![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
სტალინის წმინდანად შერაცხვის შესახებ რუსული მართლმადიდებლური ეკლესია ალაპარაკდა
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ხშირად ისმის მოწოდებები, რომ იოსებ სტალინი წმინდანების რიცხვს უნდა მიაკუთვნონ, რადგან ის იყო ღრმად მორწმუნე, უბიწო და სამართლიანი ადამიანი, - წერს დღეს გაზეთი ~ნოვიე იზვესტია~. ლენინგრადის ოლქის ქალაქ სტრელნაში წმინდა ოლგას სახელობის ტაძრის წინამძღვარმა ტაძარში სათაყვანებლად ხატი დააბრძანა, რომელზეც იოსებ სტალინი ნატურალურ ზომებშია გამოსახული. ~შეშფოთებული მრევლის თხოვნით, მოძღვარმა ხატი თვალისთვის მიუწვდომელ ადგილზე გადაიტანა, მაგრამ ტაძრიდან არ გაუტანია~, - აღნიშნავს გამოცემა. იმის შესახებ, რომ სტალინი მართლაც მორწმუნე იყო, მის სინდისზე არანაირი ეკლესიური დევნა არ დევს აწ გარდაცვლილი დეკანოზი დიმიტრი დუდკო საუბრობდა. ერთ სტატიაში კი დაწერა - ~ძალიან გვინდა, ბოლოს და ბოლოს შეგევედროთ - ~წმინდა სამართლიანო იოსებ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის~. დეკანოზმა დიმიტრი დუდკომ სიცოცხლის დიდი ნაწილი სტალინის ბანაკებში გაატარა და მოულოდნელად, სიბერეში ~ბელადის და მასწავლებლის~ სიყვარულით განიმსჭვალა. http://www.ipn.ge/ge/index.php?news=6509&hd_line=1 ![]() ![]() ![]() -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა მას ბევრი ემადლიანება და ნამდვილად სიამაყით და მადლიერებით შეჰყურებს ![]() ციტატა და ის ნამდვილად წმინდანია ![]() ![]() ციტატა ბევრი რამ მიამბეთ თქვენს შესახებ მაინც რა გიამბეთ? იბერ... უფრორე შენმა პოსტამ უფრო სამწუხარო რაღაცეები გვიამბო... სტალინიზმი ისევე დასაგმობია, როგორც ნებისმიერი სისხლიანი დიქტატურია, ლენინიზმი იქნება ეს თუ ფაშიზმი ! რეებს წერ კაცო? ვინაა წმიდანი? კაციჭამია ტირანი? მილიონობით ადამიანის ცოდვის დამდები? ან ვინ შეყურებს "მადლიერებით"? საქართველოს ანექსორს? ჩვენი ინტელიგენციის დამხვრეტს, გადამასახლებელს, გამაჩანაგებელს? გიპასუხებენ აქ უფრო მწარედ, მაგრამ ნამდვილად არ მეგონა ამ "ღადავში" ვინმე მსგავს პოსსტ დაწერდა მით უმეტეს შენ ![]() აბა უერთდები იბერ ამ "სტალინიადას"? ციტატა გიხაროდენ, ხალხთა განსაწმენდად მათი გულაგებსა შინა შთამგდებელო, გიხაროდენ, ხალხთა გარდამსახლებელო, გიხაროდენ, რომელმან სამართლიანობის დაცვისათვის იფქლისა იგი მპარავი ქალი დახურიტე, გიხაროდენ, რომელსა მხედართა განძლიერებისათვის სოფლისა მოხუცნი ფაშისტთა სახელით დააღრჩე, გიხაროდენ, რომელსა ოდენ ერთი გაქუნდა კიტელი იგი, გიხაროდენ, რომელმან ბომბი იგი ატომური მოჰპარე დასავლეთსა, გიხაროდენ, სახეო ყოვლისა რუსეთისა მმართველთაო, გიხაროდენ, იოსებ სამართლიანო. რას არ გაიგენობ კაცი ამ ფორუმში ![]() ისე პროსტალინისტი გვყოლია, ფაშისტა ადოლფა ხო იყო და იყო, ლენინისტი ვინ ხართ ახლა ბარემ ესეც გაამხილეთ ![]() როგორც იტყვიან. " გოსპოძი" ![]() ეეეჰ-ით; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 09:54 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი