სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| tamara |
Nov 20 2008, 09:55 PM
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
ამ დღეებში მოხდა ერთი მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა,
რომელსაც ჩვენდა სამარცხვინოდ იმედის ეთერმა სულ 1 წუთი დაუთმო - ლონდონში ჩატარდა ფესტოს დისკოსადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია- სადაც მოწვეულები იყვნენ მსოფლიო დონის მენიერები - ლინგვისტები კონფერენციის ხელმძრვანელმა პირადად დაპატიჟა ქართველი მეცნიერი გია კვაშილავა.. http://www.uslaw.com/library/Legal_Comment...php?item=279427 INTERNATIONAL CONFERENCE ON THE PHAISTOS DISK On the occasion of the 100th anniversary of its discovery, Friday, 31 October ? Saturday, 1 November 2008, At the Society of Antiquaries of London, Burlington House, Piccadilly, Organised and sponsored by Minerva, the International Review of Ancient Art & Archaeology CONFERENCE PROGRAMME FRIDAY, 31 OCTOBER 10:30 Opening remarks by Jerome M. Eisenberg, Ph.D., New York, USA 10:40 Keynote speaker Louis Godart, D.Ph., D.ès L., Hon.C.B.E., Rome, Italy The Phaistos Disk and the Aegean Civilizations 11:40 Introduction by Peter Clayton, F.S.A., Hemel Hempstead, UK Arthur Evans and Plato Have Much to Answer For [LawPundit: Peter A. Clayton is the author of Chronicle of the Pharaohs, in German Die Pharaonen, generally regarded to be one of the best books ever written about Ancient Egypt.] 11:50 1st paper Andis Kaulins, J.D., Traben-Trarbach, Germany The Phaistos Disk: An Ancient Enigma Solved: Two Corroborative Old Elamite Scripts Deciphered Using the Greek Syllabic Values Obtained for the Phaistos Disk [Proof of alleged decipherments of the Phaistos Disk have thus far suffered from the lack of corroborative texts. I have identified two such texts in Elam and have deciphered them using my decipherment of the Phaistos Disk as Greek, with spectacular historical results.] 12:20 2nd paper Torsten Timm, Dresden, Germany The Two Sides of the Phaistos Disk 12:50 3rd paper Dieter A. Rumpel, Dr.-Ing., Dusseldorf, Germany Facts and Probabilities Regarding the Phaistos Disk and the Axe of Arkalokhori 2:40 4th paper John Coleman, D.Phil., M.A., Oxford, UK Epigraphic Continuity of the Phaistos Disk Signary With Cretan Hieroglyphic and Linear Scripts 3:40 5th paper Richard Sproat, Ph.D., Urbana, Illinois, USA How to Forge the Phaistos Disk Text 4:10 6th paper Jerome M. Eisenberg, Ph.D., New York, USA Some Unique Decipherments of the Phaistos Disk SATURDAY, 1 NOVEMBER 10:15 7th paper Tom Palaima, Ph.D., Austin, Texas, USA Emmett L. Bennett, Jr., Cryptoanalysis, Decipherment, and the Phaistos Disc 10:45 8th paper Gareth Owens, Ph.D., Heraklion, Crete, Greece The Phaistos Disk: The Enigma of the Minoan Script 11:45 9th paper Mark Newbrook, Ph.D., Heswall, Wirral, UK Diskomania! Some Highly Non-Mainstream ?Decipherments? Of the Phaistos Disk 12:15 10th paper Nicholas Reed, M.A., M.Phil., Folkestone, Kent, UK Why the Phaistos Disc is Unlikely to be a Forgery 2:15 11th paper Gia Kvashilava, Ph.D., Tbilisi, Georgia On Deciphering the Phaistos Disk as a Sample of Colchian Goldscript 2:45 12th paper Panagiotes D. Gregoriades, Athens, Greece The Phaistos Disk: The Oldest Portable Calendar in Use by the Minoan Navy ![]() |
![]() ![]() |
| tamara |
Nov 20 2008, 10:39 PM
პოსტი
#2
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,865 რეგისტრ.: 13-December 06 წევრი № 679 |
მოხსენება არის ინგლისურად
მალე მექნება ელ.ვერსია და დავდებ მოკლე შინაარსი კი ამ აღმოჩენის ასეთია- "საქართველოს რესპუბლიკა " # 210, შაბათი, 8 ნოემბერი, 2008 წელი ქართული თემა ლონდონის სამეფო აკადემიაში "საქართველო, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის "ენის, ლოგიკის და მეტყველების ცენტრი", დოქტორ გია კვაშილავას" მიწვევა ლონდონში, საერთაშორისო კონფერენციაზე, 2008 წლის 28 აგვსიტოთია დათარიღებული, საომარი მდგომაროების დროს, საქართველოსთვის კრიტიკულ პერიოდში, როცა მთელი მსოფლიოს მზერა კავკასიისკენ იყო მიმართული, ქართული მეცნიერული აზრის შეფასება და ევროპის სამეცნიერო ცენტრში მტკიცება იმისა, რომ "ქართული ენა და სახელმწიფოებრიობა ოთხი ათასი წლისაა" ან საუბარი პროქართული ძიებისა თუ კოლხურ ოქრომდამწერლობაზე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გზავნილი გახლდათ. "ძვირფასო დოქტორო, შემიძლია გაცნობოთ, რომ თქვენი შრომა არის ბრწყინვალე. დიდად მოხარული ვიქნებით, თუ ჩამობრძანდებით ლონდონში და მოხსენებას წაიკითხავთ". მარკ ბერნი, ჟურნალ "MINERVA"-ს რედაქტორი, კონფერენციის ორგანიზატორი. საერთაშორისო კონფერენცია, კუნძულ კრეტაზე ე. წ.ფესტოსის დისკოს აღმოჩენის 100 წლისთავს მიეძღვნა და ლონდონის ცენტრში, ბერლინგტონის სახლში არსებულ ხელოვნების სამეფო აკადემიის ანტიკვარიის საზოგადოებაში 31 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე გაიმართა. ინგლისელ, იტალიელ, გერმანელ, ამერიკელ და ბერძენ ცნობილ მეცნიერთა შორის თბილისიდან დოქტორი გია კვაშილავა გახლდათ მიწვეული. ორი დღის მანძილზე თორმეტი მოხსენება იქნა წაკითხული: ფესტოსის დისკოს ირგვლივ მრავალი მტკიცებულება და ჰიპოთეზა გამოითქვა. შეჯამდა ყველა ის მეცნიერული აზრი, რაც 1908 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც საბერძნეთში, კრეტაზე, ქალაქ ფესტოსში დისკოს აღმოჩენიდან დღემდე ჩამოყალიბდა. კონფერენციის ორგანიზება უპირველესად მეცნიერულ განსწავლულობას და ზუსტ ორიენტაციას მოითხოვდა, რაც სიღრმისეულად, მაღალ დონეზე განახორციელეს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის "MINERVA"-ს დამფუძნებელმა ჯერომ ჰაიზენბერგმა და რედაქტორმა, მარკ ბერნმა. ჟურნალის უკანასკნელ ნომერში მოცემულია ცნობები ოთხმოც განსაკუთრებულად ღირებულ ნაშრომთა ავტორების შესახებ, რომლებიც 100 წლის მანძილზე იკვლევდნენ ფესტოსის დისკოს. ამ გამოჩენილ მეცნიერთა ნაწილი უკვე გარდაცვლილია, მაგრამ მათი ღვაწლი სათანადოდაა აღნიშნული და დაფასებული. მსოფლიოში ცნობილ მეცნიერთა თავყრილობა, რომელიც ნისლანი ლონდონის ცენტრში წარიმართა, მხოლოდ ამინდის თვალსაზრისით ჩანდა სტაბილური და ერთფეროვანი. კონფერენცია დისკუსიების და ახალი ვერსიების ფონზე წარიმართა, ხოლო თბილისის უნივერსიტეტის წარმომადგენლის თითქმის ათას ხუთას წყაროზე დაყრდნობილი დამარწმუნებლობა და მკაცრი ლაკონურობა ოპონირების საშუალებას არ იძლეოდა და თვით ბერძნებმაც, რომლებიც ფესტოსის დისკოს საკუთარ ეროვნულ საგანძურად თვლიან, ამერიკელ თუ ინგლისელ სწავლულთა საგულისხმო შეფასებების მიუხედავად, დუმილი არჩიეს. ქართველი მეცნიერის თემის სათაური "ფესტოსის დისკო - კოლხური (პროქართული) ოქროდამწერლობის გაშიფვრის შესახებ" კვლევის შესაძლო შედეგებს გულისხმობდა. ბატონი გია კვაშილავა ორი დღეა, რაც სამშობლოში დაბრუნდა. ჩვენ მას ინტერვიუს ნაცვლად ლონდონში წაკითხული მოხსენების გაცნობა ვთხოვეთ, რომელშიც სამი ძირითადი ცნობაა მოცემული: 1. ფესტოსის დისკოს მბეჭდავები იყვნენ ქურუმები, რომლებსაც კორიბანტები ერქვათ და რომლებიც დასავლეთ საქართველოდან იყვნენ ჩასულნი. 2. ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით, კირბები არის ფირფიტები, რომელსაც გამოიყენებდნენ კოლხები. ეს არის თიხაზე ბეჭდვის განსაკუთრებული მეთოდი (ოქროს დამწერლობა ). 3. კოლხური ენის განმარტება. დაუყოფად ქართველურ ენებს ქართულ და მეგრულ-ლაზურს ვუწოდეთ კოლხური - პროტოქართული. გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს ლონდონში, ბერლინგტონის სახლში, ხელოვნების სამეფო აკადემიაში წაკითხული მოხსენებიდან, რომელსაც მსოფლიოს მეცნიერული ელიტა განსაკუთრებული ყურადღებით უსმენდა. პროფ. პ. ინგოროყვა (1939, გვ. 169-170) და აკად. შ. ნუცუბიძე (1983, გვ. 99) გამოთქვამდნენ მოსაზრებებს, რომ ხარაქს პერგამონელის ტერმინი "ხრისოგრაფია" ნიშნავს ოქროს მეშვეობით დაწერას და იგი იყო წერის განსაკუთრებული და სპეციფიკური ხელოვნება, რომელიც კოლხეთში გამოიყენებოდა. მათი აზრით, მისი შესრულების წესები აღწერილი იყო ვერძის ტყავზე და არგონავტებმა ამ მეტად მნიშვნელოვანი კოლხური ხელოვნების შესათვისებლად იმოგზაურეს საბერძნეთიდან კოლხეთში (... ). მეგრულ-ლაზური შედის ქართველურ ენათა ჯგუფში. ამ ენაზე ამჟამად მეტყველებს ხალხი, რომელიც სახლობს სამხრეთ კავკასიაში და შავი ზღვის სანაპიროს აღმოსავლეთ ნაწილში: დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონში და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, ლაზეთში, მეგრელები თავიანთ ენას უწოდებდნენ "მარგალურ ნინას", ლაზები - "ლაზურ ნინას", მეგრელებს ჭანები უწოდებდნენ "მაკრონებს" (ჩიქობავა 1926; ჯავახიშვილი 1979, გვ. 452; ჩუხუა 2000-2003, გვ. 84 ), მეგრელები კი თავიანთ თავს უწოდებენ "მარგალებს", თანამედროვე ქართულზე მათ ჰქვიათ "მეგრელები". როგორც ქვემოთ ვნახავთ, ჩემი კვლევის შედეგები საფუძველს მაძლევს, რომ კოლხური მივიჩნიოთ პროტოქართველურ ენად. დამატებით მსურს აღვნიშნოთ, რომ წინაბერძნული მოსახლეობის ენისა და კავკასიური ენების ნათესაობის შესახებ ჰიპოთეზები წამოაყენეს: ლ. ჰერვასმა, ვ. ჰუმბოლდტმა, პ. კრეჩმერმა, ან. მეიემ, ად. დირმა, ედ. შვიცერმა, მ. სერგიევსკმა, ფრ. შახერმაირმა, ს. ყაუხჩიშვილმა, ს. ჯანაშიამ, გ. დეეტერსმა, არნ. ჩიქობავამ, აკ. ურუშაძემ, პ. ბერაძემ, ედ. ფურნიემ, თ. გამყრელიძემ, რ. შმიტ-ბრანდტმა, რ. ბეეკესმა, რ. გორდეზიანმა, ჰ . ძებიშმა, ზ. გამსახურდიამ და სხვებმა. ბ-ნ გია კვაშილავას ქართულ და უცხოურ მეცნიერულ წყაროებზე დაყრდნობილი გამოკვლევის შედეგები: 1) კრეტაზე აღმოჩენილი ძვ. წ. XV საუკუნებამდელი თიხის ფირფიტების წარწერების ენა არ არის ბერძნული. 2) კრეტის უძველესი წარწერის ენა განეკუთვნება კავკასიურ ენებს, რომელთა გავრცელების არეალი იმ დროს უფრო ვრცელი იყო, ვიდრე შემდგომ პერიოდში. 3) ნოტიო თიხის ფირფიტა - ფესტოსის დისკო მაღალ ტემპერატურაზე გამოწვის შემდეგ ქვასავით მაგარი გახდა და მისი ასეთი თვისებების გამო არის კირბი. 4) ფესტოსის დისკო, რომელიც დაბეჭდილია ოქროს ყალიბებით (რადგან სხვა სახის ყალიბების გამოყენების შემთხვევაში დისკოს ნახატ-ნიშნების კონტურები ძალიან ადრე მკაფიოობას დაკარგავდა და დღეს ჩვენ დისკოს ვერ ამოვიკითხავდით) არის კოლხური ოქროდამწერლობის ხელოვნების ნიმუში. 5) კოლხური ოქროდამწერლობის ნიმუში, დისკო დაბეჭდილია კოლხი ქურუმების - კორიბანტების მიერ კრეტაზე ან ანატოლიაში. ისინი ოქროდამწერლობით შექმნილ სავედრებელ-საგალობელ ტექსტებს უძღვნიდნენ ღვთაებებს. ასეთი სახის დამწერლობა არ გამოიყენებოდა სამეურნეო და ადმინისტრაციული სახის ტექსტების შედგენისას. 6) დისკოს ზოგიერთი ნახატ-ნიშანთა მობრუნებების, მათ ქვემოთ მოცემული ვერტიკალური და ირიბი შტრიხების გათვალისწინების შემთხვევაში დისკოს წარწერა მხოლოდ ერთ ენაზე იკითხება. დოქტ. ჰ. ძებიშის (1987-1991-1992 წლებში) დასტამბული მოსაზრებების და ჩვენს მიერ დისკოს გაშიფვრის საფუძველზე, ვამბობთ, რომ დისკოს წარწერის ენა არის პროტოქართველური - კოლხური. 7) დისკოს წარწერა რელიგიურ-სარიტუალო შინაარსის ტექსტია და იგი არის სავედრებელ-საგალობელი, რომელიც ეძღვნება კოლხური მოდგმის ხალხის მაკრელების ნაყოფიერებისა და მიწის დიდ დედაღვთაებას - ნენანას. 8) ძვ. წ. XX ს-დან კოლხური ტომი, უწინდელი მაკრელები (მაკრისელები თუ მერმინდელი მაკრონები) იგივე მეგრელები სახლობდნენ კრეტაზე, ხმელთაშუა ზღვის კუნძულებსა და ანატოლიაში... და ა. შ. ჩემი გამოკვლევით დადგინდა, რომ ფესტოსის დისკოს A და B მხარის ცენტრში დაბეჭდილია ციურ სხეულთა სიმბოლოები: "მზისა" და "მთვარის" ნახატ-ნიშნები, აია-ვარდული არის მზის, ცეცხლისა და ოქროს ნახატ-ნიშანი. მზისა და მთვარის მოძრაობის მიხედვით, ტექსტის ამოკითხვის მიმართულებაა სპირალურად ცენტრიდან ნაპრისკენ. ე. ი. ამოკითხვისას ბრუნვა ხდება ცენტრის ირგვლივ, ასეთი კანონით ვკითხულობთ დისკოს ი მხარესაც, სადაც ცენტრში ამოტვიფრულია "მთვარის" ნახატ-ნიშანი - "ჭვინტიანი გვირგვინი". არქეოლოგიური მასალებიდან ცნობილია, რომ "მზისა და მთვარის" ნახატ-ნიშნები სამეფო ოჯახსა და სამეფო ძალაუფლების სიმბოლოებია. ხოლო სპირალი სიცოცხლისა და განწმენდის ნახატ-ნიშანია. ზემოთ მოგახსენეთ, რომ დისკოს წარწერა დაბეჭდეს კოლხმა ქურუმებმა - კორიბანტებმა, რომლებიც ზედმიწევნით კარგად ერკვეოდნენ ცის რუკაში და ბევრი ასტრალური ნახატ-ნიშანი გამოიყენეს ენიგმატური სავედრებლის სპირალისებურად ამოსატვიფრად. ვფიქრობთ, ქართული თემის გაჟღერება მსოფლიოს გამოჩენილ მეცნიერთა პრესტიჟულ ფორუმზე და პუბლიკაცია საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ "MINERVA"-ში, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტიკოსთა მეტ-ნაკლებად წარმატებული დიპლომატიური სვლები ტელევიზორის ეკრანთან მიჯაჭვულმა ქართულმა საზოგადოებრიობამ ალბათ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაპყროს ეროვნული მეცნიერების სახეს და ქართული მეცნიერული აზრის ექსპორტს ევროპაში, ვიდრე იმ მყვირალა ხმებს და სახელებს, ხვალ რომ აღარავის ემახსოვრება... საბოლოო დასკვნა "მაშასადამე, მრავალი მკვლევარისა და ჩემ მიერ ზემოთ მოცემული დებულებებისა და ფაქტების, არქეოლოგიური, პალეოგრაფიული და ლინგვისტური მასალების, მითოლოგიური და ისტორიული წყაროების, დისკოზე ღვთაებათა სახელებისა და ტოპონიმების, არქალოხორის ცულის, მალიის ქვის ბლოკისა და ფესტოსის ლარნაკის ნახატ-ნიშანთა ამოკითხვის საფუძველზე, ჩემ მიერ დასაბუთებულია, რომ ფესტოსის დისკოს ნახატ-ნიშანთა ჯგუფები გაშიფრულია პროტოქართველურ - კოლხურ ენაზე". გაზეთი "საქართველოს რესპუბლიკა" |
tamara ფესტოს დისკო - საინტერესო აღმოჩენა Nov 20 2008, 09:55 PM
k@the tamara
თუ სრული ერთი წუ... Nov 20 2008, 10:29 PM
k@the tamara
დიდი მადლობა! მ... Nov 21 2008, 03:08 PM
Marabella აუუუუ ჩემს აღფრთოვ... Nov 21 2008, 03:20 PM
tamara
დუმილი იმ კონფერე... Nov 21 2008, 03:57 PM
Marabella tamara
დუმილი თანხმობი... Nov 21 2008, 04:08 PM
tamara
იცნობენ ბერძნებს ... Nov 21 2008, 04:11 PM
Marabella tamara
დუმილი თანხმობი... Nov 21 2008, 04:13 PM
tamuna m
რავა ყველგან მოდე... Nov 21 2008, 04:51 PM
tamara
სწორედ მაგაზეა სა... Nov 21 2008, 08:12 PM
tamuna m tamara
ტემპი არ დააგდო.
... Nov 21 2008, 10:04 PM
KAIROS
ჯერ გადავხტეთ ... :D
... Nov 22 2008, 03:48 AM
KAIROS ესეც "ჩვენი დისკი... Nov 22 2008, 04:11 AM
tamara ვიცი ეგ თეორიები კ... Nov 22 2008, 09:53 AM
KAIROS
კი ბატონო :)
მესმის ... Nov 22 2008, 10:10 AM
Marabella tamara
ის სტატია ნეტა მ... Nov 28 2008, 01:38 AM
tamara მალე მექნება ის მო... Nov 28 2008, 01:45 AM
tamara 4 დეკემბერს რადიო ი... Dec 3 2008, 03:58 PM
ლეონტი
4 დეკემბერს რადიო ი... Dec 3 2008, 04:57 PM
ubralod ninka ვა მაგარია,გამეხარ... Dec 3 2008, 08:00 PM
დათიკო მე შემიძლია დავდო ... Dec 3 2008, 09:22 PM
tamara
მე შემიძლია დავდო ... Dec 4 2008, 12:09 PM
ქეთინო დათიკო
თუ იგი საუბ... Dec 3 2008, 09:40 PM
დათიკო ქეთინო
არა, მხოლოდ ... Dec 3 2008, 09:43 PM
tamara ქეთინო
წაკითხვის ლ... Dec 4 2008, 08:45 AM
დათიკო tamara
დავდებ საღამოს, ... Dec 5 2008, 02:23 PM
k@the მე ველი და გადავიწ... Dec 5 2008, 02:52 PM
დათიკო
http://www.allshares.ge/download.php?id=FE7A060C1... Dec 7 2008, 03:00 AM
k@the მადლობა დავით, გად... Dec 7 2008, 03:38 AM
ქეთინო მეც გადავიწერე.. მო... Dec 7 2008, 04:49 PM
დათიკო ერთბაშად არ გაიგოთ... Dec 7 2008, 05:48 PM
Marabella დათიკო
მოვუსმინე დ... Dec 7 2008, 06:37 PM
დათიკო Marabella
ან ლაზურს :) Dec 7 2008, 06:51 PM
ქეთინო
ჰა, მაგარია :D
მე კიდ... Dec 9 2008, 01:18 AM
KAIROS ეგ კარგი და პატიოს... Dec 9 2008, 02:28 AM
tamara
მაგას რადიო ვერ უშ... Dec 9 2008, 01:56 PM
tamara ფესტოსის დისკოს მს... Dec 13 2008, 05:20 PM
iber ეს–ფესტოს დიკოა
http:/... Dec 13 2008, 06:27 PM
tamara ესეც გია -
ახალგაზრ... Dec 14 2008, 11:56 AM
Marabella tamara
გაიხარე!!! ჩა... Dec 15 2008, 11:50 PM
tamara On the Phaistos Disk as a Sample of Colchian Golds... Feb 19 2009, 08:45 PM
sable ისე კვაშილავამ როგ... Feb 19 2009, 10:40 PM
tamara sable
საუბარია 1600 წელზ... Feb 19 2009, 10:55 PM
sable
[b]sable
საუბარია 1600 წელ... Feb 20 2009, 01:07 AM
tamara
იმ შუაშია, რომ მოგვ... Feb 20 2009, 01:20 AM
sable
იმ შუაშია, რომ მოგვ... Feb 20 2009, 04:04 PM
bekas
ეი პელაზგები კოლხ... Feb 20 2009, 05:54 PM
staywhite მიყვარს ეს თემები :)... Feb 20 2009, 06:46 PM
tamara
ვინ გითხრა რომ მოვ... Feb 20 2009, 08:58 PM
sable
ვინ გითხრა რომ მოვ... Feb 21 2009, 05:14 PM
bekas
ჰეროდოტეს აზრით ძ... Feb 20 2009, 09:54 PM
tamara
კაი ერთი!
მითხრა ... Feb 20 2009, 10:18 PM
bekas
:D Feb 21 2009, 12:20 AM
m16 ანუ რაო რა ხდებაო?
... Feb 21 2009, 05:39 PM
bekas
გააჩნია ვინ რა თვა... Feb 21 2009, 05:52 PM
sable
გააჩნია ვინ რა თვა... Feb 21 2009, 06:08 PM
m16 იმ სურათში ქართველ... Feb 21 2009, 06:29 PM
tamara ორიდან ერთი ვარიან... Feb 21 2009, 07:41 PM
bekas
დორიულ მუზარადებთ... Feb 21 2009, 08:15 PM
sable
დორიულ მუზარადებთ... Feb 21 2009, 08:28 PM
tamara
აქ უნდა ითქვას ერ... Feb 21 2009, 08:35 PM
bekas
ეგ კითხე იმ მელოტს ... Feb 21 2009, 09:10 PM
sable
ეგ კითხე იმ მელოტს ... Feb 21 2009, 09:19 PM
tamara
ვლადიკავკაზში იპო... Feb 21 2009, 09:16 PM
sable
ვლადიკავკაზში იპო... Feb 21 2009, 09:30 PM
კანუდოსელი ეგვიპტელებიც კოლხ... Feb 21 2009, 09:38 PM
tamara მუზარადის შესახებ ... Feb 21 2009, 09:56 PM
sable
მუზარადის შესახებ... Feb 21 2009, 11:02 PM
tamara
არ გცოდნია.
ეს მუზ... Feb 21 2009, 11:14 PM
sable
არ გცოდნია.
ეს მუზ... Feb 22 2009, 11:02 PM
tamara ეგ აშკარად მუზარად... Feb 21 2009, 11:29 PM
tamara ნამდვილად მახსოვს ... Feb 22 2009, 11:20 PM
sable
ნამდვილად მახსოვს... Feb 22 2009, 11:46 PM
კანუდოსელი ერთი კითხვა მექნებ... Feb 22 2009, 11:37 PM
tamara
არ ვიცი ზუსტად
მე მ... Feb 22 2009, 11:38 PM
კანუდოსელი
არ ვიცი ზუსტად
მე მ... Feb 22 2009, 11:40 PM
death
არ ვიცი ზუსტად
მე მ... Feb 23 2009, 12:25 AM
კანუდოსელი მათემატიკოსი თუა, ... Feb 22 2009, 11:49 PM
sable
მათემატიკოსი თუა, ... Feb 22 2009, 11:50 PM
კანუდოსელი
სამაგიეროდ ისტორი... Feb 22 2009, 11:52 PM
tamara
რამდენიმე ენა იცი... Feb 23 2009, 12:26 AM
კანუდოსელი
რამდენიმე ენა იცი... Feb 23 2009, 12:30 AM
death
სამსახური შესთავ... Feb 23 2009, 12:41 AM
კანუდოსელი
რომელს ამ მოთხოვნ... Feb 23 2009, 12:42 AM
tamara კანუდოსელი
რატომ ლ... Feb 23 2009, 07:38 PM
კანუდოსელი აბა ასეთ ტიტანურ ა... Feb 23 2009, 07:40 PM
bekas
აბა ასეთ ტიტანურ ა... Feb 23 2009, 11:14 PM
tamara
და საიდან დასკვნე... Feb 23 2009, 08:28 PM
tamara 1. საენათმეცნიერო ს... Feb 24 2009, 06:40 PM
sable
1. საენათმეცნიერო ს... Mar 30 2009, 05:18 PM
inga mesxi გამარჯობათ. დიდი მ... Mar 29 2009, 07:42 PM
tamara inga mesxi
გმადლობთ ინგა.
... Mar 29 2009, 08:02 PM
tamara sable
ხელაღებით ნუ ლაპ... Mar 30 2009, 05:48 PM
dariala აქააააააააააც? შენ... Mar 30 2009, 07:41 PM
tamara
შენცაა?
არ ვიყავ ა... Mar 30 2009, 07:58 PM
ქევანა tamara
მე ვიცი რომ თქვე... Mar 30 2009, 08:18 PM
tamara
ლონდონის კონფერენ... Mar 30 2009, 08:23 PM
dariala კარგით რაა, რა საჭი... Mar 30 2009, 08:30 PM
staywhite inga mesxi
ვისზეც ეს იგულ... Mar 30 2009, 09:36 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th December 2025 - 12:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი