სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| sergi_glaxa |
Nov 17 2008, 11:19 AM
პოსტი
#1
|
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 |
ვიცი რომ არის კიდევ ერთი თემა სათაურით 10 მცნება, მაგრამ იქ ერთი ფორუმელი ითხოვდა ვინმეს მისთვის დაეწრა 10 მცნება..
ამ თემაში შეძლებისდაგვარად განვიხილოთ ეს მცნებები...გამოვიყენოთ სხვადასხვა ღვთისმეტყველთა მიერ ამ საკითხზე გაკეთებული კომენტარებიც... 1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე. 2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ. 3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა. 4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა. 5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა. 6. არა კაც-ჰკლა. 7. არ იმრუშო. 8. არ იპარო. 9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა. 10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა. |
![]() ![]() |
| KAIROS |
Nov 26 2008, 04:59 PM
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
რა გინდა ეგრი შენს გახარებას იქნება გვითხრა?
ქრისტიანობა ცდება ამის თქმა გინდა? თუ ბიბლია? ისე გსიამოვნებს ესეთი სტილის საუბრები? შენ ბევრ რამეზე გაგცეს პასუხი, მაგრამ არაფერი არ მიგიღია, ვეჭვობ არც ამ კითხვას (თუმცა ეგ კითხვაა არაა, ჩვეულებრივად გინდა მორწმუნეები "ააგდო") მოყვეს შენთვის რაიმე გარდამტეხი მოვლენები... ჩვენ ქრისტიანებს უკვე 2000 წელია ასე გვწამს, ჰოდა გვაცადე რაც შეეხება მაგას, 20 თავში მცნებები უფრო მოკლედ და ნათლადაა გადმოცემული, აგერ ბატონო: 20:1 და იტყოდა უფალი ყოველთა ამათ სიტყუათა, მეტყუელი. 1) 20:2 მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, გამომყუანებელი შენი, ქუეყანით ეგჳპტით სახლისაგან კირთებისა. 20:3 არა იყვნენ შენდა ღმერთნი სხუანი თჳნიერ ჩემსა. 20:4 არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოველი მსგავსეგაჲ, რაოდენ ცათა შინა-ზე და რაოდენი ქუეყანასა ზედა-ქუე და რაოდენნი წყალთა ქუეშე ქუეყ ანისა. 20:5 არა თაყუანის-სცე მათ, არცა ჰმსახურო მათ რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი შენი, ღმერთი მოშურნე, მიმგებელი ცოდვათა მამათასა შვილთა მიმართ მესამედ და მეოთხედ ნათესავადმდე მოძულეთა ჩემთა. 20:6 და მოქმედი წყალობისა ათასთამდე მოყუარეთა ჩემთა და რომელი, დაიმარხნიან მცნებანი ჩემნი. 20:7 არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა, რამეთუ არა წმიდა-ყოს უფალმან მომღებელი სახელისა მისისაჲ ამაოსა ზედა. 20:8 მოიჴსენე დღე შაბათთა წმიდა-ყოფად მისსა. 20:9 ექუსთა დღეთა იქმოდე და ჰქმნე ყოველნი საქმენი. 20:10 ხოლო დღე მეშჳდე შაბათი არს უფლისა, ღმრთისა შენისა, არა ჰქმნე მას შინა ყოველი საქმე შენ და ძემან შენმან და ასულმან შენმან და მონამან შენმან და მჴევალმან შენმან, ჴარმან შენმან და კარაულმან შენმან და ყოველმან საცხოვარმან შენმან და მწირმან, რომელი მკჳდრ არს შენ შორის. 20:11 რამეთუ ექუსთა დღეთა შინა შექმნა უფალმან ცა და ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ყოველნი მას შინანი და განისუენა დღესა მეშჳდესა. ამისთჳს აკურთხა უფალმან დღე მეშვიდე და წმიდა-ყო იგი. 20:12 პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი იქმნეს შენდა და რათა გრძელ ჟამ იყო ქუეყანასა ზედა კეთილისასა, რომელი უფალმან ღმერთმან შენმან მოგცეს შენ. 20:13 არა კაც-ჰკლა, 20:14 არა იმრუშო, 20:15 არა იპარო, 20:16 არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუჲთა, 20:17 არა გული-გითქუმიდეს ცოლსა მოყუსისა შენისასა, არცა აგარაკსა მისსა, არცა მონასა მისსა, არცა მჴევალსა მისსა, არცა ჴარსა მისსა, არცა კაჰრაულსა მისსა, არცა ყოველსა საცხოვარსა მისსა, არცა რაოდენი-რაჲ არს მოყუსისა შენისა. ხოლო 34 თავში უფრო ლოკალური, დროში და სივრცეში შემოსაზღვრული მითითებებია, აი მაგალითად: 34:12 ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე აღუთქუა აღთქუმა მკჳდრთა თანა მის ქუეყანისათა, რომელსა-იგი შეხვალ შენ, ნუუკუე გექმნეს საცთურ. 34:13 ბომონნი მათი დაარღჳე და ძეგლები მათი შეჰმუსრენ, და სერტყები მათი მოჰკაფენ და გამოქანდაკებულნი იგი ღმერთთა მათთანი დაწვენ ცეცხლითა. ეს შესვლის წინა მითითებაა; შემდეგ კი მოდის წმინდა კანონიკურ-ლიტურგიკული ძველ აღთქმისეული წესები: მაგალითად იმაზე, რომ 34:18 და დღესასწაული უცომოებისა თქუენისა დაიმარხეთ ან კიდევ: 34:22 დღესასწაული იგი ჩემი შჳდეულთაჲ ჰყო დასაბამსა იფქლის მკასა, დღესაწაული ნაყოფის შეკრებისაჲ, განსაზოგებელისა წელიწდისასა. ან ესა; 34:23 სამგზის წელიწადსა ეჩუენოს ყოველი პირმშოჲ შენი წინაშე უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა. და ისევ: 34:26 პირველი ნაყოფი ქუეყანისა შეიღო ტაძრად უფლისა ღმრთისა შენისა. არა შეაგბო კრავი სძითა დედისა თჳსისათა. ახლა აშკარაა, რომ მოსემ ეს ყველაფერი შეასრულა, მაგრამ ისინი ათ მცნებად არ ითვლება, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ათ მცნებაში იგულისხმება ის ოქროს ნორმები, რომლის შესრულებაც ერთნაერად ევალება ძველი აღთქმის ებრაელს თუ ახალი აღთქმის ქრისტიანს, ქრისტემდე მეთორმეტე საუკუნეში მცხოვრებს თუ ჩვენი დროის ქრისტეს აქეთ 21 საუკუნის თანამედროვეს... ამიტომაცაა, რომ ქრისტიანული ეკლესია თავის ათი მცნების განმარტებებს სწორედ მეოცე თავის განმარტებებს იძლევა გვაქვს ქართული განმარტებების რამოდენიმე ვარიანტი, ეს http://www.orthodoxy.ge/sakhli/10mtsneba.htm საინტერესო წინასიტყვაობაა და კარგად წაიკითხე: ათი მცნება უფალმა ყოველი დროის ადამიანებს მარადიული მცნებები მისცა, იგი კაცობრიობას მოსე წინასწარმეტყველის მეშვეობით მიეცა, მას კი უშუალოდ ღვთისგან გადაეცა. მას შემდეგ ეს მცნებები სავალდებულო გახდა ყოველი ადამიანისათვის. ამიტომ ბუნებრივია, რომ ამ მცნებების სიძველე არ ნიშნავს, რომ ისინი მოძველდა. ეს მცნებები მარადიულია. როგორც საუკუნეების წინ იყო ამ მცნებების ყოველი სიტყვა შესასრულებელი, მისაღები და აუცილებლად გასათვალისწინებელი, ასევე დღესაც და მარადჟამს მომავალშიც. ათივე მცნება მარადიული მცნებაა, რომლებიც მარადიულად არის შესასრულებელი და ყოველმა ადამიანმა აუცილებლად უნდა დაიცვას. ბუნებრივია, თითოეულმა ქრისტიანმა კარგად უნდა იცოდეს ყოველი მცნების აზრი და არსი. მიუხედავად იმისა, რომ უფლის განკაცების შემდეგ უფალმა ახალი აღთქმის მოძღვრება მოიტანა, ეს არ ნიშნავს, რომ მან მოსეს ათი მცნება გააუქმა. ათი მცნება უფლის ქადაგებით არ გაუქმებულა, პირიქით, იგი უფრო განმტკიცდა, კაცობრიობას სახარებისეულად კიდევ უფრო ნათლად განემარტა. სწორედ ეს ათი მცნება ყოველი ქრისტიანისათვის სავალდებულოა. ამიტომ ჩვენ თითოეული ამ მცნების აზრი და მნიშვნელობა უნდა ვიცოდეთ. ეს ყველაზე ელემენტალურია ბავშვებისათვის დაწერილი განმარტებაა; არქიმარნდრიტი ნესტორ ყუბანეიშვილი ათი მცნების განმარტება პირველი მცნება მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი ჩემსა გარეშე. პირველი მცნებით ღმერთი გვიბრძანებს, ვიცნოთ და პატივი ვცეთ მას, გვწამდეს ღმერთი, იმედი გვქონდეს მისი, გვიყვარდეს იგი და ვემორჩილებოდეთ მის ნებას, თაყვანი ვსცეთ მას, ვადიდოთ იგი, ვმადლობდეთ მას, ყოველი კაცის წინაშე აღვიაროთ იგი ჩვენს ღმერთად და არ უარვყოთ იგი. გულმოდგინედ ვისმინოთ სიტყვა ღვთისა ეკლესიაში, ვიკითხოთ საღვთო წერილი და წმიდა მამათა ნაწერები. პირველი მცნების წინააღმდეგი ცოდვებია: 1. უღმერთოება, როდესაც უგუნურნი იტყვიან: არა არს ღმერთი; 2. მრავალღმერთიანობა, როდესაც აღიარებენ მრავალ ცრუ ღმერთს; 3. ურწმუნოება; 4. მწვალებლობა; 5. განდგომილება; 6. სასოწარკვეთილება; 7. მკითხაობა და ცრუმორწმუნეობა. მეორე მცნება არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ. ღმერთი ამ მცნებით გვიკრძალავს: კერპთა თაყვანისცემას. კერპი არის ცრუ ღმერთების გამოხატულება. მეორე მცნება არ გვიკრძალავს ხატის თაყვანისცემას, ვინაიდან ხატი არის გამოხატულება ჭეშმარიტი ღვთისა და მისი წმინდანებისა. და, როცა ჩვენ ხატს თაყვანსა ვსცემთ, გონების თვალით უნდა მივხედოთ ღმერთს და იმ წმინდანებს, რომელნიც ხატზე არიან გამოხატულნი. ეს მცნება გვიკრძალავს: კერპთა თაყვანისცემას, ანგარებას, გემოთმოყვარებას, ნაყროვანებას, სიმთვრალეს. მესამე მცნება არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა. ღმერთი ამ მცნებით გვიკრძალავს ღვთის სახელის ცუდად ხსენებას. ღვთის სახელი უნდა ვახსენოთ: ლოცვაში, საღვთო სწავლაში და ფიცის მიღების დროს. ეს მცნება გვიკრძალავს: ღვთის გმობას, ღმეთზე საყვედურს, ქირდვას, როცა საღმრთო საგნებს გახდიან სახუმაროდ ან საგინებლად, უყურადღებობას ლოცვისადმი, ცრუ ფიცს, ფიცის დარღვევას, ღვთისადმი მიცემული აღთქმის დარღვევას და უბრალო დაფიცებას. მეოთხე მცნება მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა. ღმერთი ამ მცნებით გვიბრძანებს: ექვს დღეს მუშაობას, ხოლო მეშვიდე დღის ღვთისათვის შეწირვას. ქრისტიანები ვდღესასწაულობთ კვირას და აგრეთვე სხვა დღეებს, რომლებიც დადგენილია სადიდებლად უფლისა იესო ქრისტესი, ღვთისმშობლისა და წმინდანებისა. კვირას და სხვა დღესასწაულების დროს უნდა ვესწრებოდეთ ღვთის მსახურებას ეკლესიაში, მომეტებულად ვლოცულობდეთ შინ, ვკითხულობდეთ საღვთო წერილს, უნდა შევსწიროთ რაიმე ტაძრის სასარგებლოდ, აღმოვუჩინოთ შემწეობა ღარიბთა, ვნახოთ ავადმყოფნი, საპყრობილეში მყოფნი და სხვ. რომელნიც დღესასწაულებში გაერთობიან უწესო თამაშობით და უზომო სმა-ჭამით, არღვევენ დღესასწაულის სიწმინდეს. გარდა დღესასწაულებისა ვსწირავთ ღმერთს მარხვის დღეებს. მეხუთე მცნება პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა. ამ მცნებით ღმერთი გვიბრძანებს მშობელთა პატივისცემას და მათ მორჩილებას. 1. მათთვის უნდა ვევედროთ ღმერთს; 2. უნდა ვეხმარებოდეთ მათ შრომისა და საჭიროების დროს; 3. უნდა ვასაზრდოოთ და მოვასვენოთ ისინი ავადმყოფობისა და მოხუცებულობის დროს; 4. სისწორით ავასრულოთ მათი ანდერძი, თუ ის ღვთის სჯულისა და სამოქალაქო კანონის წინააღმდეგი არ არის. მშობლების გარდა ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ხელმწიფეს, სულიერ მწყემსთა და მასწავლებელთა, აღმზრდელთა და კეთილისმყოფელთა და ხნით უხუცესთა. საღვთო წერილი ხელმწიფის პატივისცემაზე გვასწავლის: „ღვთის გეშინოდენ, შვილო, და მეფისა, და ნურცა ერთსა მათგანსა წინ აღუდგები“. „მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსა“. მეექვსე მცნება არა კაც-ჰკლა. მეექვსე მცნება გვიკრძალავს მკვლელობას. ყველა მკვლელობა სჯულის წინააღმდეგი არაა. სახელდობრ, როცა დამნაშავეს სჯიან სიკვდილით მართლმსაჯულებისამებრ და როცა მტერს ჰკლავენ ომში. სჯულის დამრღვეველი მკვლელობაა, როცა მსაჯული სიკვდილით დასჯის ბრალდებულს, რომლის უბრალოება მან იცის; როცა მალავენ, ან ათავისუფლებენ მკვლელს და მით აძლევენ საშუალებას, რომ ახალი მკვლელობა ჩაიდინოს; როცა არ იხსნიათ ახლობელს ან მოყვასს სიკვდილისაგან, თუკი შეუძლიათ გამოხსნა. მეექვსე მცნება გვიკრძალავს: თვითმკვლელობას, განრისხებას, სიძულვილს, შურს, გულფიცხობას, შფოთსა და ჩხუბს. ჩვენ ეს მცნება გვიბრძანებს: დავიცვათ სიცოცხლე და კეთილდღეობა მოყვასისა და თავისა თვისისა, შევეწიოთ ღარიბს, მოვუაროთ ავადმყოფს, ვანუგეშოთ მწუხარე. მეშვიდე მცნება არ იმრუშო. ეს მცნება გვიკრძალავს: მრუშობას, ანუ ყოველგვარ ურიგო და უწმინდურ ხორციელ სიყვარულს. ამ ცოდვაში რომ არ ჩავვარდეთ, უნდა განვეშოროთ ყოველსავე, რასაც შეუძლია აღძრას ჩვენს გულში უწმინდური გრძნობა და რაც შეაცდენს კაცს, სახელდობრ, ნაყროვანებას და მთვრალობას, ცუდ სიტყვებს, ურცხვ სიმღერას, ცეკვას, თამაშსა და ხუმრობას. ეს მცნება გვიბრძანებს: ცოლ-ქმართა ერთმანეთის სიყვარულისა და ერთგულებას, ხოლო უქორწინებელთა - სიწმინდესა და უმანკოებას. მერვე მცნება არ იპარო. ამ მცნებით აკრძალულია შემდეგი ცოდვები: ქურდობა, ანუ ფარულად სხვისი ნივთის მითვისება, გაძარცვა, ანუ ძალით სხვისი ნივთის წართმევა; მოტყუება, ანუ ცბიერებით სხვისი საკუთრების მითვისება; მკრეხელობა, ანუ მითვისება იმისა, რაც ღვთისათვის შეწირულია, ანუ ეკლესიას ეკუთვნის; მექრთამეობა და მუქთამჭამელობა, როცა საქმისათვის გასამრჯელოს იღებენ და საქმეს არ აკეთებენ, ანდა შეუძლიათ მუშაობა და არ მუშაობენ და მოწყალებით ცხოვრობენ; ანგარება, როცა ავიწროებენ მოყვასს (სხვა კაცს), სარგებლობენ მისი გაჭირვებით, მაგალითად, იღებენ დიდ სარგებელს. მერვე მცნება გვასწავლის: უანგარობას, ერთგულებას, პატიოსნებას, მართლმსაჯულებას და ღარიბთა შეწყალებას. მეცხრე მცნება არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა. ამ მცნებით აკრძალულია შემდეგი ცოდვები: ცრუ მოწამეობა სასამართლოში; ცილისწამება, ესე იგი სიცრუით საჩივარი და ყოველივე სიცრუე. ეს მცნება გვასწავლის: ყოველთვის უნდა ვამბობდეთ სიმართლეს. მეათე მცნება არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა. ეს მცნება გვიკრძალავს: არა თუ ცუდ საქმეს, არამედ ცუდ სურვილსაც და ცუდ ფიქრსაც, რომ ცუდმა ფიქრმა და სურვილმა არ მიგვიყვანოს ცუდ საქმემდე. ამ მცნების წინააღმდეგი ცოდვაა შური. ეს მცნება გვასწავლის: რომ გვიყვარდეს სხვა, როგორც საკუთარი თავი, და გვინდოდეს სხვისთვის ყოველივე კარგი; კმაყოფილი ვიყოთ მით, რაც გვაქვს, და დავიცვათ გული წმინდად. გამოყენებული ლიტერატურა: „პირველდაწყებითი დარიგება საღვთოს სჯულის სწავლებაზე“ მგონი საკმარისია: იხარე, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
sergi_glaxa _ათი მცნება _ Nov 17 2008, 11:19 AM
mak .3.მცნებას რაც შეეხე... Nov 17 2008, 02:07 PM
sergi_glaxa
.3.მცნებას რაც შეეხ... Nov 17 2008, 02:27 PM
მარიამი
კაი სიტყვაა, მარა ჩ... Nov 17 2008, 02:10 PM
Ismail საინტერესო თემაა.
... Nov 17 2008, 02:14 PM
egri3 მეგობრებო!
გთხოვ... Nov 25 2008, 04:04 PM
sergi_glaxa
მეგობრებო!
გთხოვ... Nov 25 2008, 04:06 PM
გიორგი egri3
როგორ ხარ? Nov 25 2008, 04:05 PM
egri3 გიორგი
არა მიჭირს.... Nov 26 2008, 04:25 PM
egri3 KAIROS
მრევლი. :)
ახლა ა... Nov 26 2008, 05:11 PM
KAIROS
:D
კაი ახლა არ მითხრ... Nov 26 2008, 05:21 PM
Ligia KAIROS
შენს დაწერილში ... Nov 26 2008, 05:44 PM
KAIROS ლიგიას სიცოცხლე,
ჩ... Nov 26 2008, 05:52 PM
Ligia
ლიგიას სიცოცხლე,
ჩ... Nov 27 2008, 10:13 AM
egri3 KAIROS
მოდი ვნახოთ როგ... Nov 27 2008, 01:51 PM
KAIROS
მოიცა, მოიცა ასე არ... Nov 27 2008, 02:58 PM
egri3 KAIROS
არა.
მეც ხომ დაგ... Nov 27 2008, 03:12 PM
KAIROS
მაგას ბიბლიის გაგ... Nov 27 2008, 03:23 PM
egri3 KAIROS
ძროხის და კაცის... Nov 27 2008, 03:30 PM
მნათე
ვიცი რაფერაც წაიკ... Nov 27 2008, 03:31 PM
egri3 მნათე
ზატო ხომ წავ... Nov 27 2008, 03:44 PM
KAIROS
კაი ახლა ეგრუნია :D ... Nov 28 2008, 04:27 AM
egri3 KAIROS
მართლა არ წამიკ... Nov 28 2008, 11:58 AM
კანუდოსელი egri3
რა იყო შეკაცო, რა... Nov 28 2008, 12:27 PM
egri3 კანუდოსელი
შეკითხ... Nov 28 2008, 02:12 PM
კანუდოსელი
კანუდოსელი
შეკით... Nov 28 2008, 02:21 PM
egri3 კანუდოსელი
ვერ ვგ... Nov 28 2008, 02:38 PM
KAIROS
აშკარად :D
დალეწვა,... Nov 30 2008, 05:13 AM
egri3 KAIROS
ნუ დემაგოგობ.
ქუ... Dec 1 2008, 03:28 PM
KAIROS არგუმენტები ნული მ... Dec 1 2008, 09:43 PM
egri3 KAIROS
კაი ეს დაივიწყე.... Dec 2 2008, 01:31 PM
KAIROS
:D კაცო შენ კითხვა ხ... Dec 2 2008, 04:57 PM
Emanuel
ანეგდოტებში კიდე... Nov 28 2010, 07:17 PM
marine „სტუმრის პატივისც... Oct 23 2014, 03:11 PM
marine "დაიწყე ათი მცნებ... Aug 1 2015, 09:25 PM
marine მესამე მცნება
"უ... Aug 2 2015, 09:53 PM
marine მეოთხე მცნება
"კ... Aug 3 2015, 04:30 PM
marine "მცნებათა სულისკ... Sep 20 2015, 09:22 PM
marine "ღვთის მცნებათა შ... Sep 28 2015, 02:59 PM
marine „ამიტომ, გვქონდეს ... Oct 5 2015, 06:46 PM
sanfol რატო უნდა იყოს ჩემ... Oct 12 2015, 02:47 PM
marine
რატო უნდა იყოს ჩემ... Oct 12 2015, 05:00 PM
sanfol marine
არ იქნებოდა ეგ დ... Oct 13 2015, 11:28 AM
marine "ანტონის ცხოვრებ... Nov 19 2015, 09:16 PM
esre ars cheshmariteba 10 მცნებიდან მხოლოდ ... Feb 2 2016, 09:59 PM
marine "როდესაც ვიცავთ უ... Mar 12 2017, 10:19 PM
marine "ათი მცნებით მივი... Apr 1 2017, 10:45 AM
marine "უფლის მცნებების ... May 15 2017, 12:49 PM
marine "ვერაფერი წოდები... Jun 14 2017, 10:13 PM
marine "ქრისტიანი თავის ... Jul 3 2017, 11:07 AM
marine "ათი მცნების შინა... Jul 5 2017, 12:17 PM
marine "ათი მცნება - თუ რო... Sep 1 2017, 10:08 AM
marine "უფლის მცნებათა უ... Dec 21 2017, 08:04 PM
marine "უფლის მცნებებზე ... Jan 29 2018, 11:44 AM
marine "ღვთის მცნებები თ... Feb 2 2018, 10:17 AM
marine "მცნებები, რომლებ... Jun 22 2018, 07:22 PM
marine "შეუძლებელია, უფლ... Jul 11 2018, 04:33 PM
marine "რაც მეტად დავიცა... Jul 21 2018, 09:47 PM
marine "შაბათი ღმერთისგ... Sep 11 2018, 03:53 PM
marine "კითხვა: ათი მცნე... Aug 9 2019, 03:22 PM
marine "კითხვა: ათი მცნე... Aug 16 2019, 08:06 PM
marine "ათი მცნების დაცვ... Nov 7 2019, 04:26 PM
marine "ყოველ ფეხის ნაბი... Nov 19 2019, 06:03 PM
marine "უფლის ათი მცნება... Dec 25 2019, 04:39 PM
marine "მცნების დამცველ... Feb 8 2020, 07:43 PM
marine "აი, სამი მთავარი ... Feb 16 2020, 09:40 PM
marine "შაბათი ღმერთისგ... Mar 24 2020, 07:48 PM
marine "მხოლოდ უფლის მცნ... Apr 23 2020, 01:12 PM
marine “ვერც წუთისოფელი დ... May 22 2020, 09:50 PM
marine "ადამიანმა რაც მე... May 28 2020, 10:29 PM
marine "უფალი წყალობას ა... Jun 2 2020, 09:48 PM
marine "კაცს რომ ღმერთი ... Sep 25 2020, 09:30 PM
marine "უნდა აღვასრულოთ ... Nov 18 2020, 09:03 PM
marine "რაც უფრო მოწამეო... Nov 23 2020, 08:21 PM
marine "ადამიანები რომ ქ... Mar 13 2021, 09:21 PM
marine "ვინც მცნებების თ... Mar 15 2021, 08:52 PM
marine "ვინც საღმრთო სჯუ... Mar 20 2021, 03:05 PM
marine "გავიხსენოთ ის, რ... May 16 2021, 10:19 PM
marine "შენი საზომი ღვთი... May 20 2021, 07:59 PM
marine "მცნების ყოველი დ... May 22 2021, 06:25 PM
marine "უკიდურესად ერიდ... Jun 13 2021, 04:17 PM
marine "შეუძლებელია უფლ... Jun 16 2021, 09:35 PM
marine "როგორ დავრწმუნდ... Jul 1 2021, 03:49 PM
marine "გიყვართ უფალი?! ... Jul 2 2021, 11:38 AM
marine "შეუძლებელია აღვ... Jul 5 2021, 02:10 PM
marine "ისინი, ვინც არ იც... Aug 22 2021, 07:57 PM
marine "განუსწავლელ ქრი... Aug 26 2021, 08:53 PM
marine "ვისაც სურს, რომ უ... Sep 9 2021, 07:48 PM
marine "განა ჩიტისათვის ... Oct 18 2021, 07:54 PM
marine "უფალმა იტვირთა შ... Jan 22 2022, 07:59 PM
marine "ათი მცნება მთავა... Jan 25 2022, 06:56 PM
marine "ღვთის მცნებებს რ... Feb 21 2022, 08:20 PM
marine "თუ ქრისტე გიყვარ... Mar 19 2022, 04:01 PM
marine "თუ გსურს, უჭვრეტ... May 1 2022, 06:15 PM
marine "ვიღაცამ უთხრა ამ... May 17 2022, 08:52 PM
marine "წმინდა მამათა თა... May 23 2022, 06:02 PM
marine "ნუ იფიქრებთ, რომ ... Jun 1 2022, 09:35 PM
marine "რამდენადაც ვიცა... Oct 14 2022, 05:40 PM
marine "თუ ქრისტეს მცნებ... Dec 24 2022, 01:50 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 19th December 2025 - 08:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი