IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქართველოს ყველა მეფე, ბიოგრაფიები, ბრძოლები, ისტორიკოსთა შეფასებები
ნათია
პოსტი Sep 5 2007, 05:34 PM
პოსტი #21


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



დიდი ქართველი მეფეები:


  • ფარნავაზი
  • ფარსმან მეორე - ქველი
  • მირიან მეფე
  • ვახტანგ გორგასალი
  • დავით კურაპალატი
  • ბაგრატ მესამე
  • დავით მეოთხე - აღმაშენებელი
  • გიორგი მესამე
  • თამარ მეფე
  • დემეტრე მეორე
  • ლუარსაბ მეორე
  • გიორგი მეხუთე - ბრწყინვალე
  • ლუარსაბ პირველი
  • სიმონ პირველი
  • სოლომონ პირველი
  • ერეკლე მეორე




P.S. თანმიმდევრულად განვიხილოთ ზემოთჩამოთვლილ მეფეთა ბიოგრაფიები, ბრძოლები და ისტორიკოსთა შეფასებები...


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
marisha 92
პოსტი Nov 27 2008, 09:50 PM
პოსტი #22


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 39
რეგისტრ.: 30-May 08
მდებარ.: tbilisi, saburtalo
წევრი № 4,946



დემეტრე II თავდადებული

1259 - 12.03.1289

აღმოსავლეთ საქართველოს მეფე 1271-1289 წლებში. დავით VII ულუს ძე (გვანცა კახაბერისძის ასულისაგან), მამის გარდაცვალების დროს იყო 11 წლისა. დედ-მამით ობოლს ზრდიდა ტარსაიჭ ორბელი. 1271 წელს ყმაწვილი დემეტრე საქართველოს მეფედ დაამტკიცა მონღოლმა ყაენმა აბაღამ. 1277 წელს, იგივე მონღოლი ყაენის მიწვევით, დემეტრემ 300 ქართველი მეომრით მონაწილეობა მიიღო და დიდად თავიც ისახელა ეგვიპტის სულთანის, ბეიბარსის წინააღმდეგ ბრძოლაში. 1278 წელს დემეტრე გილანის დალაშქვრაში ახლდა მონღოლთა ყაენს. 1280 წელს აბაღა ყაენმა ისევ გაიწვია ქართველები საომრად, ამჯერად ეგვიპტის ახალი სულტანის, მელიქ მანსურის წინააღმდეგ. ქალაქ დარბუზაკთან (სირიაში) გამართულ ბრძოლაში თავი ისახელა ბექა ჯაყელმა და მისმა მესხებმა. ხოლო, შემდგომ, ქალაქ ამასიასთან, 1281 წლის 30 ოქტომბრის სისხლისმღვრელ ბრძოლაში, კვლავ საარაკო გმირობა გადაიხადა დემეტრე მეფემ 200 თანამებრძოლი ქართველით. 1282 წელს მოკვდა აბაღა ყაენი და მონღოლ-ილხანური (ირანის) ტახტისათვის ერთმანეთს დაეძგერნენ აბაღას უფროსი ძე არღუნი და აბაღას ძმა აჰმადი. ბიძა-ძმისწულის ბრძოლა იმჯერად ბიძის გამარჯვებით გათავდა. ქართველი მეფეც ახალ ყაენს ურდოში ეახლა და ეთაყვანა; აჰმადმაც დემეტრე დიდი პატივით მიიღო და მაშინვე ყაენის კარმა კიდევაც დაიმოყვრა ქართველი მეფე: აჰმადის უერთგულესი და უახლოესი კაცის, “დიდი ნოინი” ბუღას ვაჟს ცოლად შერთეს დემეტრეს ასული რუსუდანი. 1284 წელს დემეტრეს მძახალის, თვითონ ბუღა ნოინის მეთაურობით, აჰმად ყაენი შეთქმულებმა მოჰკლეს და ყაენის ტახტზე არღუნ აბაღას ძე აიყვანეს. ახალმა ყაენმაც დემეტრე დიდის “სიყვარულით” მიიღო და თავის მხრივაც აღიარა იგი საქართველოს მეფედ, მით უფრო, რომ ახლად აღზევებული ყაენი მთლიანად ბუღა ნოინის, ანუ დემეტრეს მძაღხლის “ხელთა შინა იყო”. 1288 წელს დარუბანდელებია უჯანყდნენ არღუნ ყაენს. დარუბანდელებს ჩრდილოეთიდან ძლიერი ნოინი, ნოყაი უჭერდა მხარს. არღუნ ყაენმა დემეტრე მეფე აწვია და დარუბანდს სალაშქროდ წავიდა დემეტრეც, აიღო ანიყი – დარუბანდის მთავარი ციხე-სიმაგრე და მიართვა არღუნს მისი გასაღებნი. იმავე 1288 წელს გამჟღავნდა არღუნ ყაენის დასამხობად გათვლილი შეთქმულება, რომლის სათავეში ამჯერადაც ბუღა ნოინი აღმოჩნდა. ყაენის ბრძანებით თავი გააგდებინეს არა მარტო ბუღას, არამედ ყველა მის ახლობელს, ნათესავს, მისგან დაწინაურებულ ყველა მოხელეს, მათგან ისეთებსაც, შეთქმულებაზე ბაიბურიც რომ არა სმენოდა. დემეტრე მეფეც იხმეს ურდოში. სიკვდილი გარდაუვალი უნდა ყოფილიყო შეთქმულების მოთავის ეგზომ ახლობელი ადამიანისთვის. ამიტომ საგანგებო სათათბიროდ შეყრილმა დარბაზმა ერთხმად თხოვა და მოითხოვა, არ წასულიყო მეფე ურდოში, არამედ გახიზნულიყო მთიულეთს, ან ქუთათისს, მეფე კი ბრძანებდა: – მე რომ არ წავიდე, ქვეყანა უნდა დამიქციონ მონღოლებმა, ხალხი ამომიწყვიტონ, ამიტომ – “აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენის წინაშე და იყოს ნება ღვთისა: უკეთუ მე მომკლან, დაე, ქვეყანა ჩვენი უვნებლად დარჩეს!” – და მეფე ურყევი ნებით გაეშურა სამხრეთისაკენ. 1289 წლის 12 მარტს, დილით მოვაკანში, არღუნ ყაენის ბრძანებით, ქართველ მეფეს თავი გააგდებინეს. მეფის ცხედარი, მისი პირადი მღვდლის, მოსეს და აბრაჰამ კათალისკოსის მზრუნველობით, მცხეთას ჩამოასვენეს და დაკრძალეს. ნაქორწინევი იყო სამჯერ. 13 წლისამ ცოლად შეირთო ტრაპიზონის კეისრის ასული, რომლისგანაც შეეძინა ხუთი შვილი. მეორე ცოლად შეირთო მონღოლი ქალი სახელად სოლღარ, რომლისგანაც სამი შვილი ჰყავდა. მესამე ცოლად კი მოიტვანა ნათელა, ბექა ჯაყელის ასული, რომლისგანაც დემეტრეს სიკვდილის წელს (1289წ.) იშვა უფლისწული გიორგი (მომავალი გიორგი V ბრწყინვალე). ხალხმა მისთვის თავადადებულ გმირს დაარქვა “თავდადებული”. ერისთვის წამებული მეფე ქართულმა ეკლესიამ წმიდანთა პანთეონში შერაცხა. მისი მოსახსენებელი დღეა 25 მარტი (ახ.სტ.).


დავით III დიდი კურაპალატი

გარდ. 1001

ტაოს მთავარი 961-1001 წლებში. 978 წელს მიიღო კურაპალატის ტიტული, 994 წელს კი - ”ქართუელთა მეფის” ტიტული. დავით III წყაროებში იხსენიება ტიტულებით: ”ტაოს მეფე”, ”მაგისტროსი”, ”კურაპალატი”, ”აღმოსალეთის დიდი კურაპალატი”, ”მეფეთა მეფე”, ”ერისთავთ-ერისთავი”, ”ქართულთა მეფე”. ფლობდა სამხრეთ ანუ იმიერტაოს, ბასიანს და მომიჯნავე სომხურ თემებს. X ს. შუა წლებში ტაოს სამეფოს საზღვარი მდ. არაქსზე გადიოდა. დავით III-ის დროს ტაოს სამეფომ მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირები დამყარა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებთან, აღსდგა საქართველოში არაბთა ბატონობის დროს შეწყვეტილი ქართული მონეტის მოჭრა. დავით III მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა იყო იმდროინდელ ახლო აღმოსავლეთში. მისი ჩარევით დამყარდა მშვიდობა სომეხთა სამეფოში, ერთმანეთის წინააღმდეგ მებძროლ სმბატ ბაგრატუნსა და კარის მფლობელ მუშელს შორის. 979 წ. იგი დაეხმარა ბიზანტიის იმპერიას ბარდა სკლიაროსის აჯანყების ჩახშობაში. აჯანყებულებმა ბარდა სკლიაროსის ხელმძღვანელობით საფრთხე შეუქმნეს ბასილი II მაკედონელის (976-1025) ხელისუფლებას. სამეფო ლაშქარი ზედიზედ სასტიკ მარცხს განიცდიდა. ომი მთელ იმპერიას მოედო. ბასილის დედამ (შვილის მცირეწლოვანების გამო ფაქტობრივად იგი მართავდა იმპერიას) დავით III-თან ყოფილი მხედართმთავარი. უკვე ბერად აღკვეცილი, თორნიკე ერისთავი გამოგზავნა და ”წიგნები ვედრებისა” გამოატანა, სადაც მას სთხოვდნენ სკლიაროსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას. დავითის ლაშქარმა თორნიკე ერისთავის სარდლობით სკლიაროსი დაამარცხა, რისთვისაც დავითმა საიმპერატორო კარისგან მიიღო სამმართველოდ ”ზემონი ქვეყანანი საბერძნეთისანი” მისი სიცოცხლის მანძილზე. XI ს. ისტორიკოსის ასოღიკის ცნობით ეს ქვეყნები მდებარეობდნენ მდ. ჭოროხის სათავეებთან, მარდალიის კანტონში. დასავლეთ და აღმოსავლეთ ევფრატის ხეობაში. ნაბოძები ტერიტორიები დავითმა მაჰმადიანებისაგან გაათავისუფლა. იქ ქართველები და სომხები დაასახლა. ჩანს, დავითს იმედი ჰქონდა, რომ შემოერთებულ ქვეყნებს ერთიან საქართველოს სამეფოს უანდერძებდა. ძირითადად ამ სურვილით უნდა იყოს გამოწვეული 988 წელს მისი ლაშქრობა ბასილი II-ის წინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა ფოკას მხარეს. 989 წელს აბიდოსთან ბრძოლაში ფოკა დამარცხდა. 990 წ. იმპერატორმა ბასილიმ დავითის დასასჯელად გამოილაშქრა. დავით III იძულებული გახდა მორჩილება გამოეცხადებინა და პირობა დაედო, რომ გარდაცვალების შემდეგ თავის სამფლობელოს ბიზანტიას გადასცემდა, თუმცა ქართლის აზნაურთა წინაშე მას ბაგრატ III ტაოს მემკვიდრედ ჰყავდა გამოცხადებული. შემდგომში ბიზანტიამ ტაოს ტერიტორიაზე ”იბერიის თემი” შექმნა. მიუხედავად პოლიტიკური მარცხისა დავითი განაგრძობდა მოკავშირეებთან (ქართველთა მეფე ბაგრატ II, სომეხთა მეფები გაგიკ I და აბასი) ერთად ბრძოლას ქართული და სომხური მიწების მაჰმადიან მფლობელთაგან განთავისუფლებისათვის. 990 წ. დავით III-მ ქ. მანასკერტი აიღო და თავის საბრძანებელს შემოუერთა. ამ ფაქტმა სამხრეთ კავკასიის მაჰმადიანი მბრძანებლები აღაშფოთა და მათ ქალაქის დაბრუნება მოითხოვეს. როდესაც მოთხოვნაზე უარი მიიღეს, ადარბადაგანის ამირა მამლანი და სხვა ამირები გაერთიანებული ლაშქრით მის წინააღმდეგ წამოვიდნენ. დავითმა დასახმარებლად მოუხმო ბაგრატ II ქართველთა ემფეს, გაგიკ სომეხთა მეფეს და აბასს, ლაშქარი ქ. ვალაშკერტში დაბანაკდა. მოწინააღმდეგეებმა შებმა ვერ გაბედეს და უკან გაბრუნდნენ. დავით III-მ 997 ალყა შემოარტყა ხლათს. 998 წ. მის წინააღმდეგ ისეთ მაჰმადიანთა კოალიციური ლაშქრობა მოეწყო. დავითმა გაიმარჯვა. დავით დიდის დროს აიგო ოშკის ტაძარი და ორი მცირე ეკლესია, ხახულის მთავარი ტაძარი, პარხალის ტაძარი და ორი მცირე ეკლესია. ტაოს კულტურულ ცენტრებში მწერლობის არაერთი ძეგლი ითარგმნა და გადაიწერა. დავით III დიდის მონაწილეობით განხორციელდა მისი შვილობილის ბაგრატ III-ის გამეფებისა და ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის გეგმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნათია   საქართველოს ყველა მეფე   Sep 5 2007, 05:34 PM
k@the   ფარნავაზი ძვ.წ.356 - 264 ...   Sep 5 2007, 07:26 PM
ნათია   [color=#FF9900][size=3][b]მეფე ფარ...   Sep 5 2007, 07:35 PM
marine   ნათია ნათი, დიდი მა...   Sep 14 2007, 12:20 PM
marine   კოლხთა მეფეები აე...   Sep 17 2007, 02:12 PM
marine   კოლხეთის (ეგრისის) ...   Sep 24 2007, 02:19 PM
marine   ლაზთა მეფეები მალ...   Sep 27 2007, 05:13 PM
marine   ქართლის მმართველნ...   Oct 1 2007, 11:40 AM
marine   ფარნავაზიანი წარმ...   Oct 4 2007, 02:49 PM
marine   ფარნაჯობი ქართლის...   Oct 9 2007, 11:03 AM
m16   ფარსმან I სადღაა?   Oct 11 2007, 11:54 PM
solomony   ამ მეფეებს მეც დავ...   Oct 12 2007, 12:20 AM
marine   ბრატმანი ქართლის (...   Oct 12 2007, 12:46 PM
m16   ქრონოლოგია და დემო...   Oct 12 2007, 09:37 PM
Lenus   მეგობარო, ამდენ მი...   Oct 12 2007, 11:38 PM
marine   არსოკი ქართლის (იბ...   Oct 15 2007, 10:28 AM
marine   მითრიდატე II ქართლი...   Oct 23 2007, 01:43 PM
t.d   ნათ წლებიც ხო არ მი...   Oct 23 2007, 08:06 PM
ნათია   ნათ წლებიც ხო არ მი...   Oct 23 2007, 08:15 PM
marine   ფარსმან II (ქველი) ქა...   Oct 25 2007, 12:04 PM
marine   ხსეფარნუგი ქართლი...   Oct 26 2007, 04:42 PM
sable   [color=#660000]ხსეფარნუგი ...   Oct 26 2007, 10:37 PM
marine   რადამისტი ინგოროყ...   Oct 31 2007, 11:36 AM
sable   ჩემი თხოვნა იქნებ...   Nov 2 2007, 09:39 PM
marine   ეგ არ არის ცინიზმი ...   Nov 5 2007, 11:48 AM
sable   მე პირადად სახუმა...   Nov 5 2007, 07:36 PM
marine   ინგოროყვა ჩემო კა...   Nov 6 2007, 11:20 AM
sable   მე ვიცი რომ ინგორო...   Nov 6 2007, 06:21 PM
უჩა   ისა ფარსმან ქველი ...   Oct 27 2007, 01:30 AM
sable   ისა ფარსმან ქველი ...   Oct 27 2007, 10:54 AM
marine   ფარსმან III ქართლის (...   Oct 29 2007, 03:52 PM
marine   ვაჩე ქართლის (იბერ...   Nov 2 2007, 03:47 PM
marine   რევ II ქართლის (იბერ...   Nov 5 2007, 02:36 PM
k@the   მაგ მეფეების არსე...   Nov 5 2007, 08:06 PM
marine   ფარნავაზიანი ქრის...   Nov 6 2007, 04:33 PM
marine   მირდატ* ბაქარის ძე ...   Nov 13 2007, 01:52 PM
sable   [color=#990000]მირდატ* ბაქა...   Nov 14 2007, 06:58 PM
marine   საინტერესო დათარი...   Nov 15 2007, 02:46 PM
marine   ვარაზ-ბაქარი მირდა...   Nov 19 2007, 02:05 PM
marine   თრდატ რევის ძე ქარ...   Nov 26 2007, 03:08 PM
marine   ფარსმან ვარაზ-ბაქა...   Nov 29 2007, 04:19 PM
marine   არჩილ* მირდატის ძე ...   Nov 30 2007, 03:31 PM
ketusa   marine ალბათ ამის შემდ...   Dec 1 2007, 12:00 AM
marine   marine ალბათ ამის შემდ...   Dec 3 2007, 11:14 AM
ketusa   ketusa, ძალიან გამიხარ...   Dec 6 2007, 12:02 AM
marine   კაი ჩემო კარგო აუც...   Dec 6 2007, 03:10 PM
ketusa   marine შეიძლება რო დავ...   Dec 6 2007, 11:19 PM
marine   marine შეიძლება რო დავ...   Dec 7 2007, 12:25 PM
ketusa   ვახტანგ გორგასლის ...   Dec 7 2007, 09:06 PM
ketusa   ბიზანტიით შეწუხებ...   Dec 7 2007, 09:16 PM
marine   დაჩი ვახტანგის ძე ...   Dec 17 2007, 01:44 PM
marine   * * * "მოქცევაჲ ქართ...   Jan 10 2008, 02:18 PM
marine   ქართლის ერისმთავრ...   Jan 21 2008, 03:12 PM
marine   ჯუანშერი ქართლის ...   Jan 23 2008, 05:19 PM
q-e-T-i   საქართველოს და მის...   Jan 24 2008, 01:13 PM
marine   საქართველოს და მი...   Jan 24 2008, 01:14 PM
marine   სტეფანოზ I ქართლის ...   Jan 29 2008, 01:53 PM
Amuza   ერეკლე II ჩემთვის ერ...   Feb 1 2008, 12:25 AM
Lenus   ...........   Feb 1 2008, 08:51 AM
marine   ადარნასე ქართლის ...   Feb 1 2008, 04:14 PM
marine   სტეფანოზი II ქართლი...   Feb 19 2008, 03:52 PM
marine   მირი და არჩილი* არ...   Feb 26 2008, 06:31 PM
marine   ნერსე ქართლის ერი...   Feb 28 2008, 05:59 PM
marine   სტეფანოზ III ქართლი...   Mar 4 2008, 04:38 PM
marine   ჯუანშერი ქართლის ...   Mar 6 2008, 11:25 AM
marine   ადარნასე ქართლის ...   Mar 13 2008, 02:52 PM
marine   გუბაზ მეფის ვერაგუ...   Mar 20 2008, 02:54 PM
sable   ისე თემა აუცილებლა...   Jul 27 2008, 12:52 AM
mapalu   k@the ძალიან დიდი ბოდ...   Oct 10 2008, 09:07 PM
marisha 92   დემეტრე II თავდადებ...   Nov 27 2008, 09:50 PM
korinteli   თუ წაიკითხეთ სტატი...   Nov 30 2008, 01:54 AM
Belief   ვინმეს თუ სმენია ა...   Feb 27 2009, 06:07 PM
ქევანა   Belief დავუშვათ და მემ...   Feb 27 2009, 06:33 PM
Belief   არა მაგას არ ვიტყვ...   Feb 27 2009, 10:21 PM
dilaadriano   ეზეკიელ წინასწარმ...   Jul 26 2010, 08:48 PM
dilaadriano   ტექსტს კარგად თუ წ...   Jul 26 2010, 10:02 PM
ქევანა   dilaadriano ლუდის ქვეყანა ...   Jul 27 2010, 01:17 AM
dilaadriano   dilaadriano ლუდის ქვეყანა...   Jul 27 2010, 08:26 AM
ქევანა   dilaadriano კაი, მაშინ მით...   Jul 27 2010, 07:38 PM
dilaadriano   dilaadriano კაი, მაშინ მით...   Jul 29 2010, 01:55 PM
ქევანა   dilaadriano აჰა, ნუ მაშინ მ...   Jul 29 2010, 11:30 PM
აკაკი   არსოკი და არსუკი, ა...   Nov 25 2011, 11:17 PM
marine   "თემურლენგის მიე...   Mar 4 2014, 11:19 AM
marine   http://s017.radikal.ru/i419/1507/68/9ea3664564d5.j...   Jul 13 2015, 12:32 PM
marine   "იდგა 442 წელი. მცხე...   Aug 18 2016, 09:01 PM
marine   "მარტყოფის დასავ...   Aug 27 2016, 09:37 AM
marine   "1765 წელს თურქებმა ...   Sep 13 2016, 12:08 PM
marine   "დავათრეთ ხრმალი ...   Sep 13 2016, 12:31 PM
marine   "ათასგვარ ხერხს ხ...   Sep 13 2016, 12:58 PM
marine   "ხატოვნად უთქვამ...   Sep 13 2016, 01:10 PM
marine   "წმინდა მეფე სოლო...   Sep 15 2016, 10:46 AM
marine   "ვახტანგი [გორგას...   Sep 26 2016, 11:51 AM
marine   "ვახტანგის სიკვდ...   Oct 10 2016, 02:59 PM
marine   "ლაშარის ჯვარს მრ...   Nov 1 2016, 11:25 AM
marine   "აბაშიძეები იყვნ...   Nov 3 2016, 11:28 AM
marine   [წმინდა მეფე სოლომ...   Nov 17 2016, 01:41 PM
marine   "აქვე უნდა გავიხს...   Nov 21 2016, 06:06 PM
marine   "სვეტიცხოველში, ს...   Feb 1 2017, 05:24 PM
marine   "წმინდა პეტრე [ქა...   Oct 11 2017, 10:59 AM
marine   "საქართველოს ისტ...   Oct 27 2017, 08:53 PM
2 გვერდი V  1 2 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th November 2024 - 11:49 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი