სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
| ნათია |
Sep 5 2007, 05:34 PM
პოსტი
#1
|
![]() Miss invisible ![]() ![]() ![]() ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
დიდი ქართველი მეფეები:
P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები... -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
![]() ![]() |
| marisha 92 |
Nov 27 2008, 09:50 PM
პოსტი
#2
|
![]() Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 39 რეგისტრ.: 30-May 08 მდებარ.: tbilisi, saburtalo წევრი № 4,946 |
დემეტრე II თავდადებული
1259 - 12.03.1289 აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1271-1289 წლებში. დავით VII ულუს ძე (გვანცა კახაბერისძის ასულისაგან), მამის გარდაცვალების დროს იყო 11 წლისა. დედ-მამით ობოლს ზრდიდა ტარსაიჭ ორბელი. 1271 წელს ყმაწვილი დემეტრე საქართველოს მეფედ დაამტკიცა მონღოლმა ყაენმა აბაღამ. 1277 წელს, იგივე მონღოლი ყაენის მიწვევით, დემეტრემ 300 ქართველი მეომრით მონაწილეობა მიიღო და დიდად თავიც ისახელა ეგვიპტის სულთანის, ბეიბარსის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1278 წელს დემეტრე გილანის დალაშქვრაში ახლდა მონღოლთა ყაენს. 1280 წელს აბაღა ყაენმა ისევ გაიწვია ქართველები საომრად, ამჯერად ეგვიპტის ახალი სულტანის, მელიქ მანსურის წინააღმდეგ. ქალაქ დარბუზაკთან (სირიაში) გამართულ ბრძოლაში თავი ისახელა ბექა ჯაყელმა და მისმა მესხებმა. ხოლო, შემდგომ, ქალაქ ამასიასთან, 1281 წლის 30 ოქტომბრის სისხლისმღვრელ ბრძოლაში, კვლავ საარაკო გმირობა გადაიხადა დემეტრე მეფემ 200 თანამებრძოლი ქართველით. 1282 წელს მოკვდა აბაღა ყაენი და მონღოლ-ილხანური (ირანის) ტახტისათვის ერთმანეთს დაეძგერნენ აბაღას უფროსი ძე არღუნი და აბაღას ძმა აჰმადი. ბიძა-ძმისწულის ბრძოლა იმჯერად ბიძის გამარჯვებით გათავდა. ქართველი მეფეც ახალ ყაენს ურდოში ეახლა და ეთაყვანა; აჰმადმაც დემეტრე დიდი პატივით მიიღო და მაშინვე ყაენის კარმა კიდევაც დაიმოყვრა ქართველი მეფე: აჰმადის უერთგულესი და უახლოესი კაცის, “დიდი ნოინი” ბუღას ვაჟს ცოლად შერთეს დემეტრეს ასული რუსუდანი. 1284 წელს დემეტრეს მძახალის, თვითონ ბუღა ნოინის მეთაურობით, აჰმად ყაენი შეთქმულებმა მოჰკლეს და ყაენის ტახტზე არღუნ აბაღას ძე აიყვანეს. ახალმა ყაენმაც დემეტრე დიდის “სიყვარულით” მიიღო და თავის მხრივაც აღიარა იგი საქართველოს მეფედ, მით უფრო, რომ ახლად აღზევებული ყაენი მთლიანად ბუღა ნოინის, ანუ დემეტრეს მძაღხლის “ხელთა შინა იყო”. 1288 წელს დარუბანდელებია უჯანყდნენ არღუნ ყაენს. დარუბანდელებს ჩრდილოეთიდან ძლიერი ნოინი, ნოყაი უჭერდა მხარს. არღუნ ყაენმა დემეტრე მეფე აწვია და დარუბანდს სალაშქროდ წავიდა დემეტრეც, აიღო ანიყი – დარუბანდის მთავარი ციხე-სიმაგრე და მიართვა არღუნს მისი გასაღებნი. იმავე 1288 წელს გამჟღავნდა არღუნ ყაენის დასამხობად გათვლილი შეთქმულება, რომლის სათავეში ამჯერადაც ბუღა ნოინი აღმოჩნდა. ყაენის ბრძანებით თავი გააგდებინეს არა მარტო ბუღას, არამედ ყველა მის ახლობელს, ნათესავს, მისგან დაწინაურებულ ყველა მოხელეს, მათგან ისეთებსაც, შეთქმულებაზე ბაიბურიც რომ არა სმენოდა. დემეტრე მეფეც იხმეს ურდოში. სიკვდილი გარდაუვალი უნდა ყოფილიყო შეთქმულების მოთავის ეგზომ ახლობელი ადამიანისთვის. ამიტომ საგანგებო სათათბიროდ შეყრილმა დარბაზმა ერთხმად თხოვა და მოითხოვა, არ წასულიყო მეფე ურდოში, არამედ გახიზნულიყო მთიულეთს, ან ქუთათისს, მეფე კი ბრძანებდა: – მე რომ არ წავიდე, ქვეყანა უნდა დამიქციონ მონღოლებმა, ხალხი ამომიწყვიტონ, ამიტომ – “აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენის წინაშე და იყოს ნება ღვთისა: უკეთუ მე მომკლან, დაე, ქვეყანა ჩვენი უვნებლად დარჩეს!” – და მეფე ურყევი ნებით გაეშურა სამხრეთისაკენ. 1289 წლის 12 მარტს, დილით მოვაკანში, არღუნ ყაენის ბრძანებით, ქართველ მეფეს თავი გააგდებინეს. მეფის ცხედარი, მისი პირადი მღვდლის, მოსეს და აბრაჰამ კათალისკოსის მზრუნველობით, მცხეთას ჩამოასვენეს და დაკრძალეს. ნაქორწინევი იყო სამჯერ. 13 წლისამ ცოლად შეირთო ტრაპიზონის კეისრის ასული, რომლისგანაც შეეძინა ხუთი შვილი. მეორე ცოლად შეირთო მონღოლი ქალი სახელად სოლღარ, რომლისგანაც სამი შვილი ჰყავდა. მესამე ცოლად კი მოიტვანა ნათელა, ბექა ჯაყელის ასული, რომლისგანაც დემეტრეს სიკვდილის წელს (1289წ.) იშვა უფლისწული გიორგი (მომავალი გიორგი V ბრწყინვალე). ხალხმა მისთვის თავადადებულ გმირს დაარქვა “თავდადებული”. ერისთვის წამებული მეფე ქართულმა ეკლესიამ წმიდანთა პანთეონში შერაცხა. მისი მოსახსენებელი დღეა 25 მარტი (ახ.სტ.). დავით III დიდი კურაპალატი გარდ. 1001 ტაოს მთავარი 961-1001 წლებში. 978 წელს მიიღო კურაპალატის ტიტული, 994 წელს კი - ”ქართუელთა მეფის” ტიტული. დავით III წყაროებში იხსენიება ტიტულებით: ”ტაოს მეფე”, ”მაგისტროსი”, ”კურაპალატი”, ”აღმოსალეთის დიდი კურაპალატი”, ”მეფეთა მეფე”, ”ერისთავთ-ერისთავი”, ”ქართულთა მეფე”. ფლობდა სამხრეთ ანუ იმიერტაოს, ბასიანს და მომიჯნავე სომხურ თემებს. X ს. შუა წლებში ტაოს სამეფოს საზღვარი მდ. არაქსზე გადიოდა. დავით III-ის დროს ტაოს სამეფომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირები დამყარა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებთან, აღსდგა საქართველოში არაბთა ბატონობის დროს შეწყვეტილი ქართული მონეტის მოჭრა. დავით III მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო იმდროინდელ ახლო აღმოსავლეთში. მისი ჩარევით დამყარდა მშვიდობა სომეხთა სამეფოში, ერთმანეთის წინააღმდეგ მებძროლ სმბატ ბაგრატუნსა და კარის მფლობელ მუშელს შორის. 979 წ. იგი დაეხმარა ბიზანტიის იმპერიას ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობაში. აჯანყებულებმა ბარდა სკლიაროსის ხელმძღვანელობით საფრთხე შეუქმნეს ბასილი II მაკედონელის (976-1025) ხელისუფლებას. სამეფო ლაშქარი ზედიზედ სასტიკ მარცხს განიცდიდა. ომი მთელ იმპერიას მოედო. ბასილის დედამ (შვილის მცირეწლოვანების გამო ფაქტობრივად იგი მართავდა იმპერიას) დავით III-თან ყოფილი მხედართმთავარი. უკვე ბერად აღკვეცილი, თორნიკე ერისთავი გამოგზავნა და ”წიგნები ვედრებისა” გამოატანა, სადაც მას სთხოვდნენ სკლიაროსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას. დავითის ლაშქარმა თორნიკე ერისთავის სარდლობით სკლიაროსი დაამარცხა, რისთვისაც დავითმა საიმპერატორო კარისგან მიიღო სამმართველოდ ”ზემონი ქვეყანანი საბერძნეთისანი” მისი სიცოცხლის მანძილზე. XI ს. ისტორიკოსის ასოღიკის ცნობით ეს ქვეყნები მდებარეობდნენ მდ. ჭოროხის სათავეებთან, მარდალიის კანტონში. დასავლეთ და აღმოსავლეთ ევფრატის ხეობაში. ნაბოძები ტერიტორიები დავითმა მაჰმადიანებისაგან გაათავისუფლა. იქ ქართველები და სომხები დაასახლა. ჩანს, დავითს იმედი ჰქონდა, რომ შემოერთებულ ქვეყნებს ერთიან საქართველოს სამეფოს უანდერძებდა. ძირითადად ამ სურვილით უნდა იყოს გამოწვეული 988 წელს მისი ლაშქრობა ბასილი II-ის წინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა ფოკას მხარეს. 989 წელს აბიდოსთან ბრძოლაში ფოკა დამარცხდა. 990 წ. იმპერატორმა ბასილიმ დავითის დასასჯელად გამოილაშქრა. დავით III იძულებული გახდა მორჩილება გამოეცხადებინა და პირობა დაედო, რომ გარდაცვალების შემდეგ თავის სამფლობელოს ბიზანტიას გადასცემდა, თუმცა ქართლის აზნაურთა წინაშე მას ბაგრატ III ტაოს მემკვიდრედ ჰყავდა გამოცხადებული. შემდგომში ბიზანტიამ ტაოს ტერიტორიაზე ”იბერიის თემი” შექმნა. მიუხედავად პოლიტიკური მარცხისა დავითი განაგრძობდა მოკავშირეებთან (ქართველთა მეფე ბაგრატ II, სომეხთა მეფები გაგიკ I და აბასი) ერთად ბრძოლას ქართული და სომხური მიწების მაჰმადიან მფლობელთაგან განთავისუფლებისათვის. 990 წ. დავით III-მ ქ. მანასკერტი აიღო და თავის საბრძანებელს შემოუერთა. ამ ფაქტმა სამხრეთ კავკასიის მაჰმადიანი მბრძანებლები აღაშფოთა და მათ ქალაქის დაბრუნება მოითხოვეს. როდესაც მოთხოვნაზე უარი მიიღეს, ადარბადაგანის ამირა მამლანი და სხვა ამირები გაერთიანებული ლაშქრით მის წინააღმდეგ წამოვიდნენ. დავითმა დასახმარებლად მოუხმო ბაგრატ II ქართველთა ემფეს, გაგიკ სომეხთა მეფეს და აბასს, ლაშქარი ქ. ვალაშკერტში დაბანაკდა. მოწინააღმდეგეებმა შებმა ვერ გაბედეს და უკან გაბრუნდნენ. დავით III-მ 997 ალყა შემოარტყა ხლათს. 998 წ. მის წინააღმდეგ ისეთ მაჰმადიანთა კოალიციური ლაშქრობა მოეწყო. დავითმა გაიმარჯვა. დავით დიდის დროს აიგო ოშკის ტაძარი და ორი მცირე ეკლესია, ხახულის მთავარი ტაძარი, პარხალის ტაძარი და ორი მცირე ეკლესია. ტაოს კულტურულ ცენტრებში მწერლობის არაერთი ძეგლი ითარგმნა და გადაიწერა. დავით III დიდის მონაწილეობით განხორციელდა მისი შვილობილის ბაგრატ III-ის გამეფებისა და ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის გეგმა. |
ნათია საქართველოს ყველა მეფე Sep 5 2007, 05:34 PM
k@the ფარნავაზი
ძვ.წ.356 - 264
... Sep 5 2007, 07:26 PM
ნათია [color=#FF9900][size=3][b]მეფე ფარ... Sep 5 2007, 07:35 PM
marine ნათია
ნათი, დიდი მა... Sep 14 2007, 12:20 PM
marine კოლხთა მეფეები
აე... Sep 17 2007, 02:12 PM
marine კოლხეთის (ეგრისის) ... Sep 24 2007, 02:19 PM
marine ლაზთა მეფეები
მალ... Sep 27 2007, 05:13 PM
marine ქართლის მმართველნ... Oct 1 2007, 11:40 AM
marine ფარნავაზიანი წარმ... Oct 4 2007, 02:49 PM
marine ფარნაჯობი
ქართლის... Oct 9 2007, 11:03 AM
m16
ფარსმან I სადღაა? Oct 11 2007, 11:54 PM
solomony
ამ მეფეებს მეც დავ... Oct 12 2007, 12:20 AM
marine ბრატმანი
ქართლის (... Oct 12 2007, 12:46 PM
m16 ქრონოლოგია და დემო... Oct 12 2007, 09:37 PM
Lenus
მეგობარო,
ამდენ მი... Oct 12 2007, 11:38 PM
marine არსოკი
ქართლის (იბ... Oct 15 2007, 10:28 AM
marine მითრიდატე II
ქართლი... Oct 23 2007, 01:43 PM
t.d ნათ წლებიც ხო არ მი... Oct 23 2007, 08:06 PM
ნათია
ნათ წლებიც ხო არ მი... Oct 23 2007, 08:15 PM
marine ფარსმან II (ქველი)
ქა... Oct 25 2007, 12:04 PM
marine ხსეფარნუგი
ქართლი... Oct 26 2007, 04:42 PM
sable
[color=#660000]ხსეფარნუგი
... Oct 26 2007, 10:37 PM
marine
რადამისტი
ინგოროყ... Oct 31 2007, 11:36 AM
sable
ჩემი თხოვნა იქნებ... Nov 2 2007, 09:39 PM
marine
ეგ არ არის ცინიზმი ... Nov 5 2007, 11:48 AM
sable
მე პირადად სახუმა... Nov 5 2007, 07:36 PM
marine
ინგოროყვა ჩემო კა... Nov 6 2007, 11:20 AM
sable
მე ვიცი რომ ინგორო... Nov 6 2007, 06:21 PM
უჩა
ისა ფარსმან ქველი ... Oct 27 2007, 01:30 AM
sable
ისა ფარსმან ქველი ... Oct 27 2007, 10:54 AM
marine ფარსმან III
ქართლის (... Oct 29 2007, 03:52 PM
marine ვაჩე
ქართლის (იბერ... Nov 2 2007, 03:47 PM
marine რევ II
ქართლის (იბერ... Nov 5 2007, 02:36 PM
k@the
მაგ მეფეების არსე... Nov 5 2007, 08:06 PM
marine ფარნავაზიანი ქრის... Nov 6 2007, 04:33 PM
marine მირდატ* ბაქარის ძე
... Nov 13 2007, 01:52 PM
sable
[color=#990000]მირდატ* ბაქა... Nov 14 2007, 06:58 PM
marine
საინტერესო დათარი... Nov 15 2007, 02:46 PM
marine ვარაზ-ბაქარი მირდა... Nov 19 2007, 02:05 PM
marine თრდატ რევის ძე
ქარ... Nov 26 2007, 03:08 PM
marine ფარსმან ვარაზ-ბაქა... Nov 29 2007, 04:19 PM
marine არჩილ* მირდატის ძე
... Nov 30 2007, 03:31 PM
ketusa marine
ალბათ ამის შემდ... Dec 1 2007, 12:00 AM
marine
marine
ალბათ ამის შემდ... Dec 3 2007, 11:14 AM
ketusa
ketusa, ძალიან გამიხარ... Dec 6 2007, 12:02 AM
marine
კაი ჩემო კარგო აუც... Dec 6 2007, 03:10 PM
ketusa marine
შეიძლება რო დავ... Dec 6 2007, 11:19 PM
marine
marine
შეიძლება რო დავ... Dec 7 2007, 12:25 PM
ketusa ვახტანგ გორგასლის ... Dec 7 2007, 09:06 PM
ketusa ბიზანტიით შეწუხებ... Dec 7 2007, 09:16 PM
marine დაჩი ვახტანგის ძე
... Dec 17 2007, 01:44 PM
marine * * *
"მოქცევაჲ ქართ... Jan 10 2008, 02:18 PM
marine ქართლის ერისმთავრ... Jan 21 2008, 03:12 PM
marine ჯუანშერი
ქართლის ... Jan 23 2008, 05:19 PM
q-e-T-i საქართველოს და მის... Jan 24 2008, 01:13 PM
marine
საქართველოს და მი... Jan 24 2008, 01:14 PM
marine სტეფანოზ I
ქართლის ... Jan 29 2008, 01:53 PM
Amuza ერეკლე II ჩემთვის ერ... Feb 1 2008, 12:25 AM
Lenus ........... Feb 1 2008, 08:51 AM
marine ადარნასე
ქართლის ... Feb 1 2008, 04:14 PM
marine სტეფანოზი II
ქართლი... Feb 19 2008, 03:52 PM
marine მირი და არჩილი*
არ... Feb 26 2008, 06:31 PM
marine ნერსე
ქართლის ერი... Feb 28 2008, 05:59 PM
marine სტეფანოზ III
ქართლი... Mar 4 2008, 04:38 PM
marine ჯუანშერი
ქართლის ... Mar 6 2008, 11:25 AM
marine ადარნასე
ქართლის ... Mar 13 2008, 02:52 PM
marine გუბაზ მეფის ვერაგუ... Mar 20 2008, 02:54 PM
sable ისე თემა აუცილებლა... Jul 27 2008, 12:52 AM
mapalu k@the
ძალიან დიდი ბოდ... Oct 10 2008, 09:07 PM
korinteli თუ წაიკითხეთ სტატი... Nov 30 2008, 01:54 AM
Belief ვინმეს თუ სმენია ა... Feb 27 2009, 06:07 PM
ქევანა Belief
დავუშვათ და მემ... Feb 27 2009, 06:33 PM
Belief არა მაგას არ ვიტყვ... Feb 27 2009, 10:21 PM
dilaadriano ეზეკიელ წინასწარმ... Jul 26 2010, 08:48 PM
dilaadriano ტექსტს კარგად თუ წ... Jul 26 2010, 10:02 PM
ქევანა dilaadriano
ლუდის ქვეყანა ... Jul 27 2010, 01:17 AM
dilaadriano
dilaadriano
ლუდის ქვეყანა... Jul 27 2010, 08:26 AM
ქევანა dilaadriano
კაი, მაშინ მით... Jul 27 2010, 07:38 PM
dilaadriano
dilaadriano
კაი, მაშინ მით... Jul 29 2010, 01:55 PM
ქევანა dilaadriano
აჰა, ნუ მაშინ მ... Jul 29 2010, 11:30 PM
აკაკი არსოკი და არსუკი, ა... Nov 25 2011, 11:17 PM
marine "თემურლენგის მიე... Mar 4 2014, 11:19 AM
marine http://s017.radikal.ru/i419/1507/68/9ea3664564d5.j... Jul 13 2015, 12:32 PM
marine "იდგა 442 წელი. მცხე... Aug 18 2016, 09:01 PM
marine "მარტყოფის დასავ... Aug 27 2016, 09:37 AM
marine "1765 წელს თურქებმა ... Sep 13 2016, 12:08 PM
marine "დავათრეთ ხრმალი ... Sep 13 2016, 12:31 PM
marine "ათასგვარ ხერხს ხ... Sep 13 2016, 12:58 PM
marine "ხატოვნად უთქვამ... Sep 13 2016, 01:10 PM
marine "წმინდა მეფე სოლო... Sep 15 2016, 10:46 AM
marine "ვახტანგი [გორგას... Sep 26 2016, 11:51 AM
marine "ვახტანგის სიკვდ... Oct 10 2016, 02:59 PM
marine "ლაშარის ჯვარს მრ... Nov 1 2016, 11:25 AM
marine "აბაშიძეები იყვნ... Nov 3 2016, 11:28 AM
marine [წმინდა მეფე სოლომ... Nov 17 2016, 01:41 PM
marine "აქვე უნდა გავიხს... Nov 21 2016, 06:06 PM
marine "სვეტიცხოველში, ს... Feb 1 2017, 05:24 PM
marine "წმინდა პეტრე [ქა... Oct 11 2017, 10:59 AM
marine "საქართველოს ისტ... Oct 27 2017, 08:53 PM![]() ![]() |
| მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd November 2025 - 05:31 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი