![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ვეშაპო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ბიზონებზე მონადირე ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 ![]() |
სტალინის წმინდანად შერაცხვის შესახებ რუსული მართლმადიდებლური ეკლესია ალაპარაკდა
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში ხშირად ისმის მოწოდებები, რომ იოსებ სტალინი წმინდანების რიცხვს უნდა მიაკუთვნონ, რადგან ის იყო ღრმად მორწმუნე, უბიწო და სამართლიანი ადამიანი, - წერს დღეს გაზეთი ~ნოვიე იზვესტია~. ლენინგრადის ოლქის ქალაქ სტრელნაში წმინდა ოლგას სახელობის ტაძრის წინამძღვარმა ტაძარში სათაყვანებლად ხატი დააბრძანა, რომელზეც იოსებ სტალინი ნატურალურ ზომებშია გამოსახული. ~შეშფოთებული მრევლის თხოვნით, მოძღვარმა ხატი თვალისთვის მიუწვდომელ ადგილზე გადაიტანა, მაგრამ ტაძრიდან არ გაუტანია~, - აღნიშნავს გამოცემა. იმის შესახებ, რომ სტალინი მართლაც მორწმუნე იყო, მის სინდისზე არანაირი ეკლესიური დევნა არ დევს აწ გარდაცვლილი დეკანოზი დიმიტრი დუდკო საუბრობდა. ერთ სტატიაში კი დაწერა - ~ძალიან გვინდა, ბოლოს და ბოლოს შეგევედროთ - ~წმინდა სამართლიანო იოსებ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის~. დეკანოზმა დიმიტრი დუდკომ სიცოცხლის დიდი ნაწილი სტალინის ბანაკებში გაატარა და მოულოდნელად, სიბერეში ~ბელადის და მასწავლებლის~ სიყვარულით განიმსჭვალა. http://www.ipn.ge/ge/index.php?news=6509&hd_line=1 ![]() ![]() ![]() -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
![]() ![]() |
გიორგი |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მეცნიერი & ხელოვანი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,905 რეგისტრ.: 18-November 06 წევრი № 491 ![]() |
კანონისტი
ციტატა გიხაროდენ, რომელმან კავის რუსეთი ჩაიბარე და ატომურ ქუეყანად გამოაჩინე მარტო ამისთვისაა სტალინი ბილწარად შესარაცხი. ![]() ![]() ეს რომ არ ყოფილიყო დავისვენებდით ჩვენც და მთელი ცივილიზებული მსოფლიო და რუსეთის ადგილი იქნებოდა ზუსტად იქ, სადაც ეგეთი აზროვნების, მენტალიტეტის და მსოფლმხედველობის სახელმწიფოს ეკუთვნის. ![]() P.S. თუ არსებობს კანონიზაცია ცხონების კუთხით, როდესაც ეკლესია შეისწავლის რა ამა თუ იმ პიროვნების ცხოვრებას და დაადგენს, რომ ეს ადამიანი ცხონდა და მაშასადამე წ მ ი ნ დ ა ნ ი ა, რატომ არ არსებობს მისი ნეგატივი (შებრუნებული) პროცესი, როდესაც ეკლესია ამა თუ იმ პიროვნების ცხოვრების საფუძველზე ადგენს, რომ ეს ადამიანი წარწმყდა და შესაბამისად ბ ი ლ წ ა რ ი ა ? ![]() ![]() ![]() -------------------- My Favourites:
Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs. Georgia & Italy, as National Teams. Katie Melua, as a Musician. Stephen Hawking, as a Scientist. 'Contact' (1997), as a Film. 'Don Quixote', as a Novel. Miguel de Cervantes, as a Writer. Ayrton Senna, as F1 Racing Driver. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 15th June 2025 - 10:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი