რჯული და მადლი, ჩვენ რჯულში აღარ ვცხოვრობთ... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რჯული და მადლი, ჩვენ რჯულში აღარ ვცხოვრობთ... |
გლახა |
Jan 30 2007, 05:07 PM
პოსტი
#21
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
------------
|
კანონისტი |
Jan 31 2007, 12:14 PM
პოსტი
#22
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
გლახა
ციტატა ამას წინათ სამებაში ვიყავი და უცხოელთა ჯგუფი შემოვიდა... მივიდა ერთი არამკითხე და ერთ ტურისტს ეუბნება ქუდი მოიხადეო...სხვებს კი ამ ჯგუფიდან ზოგ ქალს შარვალი ეცვა და იმათ ვერაფერი უთხრა...ეს კაცი გაუძალიანდა ..არ იხდიდა..ეს არ მოეშვა ...და ბოლოს მოიხადა იმანაც... მაშინ ბატონო სულ უნდა გაეშვა ეს ჯგუფი იმ ტაძრიდან ან საერთოდ არ შემოეშვა... აქ მხოლოდ მართლმადიდებლობაზე არ არის საქმე. ეს ტრადიციაცაა და ჩვენ თუ არ დავიცავით ტრადიცია, სხვა მით უმეტეს არ დაიცავს მე სხვა მაგალითს გეტყვი. სვეტიცხოველში შემხვდნენ ბელგიელი ტურისტები. ინგლისური კარგად იცოდნენ და დიდხანს ვესაუბრე. ხელთ ჰქონდათ ძალიან კარგი ბრიტანული გამოცემა Traveller's Guide in CAUCASUS: Georgia, Armenia, Azerbaijan. ძალიან საინტერესო ცნობები ეწერა ამიერკავკასიის ქვეყნებზე მერე ვკითხე, რომ ჩვენ დიდი სიწმიდე გვაქვს თბილისის სიონში - წმ. ნინოს ვაზის ჯვარი და თუ ნახეთ-თქო. იცი რა მიპასუხა? არაო, მე შარვალი მეცვა (გოგო ამბობდა) და ტაძარში არ შევედითო. რატომ, დაგიშალათ ვინმემ-თქო? არაო, ამ ტურისტულ ცნობარში ეწერა, რომ საქართველოს ტაძრებში ქალების შარვლით შესვლა არ შეიძლებაო. კათოლიკეები იყვნენ.... ციტატა ერთ ცინიკურ სტატიას გააშალასინებდა რომელიმე უცხოურ ჟურნალში მაგ სტატიამდე იმაზე დაწეროს სტატია, ბუკინგემის სასახლეში შემსვლელ ქალბატონს რომ აუცილებლად შლაპა უნდა ეხუროს და ზომები პროტოკოლის სამსახურს რომ უნდა შეუთანხმოს!!! სხვათაშორის, ჩვენ გვემართება ეს "დემოკრატობანა", თორემ უცხოელებს როგორც წესი პრობლემები არ აქვთ. არ უნდა რჯულის და კანონიკის ახსნა, მარტივად ვეუბნები: please take off your hat, it's just our tradition და მორჩა! ჩემი პირადი სტატისტიკა სამწუხაროდ აჩვენებს, რომ ქართველი "მართლმადიდებლები" უფრო მიწევენ ხოლმე წინააღმდეგობას, ვიდრე უცხოელები ციტატა გახსოვს ფარისეველთან რომ იესო იყო სტუმრად და მეძავი რომ მივიდა მასთან, ალებასტრონის ნელსაცხებელი რომ სცხო, ფეხები ცრემლებით რომ დაუსველა და თმებით შეუმშრალა? რა რეაქცია ჰქონდათ ფარისევლებს? განა არ იცის ვინ ეხებაო..? ამაზე ჩემ წინა პოსტში ხომ დავწერე. უყურე: ციტატა შენ რომ ადამიანს რაღაცას უკრძალავ მთავარია შენ გულში ჩაიხედო, რატომ უკრძალავ? ფანატიზმის და სჯულთშემსრულებლობის (ანუ ფარისევლობის) სენისგან დაავადებული, თუ მისი სიყვარულის გამო. ისინი უგულოდ და უსიყვარულოდ აკეთებდნენ ამას.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd June 2024 - 05:13 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი