ველო-მომლოცველთა საძმო, წმინდა ადგილების მოლოცვა ველოსიპედით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ველო-მომლოცველთა საძმო, წმინდა ადგილების მოლოცვა ველოსიპედით |
Dato-2 |
Nov 7 2008, 01:02 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 7-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,903 |
რა თქმა უნდა ფეხით მოლოცვა ყველაზე მადლიანია, მაგრამ დროის სიმცირის გამო ველოსიპედი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ჩემი აზრით, შრომა-ღვაწლიც არის და სულიერი დატვირთვაც...
ველომომლოცველთა აქტიური სეზონი იწყება მარტში და გრძელდება ნოემბრამდე, თუმცა ჩვენს კლიმატურ პირობებში შესაძლებელია მოგზაურობა მთელი წლის მანძილზე. აქტიურ სეზონამდე დარჩენილი არის 3 თვე, ასე რომ ამ ხნის განმავლობაში შეიძლება ველოსიპედის შეძენაც (ამ პერიოდში 100-200 ლარით იაფია ველოსიპედი ), მარშრუტის დასახვაც და ა.შ. პირველ ეტაპზე მოვილოცავთ თბილისის და ახლო მდებარე ეკლესია-მონასტრებს, შემდეგ ვიფიქრებთ შორეულ მანძილებზეც... თუ იქნება დაინტერესება გაუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი მოსაზრებები... |
k@the |
Nov 24 2008, 07:37 PM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
გიორგობას გილოცავთ!
საქართველოს ტრასებზე ველიკით სიარული რამდენად უსაფრთხოა? გერიდებიან ავტომობილები? დაახლოებიტ რამდენი კილომეტრის გავლას ახერხებთ ხოლმე, ერთდღიანი მოლოცვებისას და რამდენ ხანს ანდომებთ? დავაგროვე კითხვები -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
Dato-2 |
Nov 24 2008, 08:34 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 7-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,903 |
გიორგობას გილოცავთ! საქართველოს ტრასებზე ველიკით სიარული რამდენად უსაფრთხოა? გერიდებიან ავტომობილები? დაახლოებიტ რამდენი კილომეტრის გავლას ახერხებთ ხოლმე, ერთდღიანი მოლოცვებისას და რამდენ ხანს ანდომებთ? მოგესალმები 'k@the' ! შენც გილოცავ, შეგეწიოს წმ. გიორგი შენ და ყველა ემიგრანტს! დიდი სიამოვნებით უპასუხებ ყველა შენს კითხვას. მოლოცვისას ტრასებზე სიარული გვიწევს მხოლოდ ნაწილობრივ, რადგან ხშირ შემთხვევაში გადავდივართ სხვადასხვა გრუნტის გზაზე, ბილიკებზე... ტრასები ავტომობილებით გადატვირთული არ არის, ამიტომ ამ მხრივ რაიმე პრობლება არ ყოფილა არასდროს... მორიდება უფრო მძღოლებისგან იგრძნობა... დღეში გავდივართ საშუალოდ 20-60 კილომეტრს (შეიძლება 80-იც), იმის მიხედვით სად მივდივართ, რანაირი გზაა და ა.შ. ერთდღიანი მოლოცვისას, დილით თუ 10-ზე გავედით საღამოს დაბნელებამდე ვბრუნდებით, ეს შორ მანძილზე. მოძრაობის საშუალო სიჩქარეა 12-20 კმ/სთ-ში, ესეც დამოკიდებულია გზის ხარისხზე... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 04:54 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი