IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ფესტოს დისკო - საინტერესო აღმოჩენა, რომელიც შეცვლის ისტორიას
tamara
პოსტი Nov 20 2008, 09:55 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



ამ დღეებში მოხდა ერთი მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა,
რომელსაც ჩვენდა სამარცხვინოდ
იმედის ეთერმა სულ 1 წუთი დაუთმო -

mellow.gif

ლონდონში ჩატარდა ფესტოს დისკოსადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია-
სადაც მოწვეულები იყვნენ მსოფლიო დონის მენიერები - ლინგვისტები

კონფერენციის ხელმძრვანელმა პირადად დაპატიჟა ქართველი მეცნიერი
გია კვაშილავა..


http://www.uslaw.com/library/Legal_Comment...php?item=279427

INTERNATIONAL CONFERENCE ON THE PHAISTOS DISK
On the occasion of the 100th anniversary of its discovery,
Friday, 31 October ? Saturday, 1 November 2008,
At the Society of Antiquaries of London, Burlington House, Piccadilly,
Organised and sponsored by Minerva, the International Review of Ancient Art & Archaeology


CONFERENCE PROGRAMME

FRIDAY, 31 OCTOBER

10:30 Opening remarks by Jerome M. Eisenberg, Ph.D., New York, USA

10:40 Keynote speaker Louis Godart, D.Ph., D.ès L., Hon.C.B.E., Rome, Italy
The Phaistos Disk and the Aegean Civilizations

11:40 Introduction by Peter Clayton, F.S.A., Hemel Hempstead, UK
Arthur Evans and Plato Have Much to Answer For
[LawPundit: Peter A. Clayton is the author of Chronicle of the Pharaohs, in German Die Pharaonen, generally regarded to be one of the best books ever written about Ancient Egypt.]

11:50 1st paper Andis Kaulins, J.D., Traben-Trarbach, Germany
The Phaistos Disk: An Ancient Enigma Solved: Two Corroborative
Old Elamite Scripts Deciphered Using the Greek Syllabic Values
Obtained for the Phaistos Disk
[Proof of alleged decipherments of the Phaistos Disk have thus far suffered from the lack of corroborative texts. I have identified two such texts in Elam and have deciphered them using my decipherment of the Phaistos Disk as Greek, with spectacular historical results.]

12:20 2nd paper Torsten Timm, Dresden, Germany
The Two Sides of the Phaistos Disk

12:50 3rd paper Dieter A. Rumpel, Dr.-Ing., Dusseldorf, Germany
Facts and Probabilities Regarding the Phaistos Disk and the Axe of Arkalokhori

2:40 4th paper John Coleman, D.Phil., M.A., Oxford, UK
Epigraphic Continuity of the Phaistos Disk Signary
With Cretan Hieroglyphic and Linear Scripts

3:40 5th paper Richard Sproat, Ph.D., Urbana, Illinois, USA
How to Forge the Phaistos Disk Text

4:10 6th paper Jerome M. Eisenberg, Ph.D., New York, USA
Some Unique Decipherments of the Phaistos Disk

SATURDAY, 1 NOVEMBER

10:15 7th paper Tom Palaima, Ph.D., Austin, Texas, USA
Emmett L. Bennett, Jr., Cryptoanalysis, Decipherment, and the Phaistos Disc

10:45 8th paper Gareth Owens, Ph.D., Heraklion, Crete, Greece
The Phaistos Disk: The Enigma of the Minoan Script

11:45 9th paper Mark Newbrook, Ph.D., Heswall, Wirral, UK
Diskomania! Some Highly Non-Mainstream ?Decipherments? Of the Phaistos Disk

12:15 10th paper Nicholas Reed, M.A., M.Phil., Folkestone, Kent, UK
Why the Phaistos Disc is Unlikely to be a Forgery

2:15 11th paper Gia Kvashilava, Ph.D., Tbilisi, Georgia
On Deciphering the Phaistos Disk as a Sample of Colchian Goldscript


2:45 12th paper Panagiotes D. Gregoriades, Athens, Greece
The Phaistos Disk: The Oldest Portable Calendar
in Use by the Minoan Navy

IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
tamara
პოსტი Nov 20 2008, 10:39 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,865
რეგისტრ.: 13-December 06
წევრი № 679



მოხსენება არის ინგლისურად
მალე მექნება ელ.ვერსია
და დავდებ
მოკლე შინაარსი კი ამ აღმოჩენის ასეთია-

"საქართველოს რესპუბლიკა " # 210, შაბათი, 8 ნოემბერი, 2008 წელი

ქართული თემა ლონდონის სამეფო აკადემიაში

"საქართველო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის "ენის, ლოგიკის და მეტყველების ცენტრი", დოქტორ გია კვაშილავას" მიწვევა ლონდონში, საერთაშორისო კონფერენციაზე, 2008 წლის 28 აგვსიტოთია დათარიღებული, საომარი მდგომაროების დროს, საქართველოსთვის კრიტიკულ პერიოდში, როცა მთელი მსოფლიოს მზერა კავკასიისკენ იყო მიმართული, ქართული მეცნიერული აზრის შეფასება და ევროპის სამეცნიერო ცენტრში მტკიცება იმისა, რომ "ქართული ენა და სახელმწიფოებრიობა ოთხი ათასი წლისაა" ან საუბარი პროქართული ძიებისა თუ კოლხურ ოქრომდამწერლობაზე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გზავნილი გახლდათ.

"ძვირფასო დოქტორო, შემიძლია გაცნობოთ, რომ თქვენი შრომა არის ბრწყინვალე. დიდად მოხარული ვიქნებით, თუ ჩამობრძანდებით ლონდონში და მოხსენებას წაიკითხავთ".

მარკ ბერნი, ჟურნალ "MINERVA"-ს რედაქტორი, კონფერენციის ორგანიზატორი.

საერთაშორისო კონფერენცია, კუნძულ კრეტაზე ე. წ.ფესტოსის დისკოს აღმოჩენის 100 წლისთავს მიეძღვნა და ლონდონის ცენტრში, ბერლინგტონის სახლში არსებულ ხელოვნების სამეფო აკადემიის ანტიკვარიის საზოგადოებაში 31 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე გაიმართა. ინგლისელ, იტალიელ, გერმანელ, ამერიკელ და ბერძენ ცნობილ მეცნიერთა შორის თბილისიდან დოქტორი გია კვაშილავა გახლდათ მიწვეული. ორი დღის მანძილზე თორმეტი მოხსენება იქნა წაკითხული: ფესტოსის დისკოს ირგვლივ მრავალი მტკიცებულება და ჰიპოთეზა გამოითქვა. შეჯამდა ყველა ის მეცნიერული აზრი, რაც 1908 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც საბერძნეთში, კრეტაზე, ქალაქ ფესტოსში დისკოს აღმოჩენიდან დღემდე ჩამოყალიბდა. კონფერენციის ორგანიზება უპირველესად მეცნიერულ განსწავლულობას და ზუსტ ორიენტაციას მოითხოვდა, რაც სიღრმისეულად, მაღალ დონეზე განახორციელეს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის "MINERVA"-ს დამფუძნებელმა ჯერომ ჰაიზენბერგმა და რედაქტორმა, მარკ ბერნმა.

ჟურნალის უკანასკნელ ნომერში მოცემულია ცნობები ოთხმოც განსაკუთრებულად ღირებულ ნაშრომთა ავტორების შესახებ, რომლებიც 100 წლის მანძილზე იკვლევდნენ ფესტოსის დისკოს. ამ გამოჩენილ მეცნიერთა ნაწილი უკვე გარდაცვლილია, მაგრამ მათი ღვაწლი სათანადოდაა აღნიშნული და დაფასებული.

მსოფლიოში ცნობილ მეცნიერთა თავყრილობა, რომელიც ნისლანი ლონდონის ცენტრში წარიმართა, მხოლოდ ამინდის თვალსაზრისით ჩანდა სტაბილური და ერთფეროვანი. კონფერენცია დისკუსიების და ახალი ვერსიების ფონზე წარიმართა, ხოლო თბილისის უნივერსიტეტის წარმომადგენლის თითქმის ათას ხუთას წყაროზე დაყრდნობილი დამარწმუნებლობა და მკაცრი ლაკონურობა ოპონირების საშუალებას არ იძლეოდა და თვით ბერძნებმაც, რომლებიც ფესტოსის დისკოს საკუთარ ეროვნულ საგანძურად თვლიან, ამერიკელ თუ ინგლისელ სწავლულთა საგულისხმო შეფასებების მიუხედავად, დუმილი არჩიეს.

ქართველი მეცნიერის თემის სათაური "ფესტოსის დისკო - კოლხური (პროქართული) ოქროდამწერლობის გაშიფვრის შესახებ" კვლევის შესაძლო შედეგებს გულისხმობდა.

ბატონი გია კვაშილავა ორი დღეა, რაც სამშობლოში დაბრუნდა. ჩვენ მას ინტერვიუს ნაცვლად ლონდონში წაკითხული მოხსენების გაცნობა ვთხოვეთ, რომელშიც სამი ძირითადი ცნობაა მოცემული:

1. ფესტოსის დისკოს მბეჭდავები იყვნენ ქურუმები, რომლებსაც კორიბანტები ერქვათ და რომლებიც დასავლეთ საქართველოდან იყვნენ ჩასულნი.

2. ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით, კირბები არის ფირფიტები, რომელსაც გამოიყენებდნენ კოლხები. ეს არის თიხაზე ბეჭდვის განსაკუთრებული მეთოდი (ოქროს დამწერლობა ).

3. კოლხური ენის განმარტება. დაუყოფად ქართველურ ენებს ქართულ და მეგრულ-ლაზურს ვუწოდეთ კოლხური - პროტოქართული.

გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს ლონდონში, ბერლინგტონის სახლში, ხელოვნების სამეფო აკადემიაში წაკითხული მოხსენებიდან, რომელსაც მსოფლიოს მეცნიერული ელიტა განსაკუთრებული ყურადღებით უსმენდა.

პროფ. პ. ინგოროყვა (1939, გვ. 169-170) და აკად. შ. ნუცუბიძე (1983, გვ. 99) გამოთქვამდნენ მოსაზრებებს, რომ ხარაქს პერგამონელის ტერმინი "ხრისოგრაფია" ნიშნავს ოქროს მეშვეობით დაწერას და იგი იყო წერის განსაკუთრებული და სპეციფიკური ხელოვნება, რომელიც კოლხეთში გამოიყენებოდა. მათი აზრით, მისი შესრულების წესები აღწერილი იყო ვერძის ტყავზე და არგონავტებმა ამ მეტად მნიშვნელოვანი კოლხური ხელოვნების შესათვისებლად იმოგზაურეს საბერძნეთიდან კოლხეთში (... ).

მეგრულ-ლაზური შედის ქართველურ ენათა ჯგუფში. ამ ენაზე ამჟამად მეტყველებს ხალხი, რომელიც სახლობს სამხრეთ კავკასიაში და შავი ზღვის სანაპიროს აღმოსავლეთ ნაწილში: დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონში და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ლაზეთში, მეგრელები თავიანთ ენას უწოდებდნენ "მარგალურ ნინას", ლაზები - "ლაზურ ნინას", მეგრელებს ჭანები უწოდებდნენ "მაკრონებს" (ჩიქობავა 1926; ჯავახიშვილი 1979, გვ. 452; ჩუხუა 2000-2003, გვ. 84 ), მეგრელები კი თავიანთ თავს უწოდებენ "მარგალებს", თანამედროვე ქართულზე მათ ჰქვიათ "მეგრელები".

როგორც ქვემოთ ვნახავთ, ჩემი კვლევის შედეგები საფუძველს მაძლევს, რომ კოლხური მივიჩნიოთ პროტოქართველურ ენად.

დამატებით მსურს აღვნიშნოთ, რომ წინაბერძნული მოსახლეობის ენისა და კავკასიური ენების ნათესაობის შესახებ ჰიპოთეზები წამოაყენეს: ლ. ჰერვასმა, ვ. ჰუმბოლდტმა, პ. კრეჩმერმა, ან. მეიემ, ად. დირმა, ედ. შვიცერმა, მ. სერგიევსკმა, ფრ. შახერმაირმა, ს. ყაუხჩიშვილმა, ს. ჯანაშიამ, გ. დეეტერსმა, არნ. ჩიქობავამ, აკ. ურუშაძემ, პ. ბერაძემ, ედ. ფურნიემ, თ. გამყრელიძემ, რ. შმიტ-ბრანდტმა, რ. ბეეკესმა, რ. გორდეზიანმა, ჰ . ძებიშმა, ზ. გამსახურდიამ და სხვებმა.

ბ-ნ გია კვაშილავას ქართულ და უცხოურ მეცნიერულ წყაროებზე დაყრდნობილი გამოკვლევის შედეგები:

1) კრეტაზე აღმოჩენილი ძვ. წ. XV საუკუნებამდელი თიხის ფირფიტების წარწერების ენა არ არის ბერძნული.

2) კრეტის უძველესი წარწერის ენა განეკუთვნება კავკასიურ ენებს, რომელთა გავრცელების არეალი იმ დროს უფრო ვრცელი იყო, ვიდრე შემდგომ პერიოდში.

3) ნოტიო თიხის ფირფიტა - ფესტოსის დისკო მაღალ ტემპერატურაზე გამოწვის შემდეგ ქვასავით მაგარი გახდა და მისი ასეთი თვისებების გამო არის კირბი.

4) ფესტოსის დისკო, რომელიც დაბეჭდილია ოქროს ყალიბებით (რადგან სხვა სახის ყალიბების გამოყენების შემთხვევაში დისკოს ნახატ-ნიშნების კონტურები ძალიან ადრე მკაფიოობას დაკარგავდა და დღეს ჩვენ დისკოს ვერ ამოვიკითხავდით) არის კოლხური ოქროდამწერლობის ხელოვნების ნიმუში.

5) კოლხური ოქროდამწერლობის ნიმუში, დისკო დაბეჭდილია კოლხი ქურუმების - კორიბანტების მიერ კრეტაზე ან ანატოლიაში. ისინი ოქროდამწერლობით შექმნილ სავედრებელ-საგალობელ ტექსტებს უძღვნიდნენ ღვთაებებს. ასეთი სახის დამწერლობა არ გამოიყენებოდა სამეურნეო და ადმინისტრაციული სახის ტექსტების შედგენისას.

6) დისკოს ზოგიერთი ნახატ-ნიშანთა მობრუნებების, მათ ქვემოთ მოცემული ვერტიკალური და ირიბი შტრიხების გათვალისწინების შემთხვევაში დისკოს წარწერა მხოლოდ ერთ ენაზე იკითხება. დოქტ. ჰ. ძებიშის (1987-1991-1992 წლებში) დასტამბული მოსაზრებების და ჩვენს მიერ დისკოს გაშიფვრის საფუძველზე, ვამბობთ, რომ დისკოს წარწერის ენა არის პროტოქართველური - კოლხური.

7) დისკოს წარწერა რელიგიურ-სარიტუალო შინაარსის ტექსტია და იგი არის სავედრებელ-საგალობელი, რომელიც ეძღვნება კოლხური მოდგმის ხალხის მაკრელების ნაყოფიერებისა და მიწის დიდ დედაღვთაებას - ნენანას.

8) ძვ. წ. XX ს-დან კოლხური ტომი, უწინდელი მაკრელები (მაკრისელები თუ მერმინდელი მაკრონები) იგივე მეგრელები სახლობდნენ კრეტაზე, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებსა და ანატოლიაში...

და ა. შ.

ჩემი გამოკვლევით დადგინდა, რომ ფესტოსის დისკოს A და B მხარის ცენტრში დაბეჭდილია ციურ სხეულთა სიმბოლოები: "მზისა" და "მთვარის" ნახატ-ნიშნები, აია-ვარდული არის მზის, ცეცხლისა და ოქროს ნახატ-ნიშანი. მზისა და მთვარის მოძრაობის მიხედვით, ტექსტის ამოკითხვის მიმართულებაა სპირალურად ცენტრიდან ნაპრისკენ. ე. ი. ამოკითხვისას ბრუნვა ხდება ცენტრის ირგვლივ, ასეთი კანონით ვკითხულობთ დისკოს ი მხარესაც, სადაც ცენტრში ამოტვიფრულია "მთვარის" ნახატ-ნიშანი - "ჭვინტიანი გვირგვინი".

არქეოლოგიური მასალებიდან ცნობილია, რომ "მზისა და მთვარის" ნახატ-ნიშნები სამეფო ოჯახსა და სამეფო ძალაუფლების სიმბოლოებია. ხოლო სპირალი სიცოცხლისა და განწმენდის ნახატ-ნიშანია.

ზემოთ მოგახსენეთ, რომ დისკოს წარწერა დაბეჭდეს კოლხმა ქურუმებმა - კორიბანტებმა, რომლებიც ზედმიწევნით კარგად ერკვეოდნენ ცის რუკაში და ბევრი ასტრალური ნახატ-ნიშანი გამოიყენეს ენიგმატური სავედრებლის სპირალისებურად ამოსატვიფრად.

ვფიქრობთ, ქართული თემის გაჟღერება მსოფლიოს გამოჩენილ მეცნიერთა პრესტიჟულ ფორუმზე და პუბლიკაცია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ "MINERVA"-ში, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკოსთა მეტ-ნაკლებად წარმატებული დიპლომატიური სვლები ტელევიზორის ეკრანთან მიჯაჭვულმა ქართულმა საზოგადოებრიობამ ალბათ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაპყროს ეროვნული მეცნიერების სახეს და ქართული მეცნიერული აზრის ექსპორტს ევროპაში, ვიდრე იმ მყვირალა ხმებს და სახელებს, ხვალ რომ აღარავის ემახსოვრება...

საბოლოო დასკვნა

"მაშასადამე, მრავალი მკვლევარისა და ჩემ მიერ ზემოთ მოცემული დებულებებისა და ფაქტების, არქეოლოგიური, პალეოგრაფიული და ლინგვისტური მასალების, მითოლოგიური და ისტორიული წყაროების, დისკოზე ღვთაებათა სახელებისა და ტოპონიმების, არქალოხორის ცულის, მალიის ქვის ბლოკისა და ფესტოსის ლარნაკის ნახატ-ნიშანთა ამოკითხვის საფუძველზე, ჩემ მიერ დასაბუთებულია, რომ ფესტოსის დისკოს ნახატ-ნიშანთა ჯგუფები გაშიფრულია პროტოქართველურ - კოლხურ ენაზე".

გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
tamara   ფესტოს დისკო - საინტერესო აღმოჩენა   Nov 20 2008, 09:55 PM
k@the   tamara თუ სრული ერთი წუ...   Nov 20 2008, 10:29 PM
tamara   მოხსენება არის ინგ...   Nov 20 2008, 10:39 PM
k@the   tamara დიდი მადლობა! მ...   Nov 21 2008, 03:08 PM
Marabella   აუუუუ ჩემს აღფრთოვ...   Nov 21 2008, 03:20 PM
tamara   დუმილი იმ კონფერე...   Nov 21 2008, 03:57 PM
Marabella   tamara დუმილი თანხმობი...   Nov 21 2008, 04:08 PM
tamara   იცნობენ ბერძნებს ...   Nov 21 2008, 04:11 PM
Marabella   tamara დუმილი თანხმობი...   Nov 21 2008, 04:13 PM
tamuna m   რავა ყველგან მოდე...   Nov 21 2008, 04:51 PM
tamara   სწორედ მაგაზეა სა...   Nov 21 2008, 08:12 PM
tamuna m   tamara ტემპი არ დააგდო. ...   Nov 21 2008, 10:04 PM
KAIROS   ჯერ გადავხტეთ ... :D ...   Nov 22 2008, 03:48 AM
KAIROS   ესეც "ჩვენი დისკი...   Nov 22 2008, 04:11 AM
tamara   ვიცი ეგ თეორიები კ...   Nov 22 2008, 09:53 AM
KAIROS   კი ბატონო :) მესმის ...   Nov 22 2008, 10:10 AM
Marabella   tamara ის სტატია ნეტა მ...   Nov 28 2008, 01:38 AM
tamara   მალე მექნება ის მო...   Nov 28 2008, 01:45 AM
tamara   4 დეკემბერს რადიო ი...   Dec 3 2008, 03:58 PM
ლეონტი   4 დეკემბერს რადიო ი...   Dec 3 2008, 04:57 PM
ubralod ninka   ვა მაგარია,გამეხარ...   Dec 3 2008, 08:00 PM
დათიკო   მე შემიძლია დავდო ...   Dec 3 2008, 09:22 PM
tamara   მე შემიძლია დავდო ...   Dec 4 2008, 12:09 PM
ქეთინო   დათიკო თუ იგი საუბ...   Dec 3 2008, 09:40 PM
დათიკო   ქეთინო არა, მხოლოდ ...   Dec 3 2008, 09:43 PM
tamara   ქეთინო წაკითხვის ლ...   Dec 4 2008, 08:45 AM
დათიკო   tamara დავდებ საღამოს, ...   Dec 5 2008, 02:23 PM
k@the   მე ველი და გადავიწ...   Dec 5 2008, 02:52 PM
დათიკო   http://www.allshares.ge/download.php?id=FE7A060C1...   Dec 7 2008, 03:00 AM
k@the   მადლობა დავით, გად...   Dec 7 2008, 03:38 AM
ქეთინო   მეც გადავიწერე.. მო...   Dec 7 2008, 04:49 PM
დათიკო   ერთბაშად არ გაიგოთ...   Dec 7 2008, 05:48 PM
Marabella   დათიკო მოვუსმინე დ...   Dec 7 2008, 06:37 PM
დათიკო   Marabella ან ლაზურს :)   Dec 7 2008, 06:51 PM
ქეთინო   ჰა, მაგარია :D მე კიდ...   Dec 9 2008, 01:18 AM
KAIROS   ეგ კარგი და პატიოს...   Dec 9 2008, 02:28 AM
tamara   მაგას რადიო ვერ უშ...   Dec 9 2008, 01:56 PM
tamara   ფესტოსის დისკოს მს...   Dec 13 2008, 05:20 PM
iber   ეს–ფესტოს დიკოა http:/...   Dec 13 2008, 06:27 PM
tamara   ესეც გია - ახალგაზრ...   Dec 14 2008, 11:56 AM
Marabella   tamara გაიხარე!!! ჩა...   Dec 15 2008, 11:50 PM
tamara   On the Phaistos Disk as a Sample of Colchian Golds...   Feb 19 2009, 08:45 PM
sable   ისე კვაშილავამ როგ...   Feb 19 2009, 10:40 PM
tamara   sable საუბარია 1600 წელზ...   Feb 19 2009, 10:55 PM
sable   [b]sable საუბარია 1600 წელ...   Feb 20 2009, 01:07 AM
tamara   იმ შუაშია, რომ მოგვ...   Feb 20 2009, 01:20 AM
sable   იმ შუაშია, რომ მოგვ...   Feb 20 2009, 04:04 PM
bekas   ეი პელაზგები კოლხ...   Feb 20 2009, 05:54 PM
staywhite   მიყვარს ეს თემები :)...   Feb 20 2009, 06:46 PM
tamara   ვინ გითხრა რომ მოვ...   Feb 20 2009, 08:58 PM
sable   ვინ გითხრა რომ მოვ...   Feb 21 2009, 05:14 PM
bekas   ჰეროდოტეს აზრით ძ...   Feb 20 2009, 09:54 PM
tamara   კაი ერთი! მითხრა ...   Feb 20 2009, 10:18 PM
bekas   :D   Feb 21 2009, 12:20 AM
m16   ანუ რაო რა ხდებაო? ...   Feb 21 2009, 05:39 PM
bekas   გააჩნია ვინ რა თვა...   Feb 21 2009, 05:52 PM
sable   გააჩნია ვინ რა თვა...   Feb 21 2009, 06:08 PM
m16   იმ სურათში ქართველ...   Feb 21 2009, 06:29 PM
tamara   ორიდან ერთი ვარიან...   Feb 21 2009, 07:41 PM
bekas   დორიულ მუზარადებთ...   Feb 21 2009, 08:15 PM
sable   დორიულ მუზარადებთ...   Feb 21 2009, 08:28 PM
tamara   აქ უნდა ითქვას ერ...   Feb 21 2009, 08:35 PM
bekas   ეგ კითხე იმ მელოტს ...   Feb 21 2009, 09:10 PM
sable   ეგ კითხე იმ მელოტს ...   Feb 21 2009, 09:19 PM
tamara   ვლადიკავკაზში იპო...   Feb 21 2009, 09:16 PM
sable   ვლადიკავკაზში იპო...   Feb 21 2009, 09:30 PM
კანუდოსელი   ეგვიპტელებიც კოლხ...   Feb 21 2009, 09:38 PM
tamara   მუზარადის შესახებ ...   Feb 21 2009, 09:56 PM
sable   მუზარადის შესახებ...   Feb 21 2009, 11:02 PM
tamara   არ გცოდნია. ეს მუზ...   Feb 21 2009, 11:14 PM
sable   არ გცოდნია. ეს მუზ...   Feb 22 2009, 11:02 PM
tamara   ეგ აშკარად მუზარად...   Feb 21 2009, 11:29 PM
tamara   ნამდვილად მახსოვს ...   Feb 22 2009, 11:20 PM
sable   ნამდვილად მახსოვს...   Feb 22 2009, 11:46 PM
კანუდოსელი   ერთი კითხვა მექნებ...   Feb 22 2009, 11:37 PM
tamara   არ ვიცი ზუსტად მე მ...   Feb 22 2009, 11:38 PM
კანუდოსელი   არ ვიცი ზუსტად მე მ...   Feb 22 2009, 11:40 PM
death   არ ვიცი ზუსტად მე მ...   Feb 23 2009, 12:25 AM
კანუდოსელი   მათემატიკოსი თუა, ...   Feb 22 2009, 11:49 PM
sable   მათემატიკოსი თუა, ...   Feb 22 2009, 11:50 PM
კანუდოსელი   სამაგიეროდ ისტორი...   Feb 22 2009, 11:52 PM
tamara   რამდენიმე ენა იცი...   Feb 23 2009, 12:26 AM
კანუდოსელი   რამდენიმე ენა იცი...   Feb 23 2009, 12:30 AM
death   სამსახური შესთავ...   Feb 23 2009, 12:41 AM
კანუდოსელი   რომელს ამ მოთხოვნ...   Feb 23 2009, 12:42 AM
tamara   კანუდოსელი რატომ ლ...   Feb 23 2009, 07:38 PM
კანუდოსელი   აბა ასეთ ტიტანურ ა...   Feb 23 2009, 07:40 PM
bekas   აბა ასეთ ტიტანურ ა...   Feb 23 2009, 11:14 PM
tamara   და საიდან დასკვნე...   Feb 23 2009, 08:28 PM
tamara   1. საენათმეცნიერო ს...   Feb 24 2009, 06:40 PM
sable   1. საენათმეცნიერო ს...   Mar 30 2009, 05:18 PM
inga mesxi   გამარჯობათ. დიდი მ...   Mar 29 2009, 07:42 PM
tamara   inga mesxi გმადლობთ ინგა. ...   Mar 29 2009, 08:02 PM
tamara   sable ხელაღებით ნუ ლაპ...   Mar 30 2009, 05:48 PM
dariala   აქააააააააააც? შენ...   Mar 30 2009, 07:41 PM
tamara   შენცაა? არ ვიყავ ა...   Mar 30 2009, 07:58 PM
ქევანა   tamara მე ვიცი რომ თქვე...   Mar 30 2009, 08:18 PM
tamara   ლონდონის კონფერენ...   Mar 30 2009, 08:23 PM
dariala   კარგით რაა, რა საჭი...   Mar 30 2009, 08:30 PM
staywhite   inga mesxi ვისზეც ეს იგულ...   Mar 30 2009, 09:36 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 21st June 2024 - 11:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი