![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
Giorgi- |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,280 რეგისტრ.: 23-May 07 წევრი № 2,001 ![]() |
ამ თემაში ვისაუბროთ წარმართულ რიტუალებზე, მათთან ბრძოლის ხერხებზე
მაგალითისთვის ავიღოთ ნათლობა: თურმე: 1. ნათლიების რიცხვი ლუწი უნდა იყოს 2. ნათლობის დროს ნათლულს რაიმე უნდა დავანათლოთ 3. მონათვლიდან მესამე დღეს მონათლულს ფეხები სხვა ადამიანმა უნდა დაბანოს და ტაშტში ხურდა ფული უნდა ჩაუყაროს (ეს პიროვნებაც ნათლიად იწოდება თურმე) და ა.შ. როგორ ფიქრობთ, საიდან იღებს სათავეს ეს წარმართული ჩვეულებები და რატომ არის ქრისტიანობასთან ასე "შერწყმული"? როგორ ებრძვით წარმართობას? (80% ხომ წარმართები ვართ) |
![]() ![]() |
კანონისტი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() დავით ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 ![]() |
Giorgi-
ციტატა როგორ ფიქრობთ, საიდან იღებს სათავეს ეს წარმართული ჩვეულებები და რატომ არის ქრისტიანობასთან ასე "შერწყმული"? ბევრი რამ დამახინჯებული ქრისტიანული ტრადიციაა. ჩემი ცოტა ხნის წინანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, რამდენიმეს დავწერ: მიცვალებულზე წრის დარტყმა - ძველი ტრადიციით, გარდაცვლილს გადაასვენებდნენ ტაძარში. სამძიმარზე მისული ადამიანი შედიოდა ეკლესიაში, მიუსამძიმრებდა მარჯვნივ მჯდომ ჭირისუფლებს, მივიდოდა ანალოღიის ხატთან, ემთხვეოდა, მოტრიალდებოდა, თავს დაუკრავდა მიცვალებულს პატივისცემის ნიშნად, შემდეგ მარცხნივ მსხდომებს მიუსამძიმრებდა და გამოდიოდა ტაძრიდან. ეს წესი (თუმცა ვერ ვიტყვი რომ მაინცდამაინც წარმართული) შემორჩა ბინაში დასვენებული მიცვალებულის მიმართაც (რის გამო არტყამენ წრეებს თვითონ არ იციან) მიცვალებულზე ღამის გათევა - ქრისტიანული ტრადიციით, ადამიანის გარდაცვალებიდან დასაფლავებამდე სასურველია ფსალმუნები იკითხებოდეს განუწყვეტლივ - დღეც და ღამეც. შესაბამისად, საჭიროა ამ მიზნით ღამის გათევა და არა მიცვალებულის გარშემო ჯოკერის თამაში (!) მიცვალებულის დატრიალება - ტაძრიდან გამოსვენების დროს (მიცვალებული ესვენა პირით საკურთხევლისკენ) კუბოს მოატარებდნენ ანალოღიის ხატს და დასავლეთის კარით გამოასვენებდნენ ტაძრიდან. ეს წესი შემორჩა ბინიდან გამოსვენების დროსაც, ოღონდ მას დაემატა ცრურწმენის საფუძველზე: ა) სამჯერ დატრიალება ბ) კარებზე მირახუნება -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი