ვიკითხოთ წმ. წერილი, დეტალები და სისავსე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვიკითხოთ წმ. წერილი, დეტალები და სისავსე |
KAIROS |
Nov 7 2008, 04:02 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ერთის მხრივ იყო კურთხევა ახალი თემა გახსენითო, მეორეს მხრივ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ არ ვიცნობთ წმ. წერილს, ფაქტობრივად რიგითი სექტანტი ხშირად წლობით ეკლესიურს სჯობს ახალი აღთქმის ცოდნაში, ვგულისხმობ სად რა წერია და ა.შ. რათქმაუნდა სექტანტური ცოდნა, და ციტატებზე ხტუნაობა ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ აქ ისიცაა დასანახი, მათ შესწავლილი აქვთ წმიდა წერილი... ჩვენს წმიდა მამებსაც ასევე გაშინაგანებული ქონდათ წმ. წერილი, ამიტომ ძალიან მისასლამებელია ის თუ ვინმე კანონს მიყვება და კითხულობს წმ. წერილს, ვიცი ხალხი, ვინც ყოველდღე თითო თავს კითხულობს სახარებიდან და თითო თავს სამოციქულოდან...
ეს ძალიან კარგი წესია, მე სამწუხაროდ ვერ ვახერხებ, მაგრამ წესად მაქვს, რომ ხშირად გადავშალო წმ. წერილი და შემთხვევითი ადგილი რაც შემხვდება ის წავიკითხო, და შემდეგ მასზე ვიფიქრო, მამების განმარტებაც მოვიძიო საჭიროების მიხედვით, ჩვენშიც იქნება ბევრი, ვისაც ყოველდღიურად ან კვირაში რამოდენიმეჯერ უწევს შეხება წმ. წერილთან, კითხვებისათვის აქვეა ცალკე თემა და სჯობს იქ დასვათ კითხვები,აქ დაწერეთ რა წაიკითხეთ, რა მოგეწონათ, რა აღმოაჩინეთ... წმ.წერილის მადლი გეწეოდეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
kato_Bato |
Nov 22 2008, 12:13 PM
პოსტი
#2
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
KAIROS
ციტატა ეს ერთერთი ყველაზე მღელვარე, მწუხარე და ძლიერი ადგილისა სახარებაში, კაცისშვილი ძე კაცისას კაცისმკვლელებს კოცნით გადასცემს თან ერთი თორმეტთაგანი, თან ის ვისაც უფალმა , ამ პერიოდშიც კი, ამ უკანასკნელი დაცემის მომენტშიც კი ხელი გაუწოდა, რათა იხსნას, და მას უთბილესად "მოყვასო" უწოდა ( სხვაგან დამატებული, რომ ამხილა კიდევ კოცნით გასცემო ძე კაცისას), შემდეგ უფალი, რაც აქ გადაკრულად და მხოლოდ შინაგანად ამხილა იუდა ( სხვაგან სწერია რომ პირდაპირაც უთხრა, ალბათ უფრო მხოლოდ მისთვის გასაგონად), მერე ამხილა პეტრეც, რადგან ის ისევ მიწიერი მეთოდებით აპირებდა ქრისტეს გზაზე სიარულს, როგორც თაბორს კარავს უკეთებდა, ახლა მახვილით აპირებს იმის დაცვას ვინც ყოვლადძლიერია და უთვალავი ანგელოზთნი ათორმეტი დასთაგან ახლავს თან, პეტრეს მხილების შემდეგ, ის კურნებით ამხილებს მღვდელთმთავარის მონასაც, რომელმაც როგორ პავლე მოგვიანებით სხეულის ერთი ორგანოს ( პავლემ თვალის ჩინის, ამან ყურის) დაკარგვის და თავიდან მიღების შემდეგ, როგორც ვიცით შეინანა და ქრისტეს მიმდევარი გახდა შემდეგ, მერე უფალმა ამხილა მთელი იქ მოსული ბრბო, ვინც უიარაღოს შუაღამით მრავალრიცხოვანი და შეიარაღებულნი ადგებიან... და მაინც... უფალი ყველამ მიატოვა და გაიქცა ჩახლართააააა კარგია, მივყვეთ სახარებას, თორემ გონზე არ ვართ რა "გვწამს", მე როგორც ვხედავ... -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 08:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი