![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
sergi_glaxa |
![]()
პოსტი
#1
|
Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,015 რეგისტრ.: 12-December 07 წევრი № 3,400 ![]() |
ვიცი რომ არის კიდევ ერთი თემა სათაურით 10 მცნება, მაგრამ იქ ერთი ფორუმელი ითხოვდა ვინმეს მისთვის დაეწრა 10 მცნება..
ამ თემაში შეძლებისდაგვარად განვიხილოთ ეს მცნებები...გამოვიყენოთ სხვადასხვა ღვთისმეტყველთა მიერ ამ საკითხზე გაკეთებული კომენტარებიც... 1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე. 2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ. 3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა. 4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა. 5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა. 6. არა კაც-ჰკლა. 7. არ იმრუშო. 8. არ იპარო. 9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა. 10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა. |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა რატომ არ ვუკეთებთ ღმერთს მიწის სამსხვერპლოს და არ ვწირავთ ცხვარს და ძროხას? მოიცა, მოიცა ასე არ ვარგა, მე ხომ ამაზე დაგიწერე ჯიგარ პასუხი? ![]() ![]() ხომ დაგიწერე, რომ ციტატა ჯერ შესვლის წინა მითითებაა; შემდეგ კი მოდის წმინდა კანონიკურ-ლიტურგიკული ძველ აღთქმისეული წესები: ხოლო ათი მცნება, რომელიც იქნა გამოყოფილი, არის ციტატა უფალმა ყოველი დროის ადამიანებს მარადიული მცნებები მისცა, ასე ომ ის "ქვის საკურთხევლები" საფეხურები, თხები და ძროხები არ შედის მარადიულ მცნებებში, ხოლო შენ შეცდომაში შეგყავს ხალხი ან თავად ხარ შეცდომაში, როცა ფიქრობ , რომ მოსეს " რაიმე სხვა მცნებები" დაუწერა უფალმა, რადგან შემდეგომ თავში უბრალოდ შინაარსობლიავადაა გადმოცემული წინა საუბარი, სადაც შეერთებულია მარადიული მცნებები, სხვა მითითებებთან... ციტატა განსაკუთრებული ათეულის გამოყოფა რის საფუძველზე მოხდა? ვფიქრობ შენი მთავარი შეცდომა აქაა, რადგან ვერ ანსხვავებ უბრალო, კანონიკურ ან ლიტურგიკულ მითითებს, მაგალითად ძროსხის დაკვლას,რაც შეიძლება შეიცვალოს და რაც შეიცვალა და მარადიულ მცნებებს მაგალითად კაცის კვლას, რაც არასოდეს არ იცვლება....რატომ მიენიჭა უპირატესობა? ესაა შენი მთავარი შეცდომა, ის სხვა შეცოდმებიც გაქვს ბლომად, მაგალითად ის რომ როგორც დავწერე ვერ ავლებ ხაზს ძირიტად და მეორად მცნებებს შორის და კიდევ სრულ ალოგიზმს წერ: ციტატა ამასთან ახალი მცნებები შინაარსობრივად განსხვავდება ძველებისგან. ანუ ღმერთმა შეცვალა თავისი სიტყვა? რა პირველად სხვა უთხრა და მერე სხვა? ![]() ![]() ასე ახლა ეს და შენ თუ არ გინდა, ნება შენია ![]() იხარე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2024 - 02:21 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი