![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მწირი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 7-August 08 წევრი № 5,448 ![]() |
მოქალაქეებს ხომ აქვთ უფლება მოითხოვონ ძველი კანონის სჰეცვლა, ან ახლის მიღება?
როგორ ფიქრობთ, საზოგადოება როგორ შეხვდება კანონს აბორტების აკრძალვის შესახებ? (თუ გაქვთ ინფორმაცია, იქნებ დადოთ, რომელ ქვეყნებში არის აკრძალული და როგორი ფორმით?) ჩემი აზრით, განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია უნდა ენიჭებოდეს...(ჩემი აზრით კი არა, ამ კვალიფიკაციას შჯულისკანონი ანიჭებს მსგავს საქციელს ) |
![]() ![]() |
k@the |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იყო და არა იყო რა... ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 ![]() |
k@the საქმე ისაა, რა არის ემბრიონი/ნაყოფი? არის თუ არა ის ადამიანი? (მეც იურიდიულად ვსვამ კითხვას) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ნაყოფს აქვს მემკვიდრეობის მიღების უფლება (მართალია, იქვეა ჩანაწერი, რომ უფლების განხორციელება დაბადებაზეა დამოკიდებული, მაგრამ უფლება რომ აქვს, ეს უდავოა). უფლებები აქვს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ნაყოფი ვერ იქნება იურიდიული პირი, ამიტომ ასევე ცხადია, რომ იგი არის ფიზიკური პირი. აბორტით ჩვენ ვკლავთ ფიზიკურ პირს, რომელსაც სამოქალაქო უფლებებიც კი აქვს. სამართლის თეორიის მიხედვით, ორი პირის უფლებათა შეპირისპირების დროს, როდესაც ერთის განხორციელება შეუძლებელია მეორის უფლების შეზღუდვის გარეშე, უპირატესობა ენიჭება აღმატებულ უფლებას. სიცოცხლის უფლება არის ზეაღმატებული, ამიტომ ქალის ნებისმიერი უფლება დგას ამ უფლებაზე ქვემოთ. ყველაზე პრობლემური არის როდესაც ქალის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, რადგან დაპირისპირებაში მოდის ორი თანაბარი უფლება. ასეთ დროს, პასუხისმგებლობა მთლიანად უნდა აიღოს სამედიცინო დაწესებულებამ. თუკი ქალი თანხმობას განაცხადებს, რომ მას სურს აბორტი, გაუკეთებენ (ასე წარმომიდგენია), მაგრამ თუკი დადასტურდება, რომ ნაყოფი არ უქმნიდა საფრთხეს ქალის სიცოცხლეს, აბორტზე თანხმობის მიმცემმა ექიმმა პასუხი უნდა აგოს. ნაყოფი იურიდიულად ფიზიკური პირი როგორაა?? რაც იურიდიული პირი არაა, ის ფიზიკურიას პრინციპით?? აი, ქვემოთ მოიყვანა თემომ კანონი, მუხლი 11. უფლებაუნარიანობა 1.ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა _ უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა დაბადების მომენტიდან. 2. მემკვიდრედ ყოფნის უფლება წარმოიშობა ჩასახვისთანავე; ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია დაბადებაზე. ანუ, სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, დაბადებამდე მას არ გააჩნია. ფიზიკური პირის განმარტება როგორაა?? - თუ ჩანასახი მართლაც ფიზ. პირია, მაშინ კი ბატონო, შეგვიძლია ორი პირის უფლებების შეპირისპირებისას აღმატებულობაზე საუბარი. მაგრამ თუ არა, მაშინ როგორ შეადარებ? k@the ვაიმე რას ამბობ? რა შუაშია უფლება? ერთი ადამიანის უფლება მთავრდება იქ, სადაც მეორის იწყება. ხოდა თუკი ჩავთვლით, რომ ნაყოფს აქვს სიცოცხლის უფლება (და ეს ასეა), მაშინ დედასაც არ აქვს ბავშვის მოშორების უფლება. შენ რასაც ამბობ, მაშინ მაგ თვალსაზრისით, არცერთი დანაშაული არ უნდა იყოს დასჯადი: "ჩაიდინა იმ კაცმა ქურდობა? ეს მისი უფლებაა და ღმერთი დასჯის. იქნებ მას მისი სინდისი არ უკრძალავს ქურდობას? ხოდა რა უფლება გვაქვს დავსაჯოთ?" - ასე ვერ გავფრინდებით. ![]() იმის გადასაწყვეტად, უნდა იყოს თუ არა აბორტი ნებისმიერ შემთხვევაში დასჯადი, გადამწყვეტია არა ის ფაქტორი, თუ რამდენად ამორალური და არარელიგიულია აბორტი, არამედ ის, თუ რამდენად ხდება ამ დროს რაიმე სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა. ჩემი აზრით (და ამ აზრს არავის არ ვახვევ თავს), ჩანასახის სიცოცხლე სამართლებრივი სიკეთეა. რისთვისაა კანონმდებლობა სახელმწიფოში? საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი წესრიგი რომ იყოს ხომ? ადამიანის მკვლელობა, ქურდობა, ყაჩაღობა საფრთხეს უქმნის და არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს. გაფრენისაკენ არც მოგიწოდებთ, უბრალოდ მართლა მინდა, იურიდიულად, ამ კანონის აუცილებლობაში დამარწმუნოთ. თორემ, რელიგიურად ძალიან კარგად მესმის და ემოციებზე აპელირება, არაა საჭირო. -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th July 2025 - 10:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი