფი ვერ იქნება იურიდიული პირი, ამიტომ ასევე ცხადია, რომ იგი არის ფიზიკური პირი. აბორტით ჩვენ ვკლავთ ფიზიკურ პირს, რომელსაც სამოქალაქო უფლებებიც კი აქვს. სამართლის თეორიის მიხედვით, ორი პირის უფლებათა შეპირისპირების დროს, როდესაც ერთის განხორციელება შეუძლებელია მეორის უფლების შეზღუდვის გარეშე, უპირატესობა ენიჭება აღმატებულ უფლებას. სიცოცხლის უფლება არის ზეაღმატებული, ამიტომ ქალის ნებისმიერი უფლება დგას ამ უფლებაზე ქვემოთ. ყველაზე პრობლემური არის როდესაც ქალის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, რადგან დაპირისპირებაში მოდის ორი თანაბარი უფლება. ასეთ დროს, პასუხისმგებლობა მთლიანად უნდა აიღოს სამედიცინო დაწესებულებამ. თუკი ქალი თანხმობას განაცხადებს, რომ მას სურს აბორტი, გაუკეთებენ (ასე წარმომიდგენია), მაგრამ თუკი დადასტურდება, რომ ნაყოფი არ უქმნიდა საფრთხეს ქალის სიცოცხლეს, აბორტზე თანხმობის მიმცემმა ექიმმა პასუხი უნდა აგოს. +1 იურიდიულად ეგრეა. ნაყოფი დაიტოვოს თუ მოიცილოს ეს ქალის უფლება აშკარად არ არის... რაოდენ არასასურველიც არ უნდა იყოს ორსულობა (დედის დაღუპვის საშიშროებაზე არ მაქვს საუბარი) k@the ციტატა დიახაც, იზღუდება არა... უფრო სწორად იზღუდება მისი უფლება, მაგრამ ეს შეზღუდვა ეწირება უფრო დიდს, ბავშვის სიცოცხლის უფლებას. -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
sable |
Nov 19 2008, 04:48 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
კანონისტი +1 იურიდიულად ეგრეა. ნაყოფი დაიტოვოს თუ მოიცილოს ეს ქალის უფლება აშკარად არ არის... რაოდენ არასასურველიც არ უნდა იყოს ორსულობა (დედის დაღუპვის საშიშროებაზე არ მაქვს საუბარი) იურიდიულადაც რომ არ იყოს ეგრე მორალიც ხომ გასათვალისწინებელია ანუ მე იიმის თქმა მინდა რომ აბორტი ყველაფერთან ერთად ამორალურიცაა, რადგან ბავშვს არ ეძლევა იმის საშუალება რომ იცხოვროს არადა სიცოცხლის უფლება რომ იტყვიან ხელშეუხებელია და ამის გამო ცივილიზებულმა მსოფლიომ სიკვდილით დასჯაც კი აკრძალა მაგრამ აბორტობზე ვერ ან არ მივიდა ხალხი მაგ შეგნებამდე და მიზეზი როგორც ზემოთ დავწერე ქალების ხმებზე ნადირობაა...შეიძლება სხვა მიზეზებიც მაგრამ ის რომ დასავლეთის ყველა ქვეყანაში აბორტი არ არის აკრძალული მიზეზი უფრო ეგ უნდა იყოს. -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 10:03 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი