ახალი აღთქმის წმინდა წერილის, კანონის ისტორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ახალი აღთქმის წმინდა წერილის, კანონის ისტორია |
დათიკო |
Mar 4 2007, 10:37 PM
პოსტი
#1
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
ჩემი აზრით სანამ თავად წმინდა წერილის შესწავლას დავიწყებდეთ, უნდა შევისწავლოთ მისი დაწერის ისტორიაც. მიმოვიხილოთ პერიოდი როდესაც იწერებოდა წმინდა წერილი. ძალიან საინტერტესოა ამის ცოდნა.
ახალი აღქმის წმინდა წერილის წიგნები, რომელთა საერთო რაოდენობა 27-ია, შეიქმნა I საუკუნეში. წიგნები იწერებოდა 41-42 წლებიდან საუკუნის ბოლომდე. მაგრამ ქრისტეს ეკლესიაში 27-ვე წიგნის კანონიკურად ანუ სავალდებულოდ ცნობა მხოლოდ მე-4 საუკუნისთვის გახდა შესაძლებელი. სწორედ პირველ 4 საუკუნეს ეძღვნება ახალი აღთქმის წმინდა წერილის კანონის ჩამოყალიბების პერიოდი, რომელიც თავის მხრივ 4 ქვეპერიოდად განიყოფა. I პერიოდს ეწოდება მოციქულთა ხანა, რომელიც I საუკუნეს მოიცავს, მეორე პერიოდია მოციქულებრივ მამათა პერიოდი. მოიცავს I საუკუნის ბოლო, II საუკუნის შუა წლებამდე. III პერიოდი მოიცავს II საუკუნის II ნახენახევარს და IV პერიოდი გახლავთ III, IV საუკუნეები. I პერიოდში, მოციქულთა ხანაში თვითონ მოციუქლები ამოწმებდნენ ახალი აღთქმის წმინდა წერილის შესახებ. მაგ: მოციქული პავლე თავის ეპისტოლეებში მათ უწოდებს "საღმრთონი წიგნნი". (ტიმ II 3.15-16) ასე რომ, პავლე მოციქული მათ უწოდებს "ღმრთივსულიერ" წიგნებს (კვლავ ტიმ. II 3.11) ასევე უწოდებს წმინდა წიგნებს (რომალეთა მიმართ 1.2) პეტრე მოციქული მათ უბრალოდ წიგნებად იხსენიებს და იგი ამას გვაუწყებს თავის კათოლიკე ეპისტოლეს II წიგნის I თავში. ასევე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოციქულთა სიტყვას ქრისტიანული თემები იმჟამად იღებდნენ როგორც თვით ქრისტეს მიერ ნაუწყებ სიტყვას (გალატელთა მიმართ 4.14-15) ასევე ცნობილია, რომ ქრისტიანული თემები ძველ ეპისტოლეებს უმატებდნენ ახალს და დგებოდა მოციქულთა წერილების კრებულები. მოციქული პავლე მიმართვას ქრისტიანებს, რომ ეპისტოლეები ერთმანეთს შორის გაცვალონ (კოლ. 4.16) ასევე ცნობილია, რომ იოანე მახარებელმა მე-4 სახარება დაწერა საუკუნის ბოლოს ეფესელ ქრისტიანთა თხოვნით. II პერიოდს რაც შეეხება მოციქულებრივ მამათა თხზულებებში ხშირად გვხვდება ციტირებები ახალის აღთქმის წმინდა წერილის წიგნებიდან , ისე რომ არ არის დასახელებული არც ავტორი და არც წიგნი, რადგანაც თვითონ მოციქულებრივი მამებიც და ის ხალხიც, ვისთვისაც იწერებოდა მათი თხზულებები კარგად იცნობდნენ ახალი აღთქმის ყველა წიგნს. მოციქულებრივ მამებად სახელდებიან კლიმენტი რომაელი, ასევე წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი (ანტიოქიელი) მას ჰქონდა ეპისტოლეები სხვადასხვა ეკლესიებისადმი, სადაც ის ციტირებას ახდენს ახალი აღთქმის წიგნებიდან. ასევე ათორმეტ მოციქულთა მოძღვრება -დიდაქე, რომელიც დაახლოებით I საუკუნის ბოლოს, II საუკუნის 20 - იან წლებშია დაწერილი და იგი ითვლებოდა პირველ ქრისტიანტათვის კატეხიზატორულ წიგნად. ასევე ერმის ”მოძღვარი” (მწყემსი) 135,140 წლებში დაიწერა. ასევე პოლიკარპე სმირნელის ჩვენამდე მოღწეულ ერთადერთ ეპისტოლეში - ფილიპელთა მიმართ, რომელიც დაიწერა ეგნატე ღმერთშემოსილის სიკვდილისთანავე 107,108 წლებში. ასევე იოანე ღვთისმეტყველის მოწაფე პაპიუს ჰიერაპოლელი თავის თხზულებაში ”უფლის სიტყვათა განმარტებაში” იშველიებს ახალი აღთქმის წმ. წერილის სიტყვებს. ცნობილი საეკლესიო მოღვაწის ევსევი კესარიელის უწყებით ეს თხზულება II საუკუნის I ნახევარში არის დაწერილი. მე - 3 და მე-4 პერიოდებს მოგვიანებით დავწერ. ასევე დავწერ წმინდა წერილის თავებად და მუხლებად დაყოფის ისტორიასაც. |
LEBU |
Mar 14 2007, 05:49 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 15-November 06 წევრი № 480 |
გაუ!
რამდენადაც ვიცი არსებობს ე.წ. იუდას სახარებაც, რომელიც ახლახანს აღმოაჩინეს და მიმდინარეობს კვლევა. საინტერესოა როდის დაწერა ის იუდამ (და თუ დაწერა საერთოდ)? მან ხომ თავი ქრისტეს აღდგომამდე მოიკლა?! და საინტერესოა რამდენად შეიძლება მას "სახარება" ვუწოდოთ?! თუ ეს იყო უბრალოდ იუდას ჩანაწერები დღიურის პონტში?! თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია, გთხოვთ გამარკვიოთ ამაში. მადლობა ყველას წინასწარ -------------------- კი არ შევიმეცნებ და ვიწამებ, არამედ მწამს და შევიმეცნებ
|
IOANE_ |
Nov 24 2008, 11:19 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 42 რეგისტრ.: 8-February 08 წევრი № 3,886 |
გაუ! რამდენადაც ვიცი არსებობს ე.წ. იუდას სახარებაც, რომელიც ახლახანს აღმოაჩინეს და მიმდინარეობს კვლევა. საინტერესოა როდის დაწერა ის იუდამ (და თუ დაწერა საერთოდ)? მან ხომ თავი ქრისტეს აღდგომამდე მოიკლა?! და საინტერესოა რამდენად შეიძლება მას "სახარება" ვუწოდოთ?! თუ ეს იყო უბრალოდ იუდას ჩანაწერები დღიურის პონტში?! თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია, გთხოვთ გამარკვიოთ ამაში. მადლობა ყველას წინასწარ ეს იუდა ისკარიოტელზე არ არის საუბარი იუდა იგივე თადეოზი ანუ ლებეოსი სამი სახელით მაცხოვრის ხორციელი ძმა ანუ იოსებ დამწინდველის ორი შვილი იაკობი და თადეოზი (ლებეოს, იუდა) მაცხოვრის მოწაფეები იყვნენ აქედან გამომდინარე იუდა ისკარიოტელის სახარებით მწვალებლები მორწმუნეებზე მანიპულირებას ვერ მოახდენდნენ. ისინი ცდილობდნენ სარწმუნო ადამიანებს ამოფარებულნი დაეგესლას წმინდა ეკლესიის სწავლებები. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 01:18 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი