![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
G_I_O_R_G_I_ |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 ![]() |
მარტო ჩვენ ვცხოვნდებით?''
ანუ ვაჟა ფშაველას ამ სიტყვებიდან გამომდინარე, ხომ არ მოვდივართ წინააღმდეგობაში იმ პრინციპთან, რომ მხოლოდ მართლამადიდებლური წესით მონათლულები ცხოვნდებიან? ან ვაჟა ფშაველა, რომელსაც სასულიერო გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული, რატომ ამბობს ამას? საერთოდ რა არის ალუდა ქეთელაურის არსი. რისი თქმა უნდოდა ვაჟას, ნუთუ მან არ იცოდა პრინციპი, რომ უფალი ცოდვილთა გადასარჩენად მოვიდა და ნათლობა დაადგინა. აი ეს სტროფებიც რომ შევაჯეროთ: ,,- რას ამბობ? ქისტის ცხონება არ დაწერილა რჯულადა. - მით ვაქებ ვაჟკაცობასა, არ იყიდება ფულადა. '' ,,ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ, მარტოთ ჩვენ გვზდიან დედანი; ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ კუპრში მიელის ქშენანი. ამის თქმით ვწარა-მარაობთ, ღთიშვილთ უკეთეს იციან. ყველანი მართალს ამბობენ განა, ვინაცა ჰფიციან?! '' ,,- ვის ამწყალობნებ, ალუდავ, ამა კურატით შავითა? - ჰკითხავს ალუდას ხუცესი გადაწეულის მკლავითა. - ეგ სამხვეწროა, ბერდიავ, ძოღან მოკლულის ქისტისა. მუცალს ეტყოდენ სახელად, მაუნათლავის შვილისა. კარგადაც დამიწყალობნე, გამიმეტებავ მისთვინა, როგორც უნდომლად მოკლულის თავის ლამაზის ძმისთვინა. '' ,,- გაურჯულებულს არჯულებ, შენ ეგ არ შაგიხდებისა, ქისტისად საკლავის დაკვლა კარგად არ მოგიხდებისა. მამით არ მოდის ანდერძი, პაპით და პაპის-პაპითა, გონთ მოდი, ქრისტიანი ხარ, ურჯულოვდები მაგითა; ეშმაკს ნუ მისდევ... ეგ სიტყვა როგორ ამოგცდა ბაგითა?! '' ,,გაჯავრდა ქეთელაური, ფერი დაიდვა მგლისაო; ხელი დაიკრა ფრანგულსა, შუქი ამოხდა მზისაო. უქნივა მოზვერს ქედზედა, თავი მიგორავს ძირსაო. თან შაეხვეწა ბატონსა, ნუ შამიცოდებ შვილსაო, ალლადა ჰქონდეს მუცალსა, მაგ მოუნათლავ გმირსაო. '' ,,- გაგონილაა, - იძახდა, - ასრე აგდება რჯულისა: საკლავს თვითონ ჰკლავს ალუდა, მამხსენე ქისტის სულისა, ხალხო, მინდარის გავიგო პასუხი თქვენის გულისა. დაჯარდით, ხევსურთ შვილებო, ყველანი - დიდნი, მცირენი, - სამართალი ვქნათ, ვუმტვრიოთ ალუდას სახლის დირენი;'' ,,- დიაცნო, ნუ ხართ ყბედადა, მოდით, მამყევით, ვიდინოთ, ღმერთმ ეს გვარგუნა ბედადა, ჯვარს არ აწყინოთ, თემს ნუ სწყევთ, ნუ გადიქცევით ცეტადა! ერთხელ მაუნდა ალუდას, ერთხელ მობრუნვა თავისა: “მშვიდობით, საჯიხვეებო, გამახარელნო თვალისა! მშვიდობით, ჩემო სახ-კარო, გულში ამშლელო ბრალისა! მშვიდობით, ჩვენო ბატონო, ყმათად მიმცემო ძალისა!” აქ საუბარი არაა ვაჟა-ფშაველაზე ან ალუდა ქეთელაურზე მხოლოდ. თემაა ზოგადად, მხოლდ ქრისტიანები მოხვდებით სასუფეველში? ანუ კარგი ქცევების კათოლიკე და თქვენ რომლებიც ვთქვათ ცოდვებში ყელამდე ხართ ჩაფლული, ღმერთისთვის ერთი და იგივეა? მაშინ რატომ არ მოვიდა მხოლოდ ებრაელთათვის? რატომ მოვიდა მთელი კაცობრიობისათვის? |
![]() ![]() |
გლახა |
![]()
პოსტი
#2
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
შეხვეწილი
ციტატა ვაჟას თავს რომ დავანებებთ ქართველები, მაშინ დავკარგავთ ქართველობას. იცი შეხვეწილ ყმაწვილო ![]() საკითხს არასწორად აყენებ... ვაჟას მართლა თავი დავანებოთ და დავასვენოთ ის კაცი ![]() ვაჟა არ იყო და ქართველები მაინც იყვნენ ასე რომ...მთლად შენი "კომპოზიციის" მიხედვით არ არის... ამა ს რომ წაიკითხავ გაიღიმე .. ![]() |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 6th July 2025 - 07:29 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი